22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, დედამ ჩვილს ყელის არეში დაზიანება მიაყენა და მის მოშორებას აპირებდა.
საბედნიეროდ, მედიკოსებმა ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ახალშობილსა და დედას დახმარება აღმოუჩინეს.
„გაკეთდა უნიკალური ოპერაცია, პროგრესი არის, თუმცა ბავშვის მდგომარეობა ისევ მძიმეა, არავის ეგონა თუ მისი გადარჩენა მოხდებოდა. მას მკურნალობენ მოწვეული ექიმებიც, კონსილიუმი იყო მოწვეული, იაშვილის კლინიკიდან ჩამოვიდნენ მედიკოსები.
ახალშობილს დასჭირდება პლასტიკური ჩარევა და სხვა ოპერაციებიც…“,- ამბობს „მთავართან“ სატელეფონო საუბარში უნგიაძე.

