ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს

რესტორანი „ქვევრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად – მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს…
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა.

თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები, ან ადამიანები, ვინც დახმარებას ელიან  – გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში. მადლობას გიხდით დაფასებისთვის!“ – წერს რესტორნის ადმინისტრაცია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ანა წითლიძე – ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდათ ნიკა გილაურს, პალიკო კუბლაშვილს

ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ამ ერთობაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა? –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.კითხვაზე, რატომ არ თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე, რომ იქმნება კოალიცია ივანიშვილის ხელდასმით, ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით პარტიის დასასუსტებლად, ანა წითლიძემ უპასუხა, რომ „ეს იყო შეცდომა“.„ეს კითხვა ჩემთან არ არის, რადგან მე, მათ შორის, საჯაროდ კამპანიას განმავლობაში ამაზე ვწერდი და ვსვამდი კითხვებს გილაურთან დაკავშირებით. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი საკითხზე მანამდეც უნდა ყოფილიყო მკაფიო, თუნდაც საარჩევნოდ. მიშა, ჩემგან განსხვავებით, დიდსულოვანია და შეუძლია, ბევრ მოღალატეს აპატიოს, მათ შორის, თუ ნახავს რესურსს, რომ ეს ადამიანები ამას გადააფასებენ. მე მგონია, რომ ადამიანებს, ყველას, უნდა ჰქონდეს შანსი და ამ ერთობაში ყველას უნდა ჰქონდეს შანსი. არ ვამბობ, რომ ვინმე უშეცდომო იყო, უბრალოდ ვინ – მეტად, ვინ – ნაკლებად. „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰქონია შეცდომები, მაგრამ „ნაციონალური  მოძრაობა“ ბიძინას ფულზე არასდროს არ შემჯდარა. ერთობაზე როდესაც ვსაუბრობთ, არავისთან არ მაქვს წითელი ხაზი, მაგრამ კონკრეტულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს, რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს, როგორ მოხდა 13 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ადამიანების გაყვანა, რაც კულუარებში ყველამ იცის? ამას პასუხები საჯაროდ უნდა გაეცეს. სხვა შემთხვევაში ნებისმიერი ერთობა იქნება სიყალბე და ვერცერთი ერთობა ვერ იქნება მყარი და ეფექტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ადამიანმა თუ აღიარა შეცდომა და თქვა, რომ რაღაცაში შეცდა – ასეთ ადამიანს უნდა მიეცეს გადაფასების შესაძლებლობა და მეორე შანსი. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს კულუარებში და დამალულად. ვიდრე პოლიტიკური პროცესი კულუარებიდან გარეთ არ გამოვა და საჯარო არ გახდება, ყოველთვის იქნება გაუგებრობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ირაკლი კობახიძე – ხაზარაძე-ჯაფარიძე ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, არ გამოსდით ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი სპეკულანტები, უცხოელი აგენტები არიან, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან უცხოელი აგენტები და მოქმედებენ დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბობ მეიერთან ხელშეკრულების გაფორმებას შეეხებოდა.ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში და ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას, თუმცა არ გამოსდით, რაც ძალიან კარგია.„ამხელა საქმე წამოიწყეს არბიტრაჟში და ეს საქმე წააგეს. აქედანაც ჩანს და შემდეგ არც რცხვენიათ, რომ კიდევ აგრძელებენ ამ თემებზე საუბარს. რეალურად, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. არიან ჩვეულებრივი უცხოელი აგენტები და მოქმედებენ ყველგან დავალებების შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (უზბეკეთი) დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის (უზბეკეთის რესპუბლიკა) დელეგაციას შეხვდა და ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, მიმდინარე წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უზბეკური უნივერსიტეტის 30-კაციანი დელეგაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პროფესიული განვითარებისა და სტაჟირების მიზნით ეწვია.ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ გახსნა, ესწრებოდნენ სტუ-ის სამშენებლო, ენერგეტიკის, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების, აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების დეკანის მოადგილეები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ასევე, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და თანამშრომლები.თამარ ლომინაძემ სტუმრებს რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის საუკეთესო სურვილები გადასცა და მისი სახელით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობა უსურვა.ვიცე-რექტორმა უზბეკ კოლეგებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები და კვლევითი პრიორიტეტები გააცნო; ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან და უმსხვილეს სამეცნიერო ორგანიზაციებთან სტუ-ის მეცნიერთა მრავალწლიანი წარმატებული კოლაბოლაციის, გლობალურ სამეცნიერო ექსპერიმენტებში აქტიური ჩართულობის შესახებ.თამარ ლომინაძის თქმით, ერთობლივი კვლევითი ინიციატივების შემუშავება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ყარშის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, გააძლიერებს ორივე ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო-სამეცნიერო საქმიანობას და ახალ შესაძლებლობებს მისცემს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტებს, პედაგოგებსა და მკვლევრებს. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეები უზბეკ კოლეგებს ერთი თვის განმავლობაში გააცნობენ სტუ-ის შვიდ ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს, თანამედროვე კვლევით მეთოდებს, ჩართავენ მათ ლაბორატორიულ, თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებში, მოდერაციას გაუწევენ შეხვედრებს სტუდენტებთან და მკვლევრებთან, გააცნობენ სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა მიღწევებს. თავის მხრივ, უზბეკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს ყარშის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით გამოცდილებას, ასევე სამეცნიერო წარმატებას გაუზიარებენ.სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა პარტნიორობის გაფართოების შესახებ სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობზე მოსაზრებები შეაჯერეს.

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, ბულგარეთის რესპუბლიკის პორტიდან (BURGAS) შემოვიდა, ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავი გემი -  ,,HISTORIA DIONE".აღნიშნული გემი, თანმხლები დოკუმენტაციის თანახმად, დატვირთული იყო 30 ათას ტონამდე, ტრანზიტის პროცედურაში მოქცევისთვის (მიმღები სომხეთის რესპუბლიკა) განკუთვნილი ბენზინის საწვავით, ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან (უწყება თავს იკავებს კომპანიის სახელწოდების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები.ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა (საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის – OFAC-ის მეშვეობით) გასცა ლიცენზია, რომელიც გარკვეულ კონტრაქტორებს საშუალებას აძლევს დაასრულონ ტრანზაქციები კომპანია ,,LUKOIL"-თან მიმართებით.ამასთან,  ლიცენზიის მიხედვით, ოპერაციების დასრულების ვადად დასახელდა 2025 წლის 21 ნოემბერი.აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.

ფილიპინებში ტაიფუნმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

ტაიფუნ „კალმაეგის“, რომელიც ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ კუნძულ სებუზე, სადაც 49 ადამიანი დაიღუპა, ქალაქები დაიტბორა. ამ დროისთვის, 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.ტაიფუნი ხმელეთზე მოხვედრის შემდეგ შესუსტდა, თუმცა 80 130 კმ/სთ მეტი სიჩქარის ქარი კვლავ შენარჩუნდა.პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათისთვის ტაიფუნი ვისაიასის კუნძულების რეგიონში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადავა.

ბოლო სიახლეები