ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026

როგორ აღიქვამს მშიერი ბავშვი გარემოს. ვიდეო

https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=Uf_jE-BGITw

ბევრი ბრენდისთვის რეკლამაში ბავშვების გადაღება წარმატების ერთ-ერთ გასაღებია. კომპანია Tommee Tippee-მ სარეკლამო სააგენტო McCann-თან ერთად, შექმნა ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ აღიქვამს შიმშილის დროს ბავშვი გარემოს. ინფორმაციას Horizont.net-ი ავრცელებს.

კომპანია Tommee Tippee-ი ბავშვებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა პროდუქციას აწარმოებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ისეთი მომენტის მოწმე გავხდი, რომელიც მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურა არ ყოფილა. ეს იყო ორი ერის საერთო ისტორიის, იდენტობისა და მრავალსაუკუნოვანი ურთიერთკავშირის ცოცხალი გამოხატულება-ალი მოჯანი

ბავშვობაში იგი ოჯახთან ერთად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფერეიდანიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც თავად იხსენებს, ცხოვრების ახალი ეტაპი მარტივი არ ყოფილა. ოჯახს ქვეყანაში, რომელთანაც ისტორიული ფესვები აკავშირებდა, თითქმის ყოველგვარი რესურსის გარეშე თავიდან მოუწია საკუთარი მომავლის შენება. თუმცა შრომით, შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით მან შეძლო წარმატების მიღწევა-ამის შესახებ ირანის ელჩი სოციალურ ქსელში წერს.,,დღეს ირანის საელჩოში ირანის მოსახლეობას ერთი მოქალაქე შეემატა, თუმცა საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მოქალაქე არ მოჰკლებია!დღეს საელჩოში ისეთი მომენტი განვიცადე, რომელიც არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურა, არამედ ორი ერის იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ურთიერთკავშირის ცოცხალი გამოხატულება იყო. დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, ბატონ ბათავანის, წარმოშობით ქართველ ირანელ თანამოქალაქეს, ირანული პირადობის მოწმობა კვლავ დაუბრუნდა და მან ხელახლა მოიპოვა ირანის მოქალაქეობა. ის ბავშვობაში, ოჯახთან ერთად, საბჭოთა კავშირის პერიოდში, ფერეიდნიდან საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად. როგორც თავად იხსენებს, ემიგრაციის პირველი წლები ძალიან მძიმე იყო. მაშინ მის ოჯახს იმ ქვეყანაში, რომელთანაც ისტორიული ფესვები აკავშირებდათ, თითქმის ყოველგვარი რესურსის გარეშე თავიდან მოუწია ცხოვრების დაწყება. თუმცა შრომისა და შეუპოვრობის წყალობით, მან წარმატებას მიაღწია და მრავალი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებოდა საკუთარ დაბადების ადგილს — ფერეიდანს — და კვლავ მოეპოვებინა ირანის მოქალაქეობა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლების ძალისხმევით ეს სურვილი განხორციელდა და დღეს პატივი მერგო, პირადად გადამეცა მისთვის ირანული პირადობის მოწმობა. დღეს ირანის მოსახლეობას ერთი მოქალაქე შეემატა, თუმცა საქართველოს მოსახლეობას არც ერთი მოქალაქე არ მოჰკლებია. რადგან ეს დაბრუნება საქართველოსგან განშორებას არ ნიშნავს; პირიქით, იგი კიდევ ერთხელ გვახსენებს ორ ერს შორის არსებულ ღრმა ისტორიულ, კულტურულ და ცოცხალ კავშირებს. ადამიანები, რომლებიც ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, დღემდე ინარჩუნებენ საერთო ისტორიულ მეხსიერებას, ემოციებსა და თავიანთი საერთო იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. ბატონი ბათავანის ამბავი მხოლოდ ერთი პირადობის მოწმობის ისტორია არ გახლავთ; ეს არის იმ ხიდის ისტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მტკიცედ აკავშირებს ირანსა და საქართველოს და გვიჩვენებს, რომ იდენტობას ზოგჯერ შეუძლია ერთდროულად ორი სახლი და ორი სამშობლო ჰქონდეს''-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – ისრაელი დაიცავს საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას

ისრაელი დაიცავს საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰაიფაში საზღვაო ბაზაზე ვიზიტის დროს განაცხადა.„მე დავისახე მარტივი მიზანი. საზღვაო ძალების და ისრაელის მიზანია, უზრუნველყოს საზღვაო მარშრუტების და საზღვაო ვაჭრობის თავისუფლება, რაც ასე მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმების შესახებ. ასევე, იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმით დაიმუქრნენ.

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ, დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა

აუდიტორიამ უნდა იცოდეს, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება მოხდა სახელმწიფოთა უმცირესობის მიერ და ამ ინიციატივას არ დაუჭირა მხარი ეუთო-ს მონაწილე ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ესპანეთმა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.სამხარაძის თქმით, დოკუმენტი, რომელშიც ბრალდებები მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი, მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეადგინა. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, 22-ე პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები.„დოკუმენტში წერია მხოლოდ ბრალდებებზე, თუმცა მტკიცებულებები ვერ მოიძებნა. დოკუმენტი შეადგინა ერთმა ექსპერტმა, რომელიც საქართველოს მხოლოდ 72 საათით სტუმრობდა. მოგიწოდებთ, რომ წაშალოთ სიტყვა „საქართველო“ ამ აბზაციდან. რაც შეეხება 22-ე პუნქტს, აქაც მაშფოთებს, რომ ამ პუნქტში არ არის ნახსენები სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმები, რაც არაერთხელ აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის მიერ და საქართველოში თქვენი ბოლო ვიზიტისას. რაც შეეხება გამოძიების შესახებ მოწოდებას, გამოძიება დაწყებულია და რამდენიმე დამნაშავე პასუხისგებაში უკვე მიეცა. ობიექტურობისთვის ეს პუნქტები უნდა აისახოს ამ რეზოლუციაში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ასამბლეაზე ჩანს ძალიან სახიფათო პრეცედენტი, როცა ბრალდებებს ფაქტებად გარდაქმნიან.„ეს ძირს გამოუთხრის ამ ორგანიზაციის სანდოობას, რაც უკვე არც ისე კარგ მდგომარეობაშია, ზოგიერთი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფონზე. კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, არ მოხდეს მანიპულაცია და ერთი მისიის მიგნებები მეორეში არ ავურიოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის პროექტი წარადგინა. პროექტს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

