ორშაბათი, მარტი 3, 2025

რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს აშშ-ში „რეჟიმის ცვლილება სურს“

სპეციალურ მისიებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი აცხადებს, რომ კაია კალასს ამერიკაში „რეჟიმის ცვლილება სურს“.

ამის შესახებ რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

ამგვარად გრენელი გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თავისუფალ მსოფლიოს ახალი ლიდერი სჭირდება.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის კამათის შემდეგ, კაია კალასმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაწერა: „დღეს ნათელი გახდა, რომ თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება“.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარხვის დაწყებისთანავე ისევ აქტუალური ხდება კითხვა: უნდა იმარხულოს თუ არა ბავშვმა

რა ასაკიდან უნდა შეინახონ ბავშვებმა მარხვა, როდის უნდა თქვან აღსარება, როგორ უნდა მოემზადონ ისინი ზიარებისთვის. ამის შესახებ საუბრობს დეკანოზი საბა (ბიგაშვილი).– მარხვა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის უფალმა დაგვიდო მცნებად და, რაც მთავარია, ადამიანი მარხვით განიწმიდება ცოდვებისგან. მარხვა არის იარაღი, რომელსაც ცოდვებთან, ვნებებთან საბრძოლველად ვიყენებთ. როგორც სულიერი მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერი წვრთნაა ადამიანისთვის, რათა მან განავითაროს საკუთარი სულიერი ძალები. ადამიანისთვის აუცილებელია, დაიცვას ზნეობრივი წესები, ათი მცნება, რჯული, მარხვა, აკეთოს სათნო საქმეები და ეს აუცილებლად მიიყვანს მას უფალთან. თუმცა, მთავარი ქვაკუთხედი ქრისტიანისთვის არის სიყვარული და მარხვაც სიყვარულითა და სინანულით უნდა იყოს აღსრულებული. ადამიანი, შეიძლება, მარხულობდეს, უარს ამბობდეს სხვადასხვა კერძზე, მაგრამ მისი სულიერება ამ ყველაფრისგან შორს იყოს: უყუროს ისეთ სანახაობებს, რომელთა ყურება არ შეიძლება, იაროს გასართობ საღამოებზე, ჩაიძიროს თავის ფიქრებში, ბოროტ, ბილწ გულისთქმაში... როდესაც ადამიანი ინახავს მარხვას, ის ამით ნებისყოფას გამოიმუშავებს და რაღაცაზე უარის თქმას სწავლობს. მართალია, ძალიან რთულია, როდესაც ადამიანი უარს ამბობს იმაზე, რაც გულით უნდა, რაზეც მიჯაჭვული იყო, მაგრამ ეს მისთვის სულიერი ვარჯიშია, ამ დროს ის იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას და ეს მას ყველა სურვილზე, გრძნობებსა და მიდრეკილებებზე მაღლა აყენებს. ის არა მხოლოდ გრძნობებით ხელმძღვანელობს, გონების ძალებსაც ავლენს და ამით თოკავს საკუთარ თავს, უარს ამბობს გარკვეულ სიამოვნებებზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანისთვის შეიქმნა მუცელი და არა ადამიანი შეიქმნა მუცლისთვის და ჩვენ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. ასეთ დროს ადამიანი ნელ-ნელა ხდება ქრისტიანი.– მამაო, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა?– ყველა წმიდა მამა, გამოცდილი მოძღვარი, წმიდანი და საეკლესიო პრაქტიკა ერთ რამეს გვასწავლის: ბავშვებთან მიმართებაშიც ზომიერების დაცვაა საჭირო. ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ ბავშვებს მარხვის შენახვა, ზიარება, იმის აღსრულება, რაც ჯერ არ შეუძლიათ, თუმცა, მათთვის ამ ყველაფრის არმოთხოვნაც არ გვეპატიება, რადგან შემდეგში ამას თავად უფალი მოგვკითხავს. უფალი ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავს არ აბარებს – როდესაც გვყავს ოჯახი, შვილები, ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, შვილების, ოჯახის წევრების ქცევასა და, ცხოვრებაზეც ვაგებთ პასუხს და ჩვენი მხრიდან გულგრილობა არ იქნება სწორი. მათდამი უსიყვარულობა და გულგრილობაა, როდესაც ყრმობიდანვე არ ჩავუნერგავთ მათ უფლის შიშს, სიყვარულს, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს არა ძალდატანებით, არამედ პირადი მაგალითის საფუძველზე. ჩვენ თუ ვიქნებით სამაგალითო მშობლები, ბავშვები ამას დაინახავენ და შეითვისებენ. თუმცა, შეიძლება, ბავშვს მცირედი დოზით ვაიძულოთ, შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას, უფლის მცნებების აღსრულებას, ოღონდ, ზედმეტად არ უნდა მოვთხოვოთ ის, რისი აღსრულებაც არ შეუძლია და არ უნდა დავაბრკოლოთ, არ უნდა ავკიდოთ ის ტვირთი, რომელსაც ვერ ზიდავს, რადგან ამით, შეიძლება, მას ბავშვობიდან დავუკარგოთ უფლის შიში და სიყვარული, ანუ, ბავშვს სულიერი საზრდო აუცილებლად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ, ზომიერად, პირადი დაკვირვებით, რომ მან ეს ყველაფერი მიიღოს და არ გააკეთოს მექანიკურად, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მშობლები აძალებენ. მის მოქმედებას სულიერი მდგომარეობა, იმის გაცნობიერება უნდა ახლდეს, თუ რატომ და რისთვის იქცევა ასე. თუ ჩვენ ბავშვს ძალას დავატანთ, ილოცოს და იმარხულოს, ის ამას ჩვენ გამო შეასრულებს, მაგრამ, როდესაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი ამას აღარ გააკეთებს, ან, გააკეთებს ზერელედ და ამით საკუთარ თავს ვნებს. როდესაც გაიზრდება და არჩევნის საშუალება ექნება, შეიძლება, მან ძალიან ცუდი არჩევანი გააკეთოს, რადგან მანამდე ყველაფერი ძალდატანებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა და ამით მას უფლის მცნებების მიმართ, შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება და პროტესტი ჩამოუყალიბდეს.რაც შეეხება იმას, თუ რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვის შენახვა, ამაზე კონკრეტული სწავლება კანონის სახით არ არსებობს. თუმცა, არსებობს წმიდა მამების სწავლება იმის შესახებ, თუ რამდენი წლიდან უნდა ჩააბაროს ბავშვმა აღსარება. 2-3-4, თუნდაც, 6 წლის ბავშვს მარხვის დაცვა არ ევალება. არსებობს წმიდა მამის, ტიმოთე ალექსანდრიელის 68 კანონი, სადაც წერია, რომ ბავშვს ეკლესიური ცხოვრება მოეთხოვება და ის უფლისგან განიკითხება სულიერი მოწიფულობის მიხედვით. ბავშვი თუ არის 8-10 წლის და ის მოწიფულია რელიგიურად და შემეცნების, აღქმის უნარი გააჩნია, შეუძლია, აღსარება ჩააბაროს. 