პარასკევი, ივლისი 4, 2025

რობერტო მონტელა – შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები ან ღირსეულები და უღირსები, არიან თანასწორი ქვეყნები

ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია, ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები, ეს ორგანიზაცია შეიქმნა მტრებს შორის, ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. საქმე გვაქვს ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ამ ორგანიზაციაში ქვეყნების გაძევების ტექნიკური ინსტრუმენტები არ არსებობს, ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები

„ბევრი დისკუსიაა ამ ორგანიზაციის ბუნებაზე. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩემი სიტყვა უნდა დავამატო. შესაძლოა, ეს არაპოპულარული სიტყვები იყოს, თუმცა, ტენდენციიის გაყოლის ნაცვლად, მე, როგორც გენერალურმა მდივანმა, წარმოდგენა უნდა შევქმნა, რა ტიპის ორგანიზაცია ვართ. ეუთო არ არის თანამოაზრეების ორგანიზაცია. ჩვენ არ ვართ ნატო, არ ვართ მოკავშირეები. ეს ორგანიზაცია შეიქმნა ქვეყნებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ პრობლემები 1975 წელს. ჩვენ გვაქვს საქმე ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ უთანხმოებები, ქვეყნებთან, რომლებმაც დაარღვიეს ჰელსინკის მთელი დასკვნითი აქტი. ამ ორგანიზაციაში ჩვენ არ გვაქვს ტექნიკურად ინსტრუმენტები, რომ გავაძევოთ ქვეყნები, არ გვქონდეს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომლებიც არღვევენ ვალდებულბებს. მე არ ვსაუბრობ იმ ერთ ქვყანაზე, რომელზეც ყველამ გავიფიქრეთ. მე ვსაუბრობ სხვა ქვეყნებზე, რომლებიც არღვევენ ეუთო-ს ვალდებულებებს. ასეთი კი ბევრია. ჩვენ თუ ვიქნებოდით ჩართული მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომელთა მიერ ვალდებულებების შესრულება უნაკლოა, ვიქნებოდით როგორც იტალიურ სიმღერაშია – „ოთხი მეგობარი ბარში“. ჩვენ ვიქნებოდით ოთხი ან ხუთი ქვეყანა, თუ ვიტყოდით, რომ მხოლოდ უნაკლო რეპუტაციის მქონე ქვეყნებს შეუძლიათ აქ მონაწილეობა. გამიგია, რომ მასწავლებელი როდესაც ხედავს მოსწავლის ცუდ ქცევას, ხმა უნდა ამოიღოს. აქ მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ღირსეულები და უღირსები. არიან მონაწილე ქვეყნები, ყველა თანსწორი, რომელთაგან ზოგიერთი ჰელსინკის დასკვნითი აქტის დიდი, დრამატული, აღმაშფოთებელი დარღვევით გამოირჩევა და საჭიროა მათი გაკიცხვა. არიან სხვები, რომლებიც უკეთ მოქმედებენ“, – აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასმაბლეის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ინსტრუმენტები, რომლებიც ორგანიზაციას აქვს, არის – საუბარი, ჩართულობა და სწორედ ეს გახლავ ორგანიზაციის მანდატი.

„ინსტრუმენტები, რაც ხელთ გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ, ჩართულები ვართ, ეს არის ჩვენი მანდატი. ვინმე რამეს არასწორად თუ აკეთებს, ჩვენ უნდა წავიდეთ და ვთქვათ: ჰეი, შენ არასწორად იქცევი. ჩვენ ეს უნდა შევასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და მანდატი. და – დიალოგი. ვიცი, ეს არ არის ძალიან პოპულარული სიტყვა და, რა თქმა უნდა, ამ დიალოგის დრო უნდა იყოს განხილული, თუმცა ის გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში. ჩვენ თუ ამას არ ვაკეთებთ, მაშინ ეს პლატფორმა არ გვჭირდება. მოდით, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ეუთო-ს სულისკვეთება,  ამ ორგანიზაციაში არ არიან მასწავლებლები და მოსწავლეები“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო

მაღაროელი მირზა ლოლაძე, რომელიც ჭიათურაში მე-16 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.მათივე ცნობით, მირზა ლოლაძემ მეორე დღეა მშრალი შიმშილობა დაიწყო.ცნობისთვის, მირზა ლოლაძესთან ერთად, მშრალ შიმშილობაზეა ტარიელ მაქაცაძეც, რომელიც ასევე, 16 დღეა შიმშილობს. ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა. გარდა ამისა, მაღაროელები ღირსეულ შრომის პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ.

