რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთის მონაწილეობის გარეშე სამშვიდობო გეგმები არანაირ შედეგს არ მოიტანს

Read Time:27 Second

სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ მოიტანს, – „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავიდან უნდა იქნას არიდებული ყველა ნაბიჯი, რაც კონფლიქტის ესკალაციას ან მის გაფართოებას გამოიწვევს.

„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს მხარდაჭერის გამოხატვით, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ გამოიღებს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ანკარა მიიჩნევს, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ყველა ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე გაავრცელებს, თუმცა თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ამაში რას გულისხმობდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას
Next post „ოსკარის“ 2024 წლის გამარჯვებულები დასახელდნენ