2, 3, თუნდაც 5 წლის ბავშვმა როგორ უნდა გააცნობიეროს სინანულის საიდუმლო, რომლის გაცნობიერება ჩვენც კი გვიჭირს და ხშირად სწორად ვერ ვიგებთ მის სწორ არსს?! ამიტომ, როგორ უნდა მოვთხოვოთ 3-4 წლის ბავშვს აღსარების თქმა, რომელიც თავის მხრივ უმწიკვლო, უბიწოა, არ არის ცოდვით შესრულებული?! ეს იქნება მიუღებელი და ბავშვს ამ ყველაფრისადმი არასწორი მიდგომა ჩამოუყალიბდება. თუმცა, 8-10 წლიდან ბავშვი უნდა შეეჩვიოს აღსარების თქმას, მარხვის დაცვას, მაგრამ ეს მისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს და, შესაბამისად, მიდგომაც ინდივიდუალური უნდა იყოს. მან იმ შემთხვევაში უნდა იმარხულოს, თუ ეს მის ძალებს არ აღემატება, უნდა იმარხულოს, მაგრამ, არა ისე, როგორც მისი მშობლები მარხულობენ – შეიძლება, დიდმარხვაში მხოლოდ ოთხშაბათი-პარასკევი დაიცვას, ან, ის მძიმე დღეები, რომელიც უფლის ჯვარცმას, გაცემას უკავშირდება. მაგრამ, თუ მას აქვს სურვილი, ამ მიმართულებით უფრო მეტი გააკეთოს, ჩვენ შეგვიძლია, მივცეთ კურთხევა, თუმცა, ეს მოძღვრისა და მშობლების მიერ მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული, რომ ბავშვს ზედმეტი არ მოუვიდეს და საკუთარ თავზე დიდი ტვირთი არ აიღოს.– მამაო, აუცილებელია თუ არა ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების ხშირად ზიარება?– იმისთვის, რომ მშობელმა ბავშვი აზიაროს, გარკვეული ასაკი არ არის საჭირო. მაგრამ, ბავშვები, მით უმეტეს ჩვილები, ახლად დაბადებულები, რაც უფრო ხშირად ეზიარებიან, უკეთესია. მშობელს შეუძლია, ყველა დღესასწაულზე, კვირას, ასევე სადაგ დღეებში მიიყვანოს ბავშვი და აზიაროს, ამაზე კარგი არაფერია. კვირა დღეს და დღესასწაულებზე ბევრი ადამიანი დადის წირვაზე. როდესაც ეკლესიაში ბავშვებს აზიარებენ, მშობლებს ისინი გარეთ აღარ გაჰყავთ, ტირიან და მრევლს ხელი ეშლება, მოისმინოს მოძღვრის ქადაგება. ამიტომ, ჯობია, ისინი სადაგ დღეებში წაიყვანონ ეკლესიებში და აზიარონ. როდესაც ბავშვი ხშირად ეზიარება, ის უფლის მადლს ხშირად იღებს, ეჩვევა ამ უდიდეს საიდუმლოში მონაწილეობას და, თუ ეს ყველაფერი იქნება გაკონტროლებული, ზომიერებაში გადატანილი, ის წარმატებული ქრისტიანი გაიზრდება.– ზიარების დროს აუცილებელია, ადამიანი უზმოზე იყოს. ამის დაცვა თუ სჭირდებათ ბავშვებს? რა თქმა უნდა, ჩვილებს არ ვგულისხმობ.– ეს უფრო ზეპირი გადმოცემა, საეკლესიო პრაქტიკაა. საერთოდ, დილით, როდესაც ადამიანი გაიღვიძებს და ადგება, სანამ საკვებს მიიღებს, უნდა ილოცოს, მადლობა უნდა გადაუხადოს უფალს, რომ ღამე მშვიდად გაატარა. თანაც, დამძიმებული კუჭით ადამიანი ისე ვერ ილოცებს, როგორც საჭიროა. ამიტომ, თუ ჩვენ მოგვეთხოვება, რომ საზიარებლად ეკლესიაში უზმოზე მოვიდეთ, ეს მოეთხოვებათ ბავშვებსაც, თუმცა, ამ შემთხვევაში ასაკი გამოყოფილია – 1-2-3 წლის ბავშვებს ამას ვერ მოვთხოვთ, შეიძლება, მათ მიიღონ საკვები და მერე ვაზიაროთ. ან, თუ უფრო მოზრდილ ბავშვს გადასცეს უნებლიეთ წყალი, ამის გამო მას არ დავსჯით უზიარებლობით. ხოლო, რაც შეეხება 8-9-10-12 წლის ბავშვებს, მათ უკვე მოეთხოვებათ, წირვაზე მოვიდნენ უზმოზე და ისე ეზიარონ, რადგან ამ საკითხის გაუბრალოება არ შეიძლება.

როდიდან მოიმატებს ტემპერატურა ქვეყანაში – სინოპტიკოსების პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში  - ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.„საღამოს თოვა განახლდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება თოვლი, აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოინაცვლებს ხვალ დილამდე. გურიაში ნალექი წვიმის სახით იქნება, სანაპიროზეც წვიმაა მოსალოდნელი, იმერეთში, სამეგრელოში, დაბლობ რაიონებში - თოვლჭყაპი. მთიან და მაღალმთიან რაიონებში კვლავ თოვლია მოსალოდნელი.კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დაბლობში -5 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა,  შემდეგ კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, ღამით -1, -4; -1,+4-ის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, დაბლობ რაიონებში +15,16 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +10,12 გრადუსი და მაღალმტიან რაიონებში +8-10 გრადუსი.რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღეს საღამოდან იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, მათ შორის, თბილისშიც, იქნება თოვლჭყაპი.მთიან-მაღალმთიან რაიონებში იქნება თოვლი, კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება თოვლის სახით, ზოგან უნალექო.შიდა ქართლში (გორი, ხაშური, აგარის ტერიტორია) იქნება თოვლი და დაბალი ტემპერატურა -3, -4 გრადუსი. დღისით +5 გრადუსი.რაც შეეხება გუდაურსა და ბაკურიანს, ხვალ დილამდე თოვაა. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება, -13,14 გრადუსამდე, მომდევნო კვირის ბოლოს იქაც მოიმატებს ტემპერატურა“, - ამბობს სინოპტიკოსი.