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს და თეირანთან კავშირს წყვეტს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ირანიდან ინსპექტორები გაჰყავს, რითაც წყვეტს კავშირს სააგენტოსა და თეირანს შორის.ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორების ჯგუფმა ირანი დღეს დატოვა, ისინი ვენაში ბრუნდებიან.მანამდე, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს.

რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდის გამოიდარებს ქვეყანაში – „ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს…”

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ყველგან წვიმს და ჰაერის ტემპერატურამაც საგრძნობლად იკლო.„პრაიმტაიმი“ მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში, განმარტა თუ რატომ გვაქვს ცივი ზაფხული და როდემდე გასტანს ცივი დღეები.„ევროპის ტერიტორიაზე ამჟამად ვრცელდება, აფრიკული ანტიციკლონი, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, ცალკეულ ტერიტორიაზე (იტალია, საფრანგეთი) 45 გრადუსს აღწევს და ამ პერიოდისთვის, ასეთი ტემპერატურა ნორმალურია, კლიმატის შეცვლის ფონზე. აქვე ისმის კითხვა თუ რა ხდება საქართველოში, როდესაც ირგვლივ ცხელა. ჩვენთან გავლენა აქვს ღრმა ციკლონს, რომელიც შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთშია მდგრადად მდგარი, და იქიდან წამოსულ ჰაერის მასებს ვკვებავთ, ვტენით და შედარებით შედარებით გრილი ამინდები გვაქვს. სტატისტიკურად თუ შევადარებთ, ეს პერიოდი ზუსტად ედრება სექტემბრის ბოლოს 20-21 გრადუსს, როცა უკვე ზაფხული გადასულია, თუმცა წლევანდელი ზაფხული ნამდვილად მოვა და არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთას.4-5 ივლისს საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება, ზოგან სეტყვა და ტემპერატურა, 20-25, გრადუსი იქნება.6 ივლისიდან, საქართველოში გამოიდარებს, იქნება მზიანი დღეები. ამიტომ 7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება. ზაფხულის მაქსიმალური ტემპერატურა, 40 გრადუსი, ივლისის ბოლო მეასამე დეკადაში დაფიქსირდება. 40 გრადუსი ნორმაა ამინდის თვალსაზრისით, კი ეშინიათ ამის გაგონების, მაგრამ ეს ნორმაა, აი 43 გრადუსი თუ იქნება, აი, ეს იქნება არანორმალური.ამიტომ, წელს, ზაფხული ნამდვილად გამოვა, ნორმის ფარგლებში და ცოტა ნორმაზე ცოტა უფრო ცხელი“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ კობა ფარტენაძე.

ივანე მაჭავარიანი – გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები – მე განუმარტე, რაც რეალობა იყო, ჩემთვის ეს მოვლენა უცნობი იყო – ამის შესახებ...

გენერალურ პროკურატურაში ფინანსთა ყოფილი მინისტრის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ივანე მაჭავარიანმა უწყება უკვე დატოვა. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ივანე მაჭავარიანმა პროკურატურა დატოვა, მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.მაჭავარიანი ამბობს, რომ მას გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმას ეხება, ინფორმაცია არ ჰქონდა. მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ, მედიით გაიგო."ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვაზე იყო კითხვები. განვუმარტე, რაც იყო რეალობა. ამის შესახებ გავიგე ტელევიზიებით მას შემდეგ, რაც ეს საკითხი გააქტიურდა. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა. გავიგე, რაც მედიაში გაჩნდა ახლა, რამდენიმე კვირის წინ," - ამბობს ივანე მაჭავარიანი.პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის,უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, რომლის ერთ ერთი ეპიზოდია 2019 წელს, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნა.

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს

სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით ავრცელებს.ადვოკატის ინფორმაციით, ჩახალიანი საგამოძიებო კომიტეტის შენობაში იმყოფება.როგორც სომხური მედია წერს, ვაჰაგნ ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში. ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო. ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ვაჰაგნ ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს ამნისტიით დატოვა.

ბოლო სიახლეები