ოთხშაბათი, თებერვალი 12, 2025

როგორი იქნება მთაწმინდის საბაგირო. ფოტოკოლაჟი

საბაგიტოს პროექტი

მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარი მენეჯერის ლაშა დალაქიშვილის თქმით, საბაგიროს მშენებლობაზე ტენდერი ნებართვის მიღებისთანავე გამოცხადდება. მისი თქმით, მშენებლობამდე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო პროცესი იწყება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

მშენებლობის პროცესს დაახლოებით 9 თვე დასჭირდება, ეს დრო საბაგიროს მონტაჟსაც მოიცავს, რომელსაც ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი განახორციელებს. მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა იქნება გამოყოფილი.

“საბაგიროს ხუთი საყრდენი ანძა აქვს და მისი ხელახლა დამონტაჟება მოხდება. უკვე დასრულებულია, როგორც კონსტრუქციული, ისე ხარჯთაღრიცხვის ნაწილის პროექტირება. ამ ეტაპზე სანებართვო პროცედურების განხორციელება იწყება, რათა მშენებლობაზე ნებართვა მივიღოთ და შემდგომ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან, როგორც პროექტის განმახორციელებელისგან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მოხდება. შესყიდვის პროცედურები დაიწყება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მშენებლობის ნებართვას ავიღებთ”, – თქვა ლაშა დალაქიშვილმა.

ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ,,DOPPELMAYR”-ს შორის, მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით, ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა.

მთაწმინდის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს ჩამოწყდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ბევრი ფაქტორი კომპლექსურად უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით, მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ მაღალი დონე შევინარჩუნოთ

ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურები აკეთებენ ყველაფერს, რათა საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე ვიზიტორებისთვის. „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. მინდა, კონკრეტულად მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციას, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში გარემო იყოს უსაფრთხო როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე ჩვენი ვიზიტორებისთვის. ბევრი ფაქტორია, ქვეყანა ვითარდება, ვითარდება სტაბილურად, ეკონომიკური პროგრესი რაც გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესებას. ბევრი ფაქტორი ერთად, კომპლექსურად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა უსაფრთხოების მაღალი დონით. მომავალშიც უნდა განვაგრძოთ ზრუნვა, რომ ეს მაღალი დონე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნებს შორის დავიკავოთ ადგილი

სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, კორუფციის უფრო მეტად შემცირება არის ხელისუფლების ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა. „რაც შეეხება კორუფციის მეტად შემცირებას, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რაზეც არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის პარლამენტის სხდომათა დარბაზში. არა მარტო მისაუბრია, ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის თებერვლიდან დღემდე. კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, კონკრეტული ზომები იქნა მიღებული, რათა შემცირებულიყო ქვეყანაში კორუფციის დონე და კორუფციასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, სწორი მიმართულებით მივდივართ და ჩვენი ამბიციური ამოცანაა, მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც მსოფლიო ქვეყნების სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. სადაც არის პოლიტიკური ნება, იქ შედეგი არის მიღწევადი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი“, – განაცხადა პრემიერმა.

ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთის ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის იმედოვნებს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ალიევი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ბოლო ოთხ წელიწადში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის უსამართლო და არაკეთილსინდისიერი მიდგომების გამო გაუარესდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ცვლილებები ევროპაშიც მოსალოდნელია. „გვახსოვს დრო, როცა პრეზიდენტი ტრამპი იყო შეერთებული შტატების სათავეში და მაშინ ჩვენი ურთიერთობები წარმატებით ვითარდებოდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომის გამო კი ისინი უკიდურესად გაუარესდა. პრეზიდენტთან ჩვენი წინა მუშაობის გამოცდილება ძალიან დადებითი იყო. ველით, რომ ის ოთხი წელი რომელსაც ამერიკა-აზერბაიჯანის ურთიერთობებში დაკარგულ წლებად მივიჩნევ, ისტორიას ჩაბარდება, და ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ევროპელ ლიდერებს შორის ბევრი გაურკვევლობაა. მიზეზი მარტივია, ყველამ ვიცით როგორ ეპყრობოდნენ დონალდ ტრამპს როდესაც ის პრეზიდენტი არ იყო, ყველამ ვიცით ვის უჭერდა მხარს მათი უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებისას, და თუ ჩვენ ეს ვიცით, პრეზიდენტი ჩვენზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, - თქვა ალიევმა.

ირაკლი კობახიძე – არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ინტერესია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა პარტნიორების მხრიდან გაერთიანებულ საამიროებში. „გრძელდება ვიზიტი, დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა დუბაის მმართველთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სადაც ვისაუბრეთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის. აქაც საუბარი გვქონდა ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ განზომილებაზე. ასევე ხაზი გავუსვით მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობას. გვქონდა საუბარი საინვესტიციო პროექტებზე, რომელიც ერთობლივად ხორციელდება და მადლობა გადავუხადეთ ზოგადად, ბატონ ემირს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და თბილი დამოკიდებულებისთვის. ჩვენი ამოცანაა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და იგივე ინტერესი გამოიხატა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ასევე დღეს ვიყავით ჩასული აბუ-დაბი პორტში, სადაც გვქონდა საინტერესო შეხვედრა. გავეცანით პორტის მუშაობას. აქაც გვაქვს ერთობლივი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხორციელდება და ასევე სხვა მიმართულებითაც არსებობს ჩვენს ქვეყანაში ოპერირების ინტერესი. აქაც გამოვთქვით სრული მზადყოფნა, იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას. არაბთა გაერთიანებული საამიროებთან, შესაბამის კომპანიებთან, ინსტიტუციებთან მუშაობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ყველა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერმა.

თეიმურაზ წიქვაძე: ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, უფრო მეტიც, უპასუხა შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი

მინდა განვმარტო დეზინფორმაცია რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა. წინა პროცესზე ბატონმა ბრალდებულმა განმარტა, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი არ პასუხობდა გარკვეულ შეკითხვებს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას. ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა დასმულ შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. უ ფრო მეტიც, წიქვაძის თქმით, ივანიშვილმა უპასუხა ისეთ შეკითხვებსაც, რომლებიც განსახილველ საქმესთან შემხებლობაში არ იყო, სწორედ იმ მიზნით, რომ ვინმეს არ ეთქვა, თითქოს დაზარალებული მხარე რომელიმე კითხვას თავს არიდებს. „მინდა განვმარტო საზოგადოებისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამომწურავად უპასუხა, როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარის ყველა შეკითხვას, რაც მათ გააჩნდათ. უფრო მეტიც, უპასუხა ისეთ შეკითხვებს, რომელიც თავისი შინაარსით იყო განსარიდებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ არ ჰქონდა შემხებლობა დავის საგანთან, ანუ განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომ ვინმეს არ გაეცხადებინა, რომ რაიმეს თავს ვარიდებთ, ჩვენ, დაზარალებული მხარე. ამიტომ, ის განმარტებები, რაც ბრალდებულმა ამასთან დაკავშირებით გააკეთა იყო სიცრუე.“ - აღნიშნა თეიმურაზ წიქვაძემ.

ბოლო სიახლეები