შალვა პაპუაშვილი – ომის ორი წლის თავზე გაირკვა, რომ ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში პირველი ქვეყანა გამხდარა, თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს

ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა ალბა, თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილმა გაიხსენა საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი.„სანქციებზე და ლიეტუვაზე გამახსენდა. ეს პროვოკაციული პოსტი ლიეტუვის მაშინდელმა ელჩმა 2022 წლის 26 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს დადო. არ დაიზარა, თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების კვების პროდუქტები გადაიღო, „ტვიტერზე“ დადო და დაგვამუნათა, გავაჩეროთ რუსეთის ეკონომიკის დახმარებაო. ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე გაირკვა, რომ, ამასობაში, ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა. თან ისე, რომ ღვინოს არ აწარმოებს. ყველა ალბათ თავად დაფიქრდება, რა არის ამ ისტორიის მორალი“, – წერს პაპუაშვილი.

მაიკ უოლცი – დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარს და სურს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სურს, მოისმინოს უკრაინის პრეზიდენტისგან, ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომ ნანობს ოვალურ კაბინეტში მომხდარ დავას და სურს მშვიდობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ამის შესახებ უოლცმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.მან თქვა, რომ შელაპარაკება ტრამპსა და ზელენსკის შორის აჩვენებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ არის მზად, „ისაუბროს მშვიდობაზე“.„აი, რაშია პრობლემა, დრო არ არის მის მხარეს, დრო არ არის ამ კონფლიქტის, უბრალოდ, მარადიული გაგრძელების მხარეს, ამერიკელი ხალხის მოთმინება არ არის უსაზღვრო, მათი საფულეები არ არის უძირო და ჩვენი საბრძოლო მასალების მარაგი არ არის ამოუწურავი“, – აღნიშნა უოლცმა.მისი განცხადებით, ზელენსკის შეეძლო, პარასკევს დაეტოვებინა თეთრი სახლი „აშშ-სა და უკრაინას შორის ეკონომიკური კავშირით მთელი თაობებისთვის“.„ზელენსკიმ მართლაც გაუწია თავის ქვეყანას ნამდვილი დათვური სამსახური, რადგან ვერ მიაღწია დადებით შედეგს პარასკევს და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება ყველაფერი მომავალში“, – დაამატა ტრამპის მრჩეველმა.უოლცმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრ სახლში სურთ, მოისმინონ ზელენსკისგან, „რომ ის ნანობს მომხდარს, მზადაა, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას მინერალების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“.„არ მგონია, რომ ეს ბევრია. ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც საუკეთესოა ამერიკელი ხალხისთვის, უკრაინელი ხალხისთვის, რუსეთისთვის და მსოფლიოსთვის, რომ აღდგეს სტაბილურობა“, – განაცხადა მან.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, 3 და 8 მარტისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ორი მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად - დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. უდიდესი სიხარულითა და სიამაყით ვდგავარ თქვენ წინაშე, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, რათა ერთად ვცეთ პატივი ქალების ფასდაუდებელ ღვაწლს და დედების უპირობო სიყვარულს. უპირველეს ყოვლისა, გაზაფხულის დღესასწაულები მინდა მივულოცო ღონისძიების მონაწილე დედებს. თქვენ ხართ ჩვენი ოჯახებისა და საზოგადოების გული და სული. თქვენი ძალა, გამძლეობა და უსაზღვრო სიყვარული აყალიბებს გარშემომყოფთა ცხოვრებას. დღეს აღვნიშნავთ თქვენს მიღწევებს და გამოვხატავთ გულწრფელ მადლიერებას ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მოდი, მივიღოთ ერთიანობისა და მხარდაჭერის ეს მომენტი, ვაღიაროთ, რომ ერთად შევძლებთ შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ქალი და ბავშვი იგრძნობს თავს დაცულად, დაფასებულად, იგრძნობს სიყვარულს. გმადლობთ ყველას, რომ დღეს აქ ხართ“, - ასე მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნაზი კუციავამ სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უნივერსიტეტში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების - „გაზაფხულის დღესასწაულები“, ციკლი დაიწყო.„გაზაფხულის დღესასწაულების“ ფარგლებში, პირველი ღონისძიება სტუ-ის ქალთა ასოციაციამ საუნივერსიტეტო სახალხო თეატრ-სტუდიაში „მოდინახე“ გამართა. სტუდენტი, მოყვარული მსახიობები დამსწრე საზოგადოების წინაშე სპექტაკლით - „ექვსი კი და ერთი არა“ წარდგნენ.სტუ-ის ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ყოველ წელს ტარდება. როგორც პროფესორმა ნაზი კუციავამ აღნიშნა, საქველმოქმედო ღონისძიება მიმართულია უნივერსიტეტის მეცნიერ, პედაგოგ და სტუდენტ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალთა მხარდაჭერისკენ, რაც მათთვის დასამახსოვრებელი და თბილად მოსაგონარია წელიწადის ამ განსაკუთრებულ დროს.„ღონისძიებათა ციკლი - გაზაფხულის დღესასწაულები, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან დღეებს, როგორიცაა დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე. რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მას. ეს არის ღონისძიებათა ციკლი, რომლითაც პატივს მივაგებთ ქალთა მიღწევებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ვიფიქროთ იმ პროგრესზე, რომელსაც მივაღწიეთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ეს დღეები გვახსენებს გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველის. მინდა მივმართო საქართველოს მომავალს, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებს. თქვენ ჩვენი მომავალი ხართ - ხვალინდელი დღის იმედი და ოცნებები. თქვენი წარმატება და ახალგაზრდული ხალისი უსაზღვროდ ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას. როდესაც აღვნიშნავთ დედის დღეს, ასევე, აღვნიშნავთ თქვენი მომავალი ბედნიერების დღეებს, წლებს, იმ პოტენციალს, რომელიც თითოეულ თქვენგანშია. გილოცავთ დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღეს! წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ნაზი კუციავამ.სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაცია, გაზაფხულის დღესასწაულების ფარგლებში, რექტორის მხარდაჭერით, კიდევ რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.

ბოლო სიახლეები