ამერიკული გამოცემა – როჯერ უიკერსა და ჯო უილსონს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძლობაზე კონფლიქტი წარმოიშვა, უიკერმა უილსონს მოსთხოვა, აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა შეეწყვიტა

ორ რესპუბლიკელ კონგრესმენს, მისისიპის სენატორ როჯერ უიკერსა და სამხრეთ კაროლინას წარმომადგენელ ჯო უილსონს შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი წლის სესიის მასპინძლობასთან დაკავშირებით კონფლიქტი წარმოიშვა, –  ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Semafor წერს.გამოცემის ცნობით, უილსონი 2024 წლიდან ცდილობდა, სესია მისსავე შტატში, ჩარლსტონში გამართულიყო.მარტში უიკერმაც ხელი მოაწერა ორპარტიულ წერილს, რომელიც ღონისძიებისთვის 4 მილიონი დოლარის ფედერალურ დაფინანსებას ითხოვდა. თუმცა, როგორც Semafor წერს, გასულ კვირას უიკერმა პოზიცია შეცვალა და უილსონს ტელეფონით შეატყობინა, რომ ჩარლსტონს ღონისძიების მასპინძლობა არ შეეძლო.უიკერმა აღნიშნულის მიზეზად წვეულებისთვის კვების ორგანიზების პრობლემები და სესიის მაღალი ხარჯები დაასახელა.გამოცემის ინფორმაციით, უილსონი ამ ფაქტმა აღაშფოთა და განაცხადა, რომ უიკერის წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.ჯო უილსონმა, ასევე, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მავნე ჭორების“ მიუხედავად, ჩარლსტონში ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები ფართო მხარდაჭერით მიმდინარეობდა.გამოცემის ცნობით, დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც უიკერმა განაცხადა, რომ აშშ მომავალი წლის სესიის მასპინძლობას აღარ გეგმავდა.Semafor-ის მიერ მოპოვებული ტექსტური მიმოწერის მიხედვით, უიკერმა უილსონს მისწერა, რომ საკითხი „დახურულია“ და მოსთხოვა, „შეეწყვიტა საკუთარი და აშშ-ის დელეგაციის შერცხვენა“.ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, როჯერ უიკერმა თავდაპირველად უილსონს დელეგაციის საერთო თვითმფრინავით ნიდერლანდებიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნება აუკრძალა და უთხრა, სხვანაირად მოეხერხებინა დაბრუნება. მოგვიანებით კი, ეს გადაწყვეტილება გააუქმა – უილსონს, მის თანაშემწესა და მეუღლეს დელეგაციის თვითმფრინავით დაბრუნების უფლება მისცა.უილსონის თქმით, ღონისძიების ორგანიზატორებმა უკვე დაჯავშნეს ჩარლსტონის Gaillard-ის ცენტრი და მიმდებარე სასტუმროები, ასევე, მოწვევები გაუგზავნეს ეუთო-ს ელჩებს. მისივე განცხადებით, ამჟამინდელი გაურკვევლობა ევროპელ პარტნიორებს არასწორ სიგნალს უგზავნის იმის შესახებ, რომ ამერიკა სანდო არ არის.

შიო მესამე – სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში მსახურებისას ვეცადე, მესწავლა ეშხი, სიყვარული სამეგრელოსი, რის გარეშეც შეუძლებელია, შეიცნო ქართული სული, კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი...

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, „მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, პატივი მივაგოთ ამ დიდ მოღვაწეს, უდიდეს წმინდანს, შევისმინოთ მისი მოწოდებებისა და ქადაგების“.„დღეს არის ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაული, რომელიც ნაკურთხია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელზე. დღეს ვიხსენებთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია სენაკელებისთვის, რადგან ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი ხალხის, მრევლისა მონაწილეობდა ამ ტაძრის მშენებლობაში. განსაკუთრებით საყვარელია ეს ტაძარი სენაკელებისთვის. მინდა, განსაკუთრებით გავიხსენო მღვდელმონაზონი ამბაკონი, რომელიც იყო მოთავე ტაძრის მშენებლობის, მთავარი ორგანიზატორი. ყველას მადლობა ამ შესანიშნავი ტაძრის აგებისთვის.მინდა, განსაკუთრებული სიყვარული გამოვთქვა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიისადმი. ვმადლობ უფალს, რომ მომიწია ამ ძვირფას ეპარქიაში მსახურება და მომზადება თურმე, როგორც ყოფილა ღვთის ნება, კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო მსახურებისთვის. მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში. ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მისი ლოცვით, უფალი შეგვეწიოს სინანულის სწავლაში და ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, ღმერთმა დალოცოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ყოველი თქვენგანი. ღმერთმა გაამთლიანოს და გააძლიეროს, გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა შიო მესამემ.

ბოლო სიახლეები