მომღერალმა რიანამ კომპანია Snap Inc-ის აქციები დაუგდო, რომელმაც აპლიკაცია Snapchat-ში განათავსა “ხუმრობა”, სადაც რიანას სცემას სთავაზობს მომხმარებლებს.
აპლიკაცია Snapchat-მა რიანაზე ძალადობის წამახალისებელი “ხუმრობის” შემდეგ ერთი მილიარდი დოლარი დაკარგა. კომპანიის მობილური თამაშის Would You Rather რეკლამაზე, ეწერა: “რომელს აირჩევდით, რიანასთვის სილის გაწნას, თუ კრის ბრაუნისთვის მუშტის დარტყმას?”.
სოციალურ მედიაში გავრცელებული კრიტიკის შემდეგ, Snapchat-მა ბოდიში მოიხადა და რეკლამა მოხსნა, თუმცა მომღერალმა ბოდიში არ მიიღო და მათ ქმედებას სამარცხვინო უწოდა.
2009 წელს, კრის ბრაუნმა რიანა ავტომობილში სცემა, ამ დროს კი მათ რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდათ.