ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

როგორი წარუმატებელიც იყო კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 000 დოლარის ეფექტი – გია აბაშიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე

როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია,  – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.

ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით.

“როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი  თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი.
აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექს-პრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ.

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.” –  წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები – სრული კოორდინაცია იყო, რათა საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით

გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი „ენჯეოების“ ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.ირაკლი კობახიძემ ასევე გაიხსენა მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან.„ერთი ადამიანი თუ გამოვიდა ან „ენჯეოებიდან“, ან ოპოზიციიდან, ან დიპლომატებიდან, დღეს ხომ ბევრს საუბრობენ კონკრეტული ადამიანები, რომელიმემ დაგმო ან უარყოფითად შეაფასა თუნდაც, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხიდებოდით უკრაინას მსხვერპლის თვალსაზრისით? პირდაპირ ასეთი რამ თქვა, რომ ქალები, ბავშვები იღუპებიანო და დროა საქართველომ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ამაში შეგვეხიდოსო. ასეთი განცხადება გააკეთა დანილოვმა. ვინმემ გააკრიტიკა? ერთი ოპონენტი ჰყავდა ამ განცხადებას? თან ეს ხომ პირდაპირი თავდასხმა იყო, შეტევა საქართველოზე, არა ხელისუფლებაზე, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე. ერთი კრიტიკოსი გამოჩნდა? რა თქმა უნდა – არა. როდესაც პოდოლიაკი გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, რომელიმე გამოვიდა, თქვა, რომ ეს იყო არასწორი? ყველაზე რბილი განცხადებაც რომ გაეკეთებინათ, არაფერი, არანაირი განცხადება იმიტომ, რომ სინამდვილეში იყო სრული კოორდინაცია. რომ მოდიოდა ეს ადამიანი და დახურულ კარს მიღმა მოთხოვნებს გვიყენებდა, მაგალითად სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, როცა უარს ვამბობდით, მეორე დღეს გამოდიოდა ქუჩაში ოპოზიცია და ზუსტად იგივე მოთხოვნას აყენებდა. სრული კოორდინაცია იყო. მოსული იყო იგივე ადამიანი და ასეთი რამე თქვა მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით –  ორი თვითმფრინავი გაუშვი და მეტს არ გთხოვთო. ასეთი რაღაც თქვა სიტყვა-სიტყვით. როცა მიიღო უარი, მეორე დღეს დაგვიყენეს ქუჩაში ოპოზიცია. სრული კოორდინაცია იყო. აქეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მოდიოდა დახურულ კარს მიღმა, მერე შეუერთდა მას მოგვიანებით იმ ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ვახსენე, აქეთ რადიკალური ოპოზიცია, აქეთ „ენჯეოები“, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები – სრული კოორდინაცია იყო, რათა საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. არ წავედით ამაზე და ამას მოჰყვა რა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვინმემ ახსნა, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში? არავითარი ახსნა და ა.შ. ყველაფერს ვიხსენებ, ეს ყველაფერი არქივში დევს ხომ. ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდებოდა საჯაროდ“, –  განაცხადა პრემიერმა.

მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის განცხადება – ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კონკრეტულად, Patriot-ი, ტრამპი დათანხმდა, რომ მასთან იმუშავებს, რათა გაარკვიოს, რა არის...

