საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.
„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.