კვირა, ივნისი 15, 2025

რეზო კიკნაძე – მერაბ დვალიშვილს მივმართავ, მას „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო: ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით – ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს

მას [მერაბ დვალიშვილს] „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო – ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, – ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს.

როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს.

„მერაბ დვალიშვილს მივმართავ – მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ – ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, – განაცხადა რეზო კიკნაძემ.

ცნობისთვის, UFC-ის ქართველ მებრძოლს მერაბ დვალიშვილს, როდესაც მან UFC-ის საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა, აქციების დროს დაკავებულმა რეზო კიკნაძემ გამარჯვება სასამართლო სხდომათა დარბაზიდან მიულოცა, ხოლო როცა დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა, პრესკონფერენციაზე მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მხარდაჭერის გამოსახატავად მივიდოდა თუ არა რეზო კიკნაძის პროცესზე, დვალიშვილმა უპასუხა, რომ ის სპორტსმენია და თავის საქმეს აკეთებს.”მე სპორტსმენი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კარგი ადვოკატია და თქვენც ახალგაზრდები, გააკეთებთ იმას, რაც გასაკეთებელია, რომ მაგ ახალგაზრდას დაეხმაროთ. ამხელა მისია მაქვს აღებული, რომ ვაჩვენო ჩემი საქართველო და ჩემი საქმე გავაკეთო, რაც ვიცი. ხომ იცით, “პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო”. ყველა პატიმარს თავისუფლებას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!!-რამაზ დავლაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა – 26 მაისის ქუჩაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო 3 ბავშვი. გარდაცვლილებს შორის 4 ადამიანი რამაზ დავლაძის ოჯახის წევრი იყო, მან მომხდარი ტრაგედიის დროს მეუღლე, ორი შვილი და ძმა დაკარგა.10 ივნისს სოციალურ ქსელში რამაზ დავლაძემ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც პირველ შვილს ვერ შესრულებული 13 წლის იუბილე მიულოცა. როგორც რამაზი სოციალურ ქსელში წერს „ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა“.„ყველაზე რთული, ძნელი და აუტანელი გზა შვილების სასაფლაოებისკენ მიმავალი გზაა. რამდენს უძლებ ადამიანო!!! ღმერთო ყველა დაიფარე ასეთი განსაცდელისგან. ვერ შესრულებული 13 წელი! შენ გენაცვალე ჩემო ტასუნა! ჩემო პირველო მერცხალო!“, – წერს რამაზ დავლაძე.

დონალდ ტრამპი – ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი

ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.„აშშ-ს არაფერი საერთო არ ჰქონია დღეს ღამით, ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან. თუ ირანი რაიმე ფორმით თავს დაგვესხმება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა თქვენსკენ გამოემართება, ისეთ დონეზე, როგორიც აქამდე არ გინახავთ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია, მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!”,- წერს დონალდ ტრამპი.

10 დაღუპული და 200-მდე დაშავებული, მაშველები დაბომბილ შენობებში ადამიანებს ისევ ეძებენ – ბოლო ცნობები ისრაელიდან

ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 200 კი დაშავდა; მაშველები დაბომბილ შენობებში 20-მდე დაკარგულის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.ბატ იამში შენობა დაიბომბა, ექვსი ადამიანი დაიღუპა ტამრას ჩრდილოეთით მდებარე ქალაქზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.გავრცელებული ცნობით, წუხელ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და საწვავის საწყობები დაბომბეს.

თურქული მედია – რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა ანკარას მზადყოფნა, ყველაფერი გააკეთოს ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის უკონტროლო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.როგორც თურქული მედია წერს, ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას ისრაელ-ირანის კონფლიქტი და რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს.ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ყურადღებით აკვირდება ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობას და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს დავის მოგვარების „ერთადერთ გზად“ მიიჩნევს.თურქეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პოზიციას, რომ საკითხის მოსაგვარებლად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო, ისრაელის საჰაერო ძალები კი, ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ

ირანმა ისრაელის მიმართულებით ახალი შეტევა დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თქვენ უნდა შეხვიდეთ დაცულ ტერიტორიებზე და იქ დარჩეთ შემდგომ შეტყობინებამდე”,- აღნიშნულია განცხადებაში.ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად თეირანში სამხედრო ობიექტებს უტევენ.ამასთან, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით 100 რაკეტა გაისროლეს.

ბოლო სიახლეები