შაბათი, აგვისტო 29, 2026

რეიჰანე ჯაბარი: დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ

რეიჰანე ჯაბარი – 7 წელი გაატარა ევინის ციხეში, ჩამოახრჩვეს მოძალადის მკვლელობის გამო 26 წლის ასაკში.

მისი ბოლო ხმოვანი წერილი: “დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, როგორც კი განაჩენს აღასრულებენ, წაიღონ ჩემი თვალები, გული, ძვლები, ყველაფერი რაც გადარჩება და მისცენ მათ ტრანსპლანტაციისთვის, ვისაც ეს სჭირდება. მან, ვინც ჩემს თვალებს მიიღებს, ვინც ჩემს გულს მიიღებს, არ მინდა, რომ რაიმე იცოდეს ჩემ შესახებ, უბრალოდ იყოს საჩუქარი ჩემგან. არც ყვავილები მინდა მათგან,არც ლოცვა.
არ მინდა, რომ გქონდეს ჩემი საფლავი, სადაც მოხვალ შავი კაბით და დამიტირებ. გთხოვ, ქარს გამაყოლე..
და ნუ იტირებ, ძვირფასო დედა!“

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა

ნეპალში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ნეპალის პოლიციაში ადასტურებენ.მათივე ცნობით, სულ მცირე, 41 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან მასშტაბურმა წყალდიდობამ ნეპალში სახლები, გზები, ხიდები და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა დააზიანა.ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა.

მიხეილ ყაველაშვილი – ვულოცავ ყველა სტუდენტს, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს

ვულოცავ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ყველა სტუდენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება – ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის.განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში.ახალგაზრდული ენერგია და ხმა, თქვენგან წამოსული ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები