ჰაიდელბერგში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაძიუდოში რევაზ ჩიკოიძემ (J2, +95 კგ) ყველა მეტოქე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს კარიერაში მეოთხედ დაეუფლა. ფინალში მან თანამემამულე ზვიად გოგოჭურს სძლია.
ჰაიდელბერგში საქართველოს ნაკრებისთვის ეს უკვე მესამე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი ჩვენმა გუნდმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლო.
დღეს, 15 აგვისტოს კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ზურაბ ზურაბიანი (J2, -70 კგ), ინა ქალდანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