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შედგა შესანიშნავი სატელეფონო საუბარი. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს უკრაინული და ამერიკული გუნდების ნაყოფიერი მუშაობის დაწყებისთვის ჯიდაში 11 მარტს. ორივე ქვეყნის მაღალჩინოსნების შეხვედრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ომის დასრულებისკენ სვლას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „ჯაველინის“ რაკეტებისთვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო და მისი ძალისხმევისთვის მშვიდობის მიმართულებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია.პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისა და განხილული მთავარი საკითხების შესახებ. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტაბებს შორის, საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით.პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რომ იმუშავებს მასთან ერთად, რათა გაარკვიოს, რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება, იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტი ზელენსკი მადლიერი იყო პრეზიდენტის ლიდერობისთვის ამ ძალისხმევაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტის მისაღწევად.პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტრომომარაგება და ატომური ელექტროსადგურები. მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია, ძალიან დაეხმაროს ამ სადგურების მუშაობას ელექტროენერგიისა და კომუნალური მომსახურების მხრივ. აშშ-ის მიერ ამ სადგურების ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ჰუმანიტარული საკითხების მუდმივად წამოწევისთვის, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის. მან აღნიშნა, რომ მათ ახლახან ჰქონდათ ტყვეების წარმატებული გაცვლა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ამ საკითხში მისი ლიდერობისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის ომის დროს უკრაინიდან დაკარგული ბავშვების შესახებ, მათ შორის მათ შესახებ, ვინც გაიტაცეს და პრეზიდენტი ტრამპი დაჰპირდა, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან, რათა დაეხმაროს ამ ბავშვების სახლში დაბრუნებაში. შეთანხმდნენ, რომ ყველა მხარემ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა ცეცხლის შეწყვეტის სამუშაოდ.პრეზიდენტებმა აღნიშნეს მათი მრჩეველებისა და წარმომადგენლების, განსაკუთრებით მდივან რუბიოს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცის, სპეციალური წარმომადგენლის, კელოგისა და სხვების პოზიტიური მუშაობა. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ გუნდებს, წინ წამოწიონ ტექნიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტის განხორციელებასა და გაფართოებასთან. პრეზიდენტებმა დაავალეს თავიანთ მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს სამუშაო. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მარნეულში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

მარნეულში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულია ახალგაზრდა კაცი.ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების შესაბამისი ჯგუფი.

ირაკლი კობახიძე – ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვაზე

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის გლობალური ომის პარტია, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს „დიფ სთეითს“ უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, იმ ძალას, რასაც მმართველი გუნდი გლობალური ომის პარტიას უწოდებდა, თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მოიხსენიებს „დიფ სთეითის“ სახელით.„„გლობალური ომის პარტია“ არის ის ძალა, რომელიც „დიფ სთეითს“ მართავს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მარტო აშშ-ში, „დიფ სთეითი“ ასევე არის ჩაბუდებული ევროკავშირის სტრუქტურებში. ჩვენთვის „გლობალური ომის პარტია“ არის ის, რაც „დიფ სთეითს“ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებში“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.პრემიერმა აღნიშნა, რომ კონკრეტული პირების დასახელებისგან ხელისუფლება შეგნებულად იკავებს თავს, ვინაიდან სიფრთხილეს იჩენს, თუმცა გლობალურ ომის პარტიაში კონკრეტულ ძალებს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს მოიაზრებს.„ამაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თუმცა იმისათვის, რომ ზედმეტი უხერხულობები დამატებით არ შევუქმნათ ჩვენს ქვეყანას, თავს ვიკავებთ ამაზე საუბრისგან. მეტიც, ჩვენ თავს ვიკავებთ იმაზე საუბრისგან, თუ რას გვეუბნებოდნენ „დიფ სთეითის“, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა, როგორ ითხოვდნენ ჩვენგან მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთებას, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, მეორე და მესამე დღეს რა ხდებოდა მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს მოთხოვნაზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ასევე გავიხსენე შეხვედრა ერთ-ერთი ფონდის წარმომადგენელთან, ეს არის ახლა უკვე ტრამპის მიერ დახურული ფონდი, რომელმაც მითხრა, რომ ის ადამიანი, რომელიც მოდიოდა, საუბრობდა არა თავისი სახელით, არამედ ყველას სახელით. ის ადამიანიც მოვიდა, როგორც „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი და  გვითხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ უნდა გვემოქმედა ამ ადამიანის მითითებების შესაბამისად. ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის მაღალჩინოსანი, ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე შემხვდა. მეტ კონკრეტიკაში აღარ შევალ, მაგრამ ამ ორიდან  ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე პირადად მესაუბრებოდა და როცა მიიღო უარი ამ მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, სანქციები და ა.შ მაინც მეორადი მოთხოვნები იყო, რადგან პირველ რიგში, საუბარი იყო ომზე,  მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას. ორი შეხვედრა შედგა, რომელიც უკავშირდებოდა ომში ჩართვას, ერთ-ერთს მე ვესწრებოდი, ერთი იყო თებერვლის დასაწყისში, მეორე იყო თებერვლის ბოლო რიცხვებში, ომის დაწყების შემდეგ. პირველი იყო ომის დაწყებამდე, თებერვლის პირველ ნახევარში და მეორე იყო ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. საუბარი იყო, რომ როცა ომი დაიწყება, ველით თქვენგან ქმედებებს. დაკონკრეტებულიც იყო ეს ქმედებები. ჩვენმა საპატიო თავმჯდომარემ გაიხსენა, მათ შორის, ერთ-ერთი შეხვედრის კონკრეტული შინაარსი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა –  3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ, უნდა გახვიდეთ ტყეებში და დაიწყოთ პარტიზანული ომი – ამ დონეზე იყო საუბარი. სრული კონკრეტიკა იყო ომში ჩართვასთან დაკავშირებით“, –  განაცხადა პრემიერმა.

“286 დღის შემდეგ” – მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს

ექიმებმა შეშფოთება გამოთქვეს ასტრონავტ სუნიტა უილიამსის ჯანმრთელობაზე მას შემდეგ, რაც ახალ ფოტოზე ის შესამჩნევად სუსტად გამოიყურებოდა.NASA-მ გამოაქვეყნა 59 წლის უილიამსისა და 62 წლის ასტრონავტის ბუჩ ვილმორის ფოტოები, რომლებიც გულმოდგინედ ხელს ართმევდნენ NASA-ს თანამშრომლებს ცხრათვიანი კოსმოსური საგის შემდეგ სამედიცინო შემოწმების სერიის გავლის შემდეგ.ექიმებმა განსაკუთრებით აღნიშნეს უილიამსის "შესამჩნევად თხელი" მაჯები. მათ DailyMail.com-ს უთხრეს, რომ შესაძლოა წონის სწრაფი დაკლების, ხელის კუნთების ატროფიისა და ძვლის სიმკვრივის დაკარგვის ნიშანი იყოს. ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ უილიამსის მაჯაზე დამაგრებული გადასხმის სისტემის მილები დაეხმარება ჰიდრატაციისა და ელექტროლიტების აღდგენას, რადგან მიკროგრავიტაცია იწვევს გაუწყლოებას.უილიამსის გასაოცარ ფოტოებზე ადრე და შემდეგ ჩანს იგი შესამჩნევად ნაცრისფერი თმით, ღრმა ნაოჭებით და უფრო დაღლილი სახით.თუმცა, ექსპერტების თქმით, ის ფაქტი, რომ წყვილს დაბრუნებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში სიარული უკვე შეუძლია, ძალიან  იმედის მომცემია - ზოგი შიშობდა, რომ უნარს რამდენიმე დღის განმავლობაში არ აღიდგენდნენ. დოქტორმა ჯონ ჯაკუიშმა, Jaquish Biomedical-ის ბიოსამედიცინო ინჟინერმა, განაცხადა: „კოსმოსში ამ დროის გატარება დამღუპველია“.ასტრონავტებმა 286 დღე გაატარეს ISS-ის ბორტზე, სანამ სამშაბათს არ ჩამოფრინდნენ. ორივე ასტრონავტი სასწრაფოდ აიყვანეს საკაცეზე და გადაიყვანეს სამედიცინო გამოკვლევაზე. დოქტორმა ჯაკუიშმა ასევე აღნიშნა, რომ უილიამსმა ასევე დაკარგა წონა და ძვლის სიმკვრივე.მან თქვა: ”გრავიტაციის გარეშე, თქვენ ასევე არ შეგიძლიათ საჭმლის მონელება. საკვების მონელების უნარის დაქვეითება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს კუნთების დაქვეითებას და ძვლის სიმკვრივის დაკარგვას“.ექიმმა ჯაკუიშმა თქვა: ”მას აქვს ძალიან თხელი ძვლები. მას შეიძლება მეტი ლოდინი მოუწიოს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად, რადგან ექიმებს სურთ, რომ თავიდან აიცილონ მოტეხილობა ძვლის დაბალი სიმკვრივის გამო“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი დამღლელი იქნება, ის დარწმუნებულია, რომ ორივე ასტრონავტი "შეძლებს სრულ გამოჯანმრთელებას" და, სავარაუდოდ, კოსმოსში დაბრუნებას.

ბოლო სიახლეები