ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე

რუსთავში, რვა წლის წინათ, ერთ ოჯახში, წელიწადისა და ოთხი თვის განმავლობაში ხატებს მირონი სდიოდათ.

78-მა მირონმდინარე ხატმა ბევრი სასწაული მოახდინა. ადამიანები კომიდან გამოვიდნენ, უშვილო დედებს შვილები მიეცათ, სმენადაქვეითებულთ – სმენა აღუდგათ, ბავშვები თუ დიდები ეტლებიდან წამოდგენენ, ლეიკემიით დაავადებული ბავშვები განიკურნენ… მირონს ადგილზეც ისვამდენენ და თან მიჰქონდათ.

ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია – ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, – აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ,- ამბობს ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე.

მისივე თქმით,  ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.

სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვის სხვა­დას­ხვა წესი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, იე­რუ­სა­ლიმ­ში ხა­ტე­ბი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ არ იკურ­თხე­ბა, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი წმინ­და მი­წაა და იქ ხა­ტე­ბი თვით უფ­ლის მიერ იკურ­თხე­ბა. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ში, ხატს, შექ­მნის შემ­დეგ, ორ­მო­ცი დღით სა­კურ­თხე­ველ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და შემ­დეგ, ხატი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვა ხდე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ხატ­თა კურ­თხე­ვის ლოც­ვის წარ­მოთ­ქმი­თა და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით აკურ­თხებს ხა­ტებს. კურ­თხე­ვით ხატი ღვთი­უ­რი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.

– ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ანს ხა­ტის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა აკურ­თხე­ბი­ნოს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ხა­ტის წი­ნა­შე სხვას არ შე­უძ­ლია ლოც­ვა. ადა­მი­ანს არ ეკ­რძა­ლე­ბა აგ­რეთ­ვე, თა­ვის სა­ხელ­ზე ნა­კურ­თხი ხა­ტის გა­ჩუ­ქე­ბა.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტის კა­ნო­ნი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, წმინ­და წე­რილ­ზე, სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მებ­სა და წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მუ­შავ­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხატი, პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რის­გან; წინა პლან­ზე სუ­ლი­ე­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კა­ნო­ნი­კურ ნიშ­ნებს, ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბით გა­ვარ­ჩი­ოთ: ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე საღ­მრთო ყრმა ჰყავს გა­მო­სა­ხუ­ლი, იგი იშ­ვი­ა­თად, მარ­ტოც გა­მო­ი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ღვთის­მშო­ბელს გა­მო­სა­ხუ­ლი აქვს სამი ვარ­სკვლა­ვი შუბლსა და მხრებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო ქალ­წუ­ლი – შო­ბამ­დე, შო­ბის დროს და შო­ბის შემ­დეგ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს აგ­რეთ­ვე წმინ­დან­თა ხა­ტებ­საც. მო­ცი­ქუ­ლებ­სა და ღმერ­თის სი­ტყვის მქა­და­გებ­ლებს სა­ხა­რე­ბა ან ქარ­ტია უპყრია ხელთ, მო­წა­მე­ებს – ჯვა­რი, მკურ­ნა­ლებს – წამ­ლის ყუთი და ა.შ. სა­ერ­თოდ, ხატს აქვს უამ­რა­ვი დე­ტა­ლი და ყვე­ლა დე­ტალს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ხატი ჩვენ­ში ეჭვს გა­მო­იწ­ვევს, იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, კა­ნო­ნი­კის მცოდ­ნე ადა­მი­ანს შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნოთ, – ამბობს ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე.

წყარო: ჟურნალი გზა

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ზერეკიძე: 2007 წლის 13 აგვისტოს 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის “კრიტში”, 6 მანქანა იყო ეზოში, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები, რომ შევედი, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები,...

სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში", - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ, რომელიც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საკუთარი პატიმრობის წლებს იხსენებს.მისი განცხადებით, 120 არასრულწლოვანი ავჭალის კოლონიიდან ე.წ. კრიტში გადაიყვანეს, სადაც მათ ოთხი თვე გაატარეს. ზერეკიძემ აღნიშნა ისიც, რომ "კრიტი", სადაც არასრულწლოვანები იყვნენ, ზრდასრული პატიმრებისთვის კარცერად გამოიყენებოდა."სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო.ბუნტი არ ყოფილა, იყო უბრალოდ ყვირილი და ამ ბუნტის ორგანიზატორობაზე, ერთ პატიმარს ხელის დარტყმაზეც დაუმატეს და გადაგვიყვანეს რუსთავის მეორეს "კრიტში". იქ ვიყავით 4 თვის განმავლობაში ჩამწყვდეულები - სადაც ჩვენ ვიყავით, დიდი პატიმრებისთვის ეგ კარცერად იყო განკუთვნილი. მერე ისევ დაგვაბრუნეს ავჭალაში. ნელ-ნელა დროც გადიოდა და ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ თურმე, ჩემმა მშობლებმა ასაკი გადამიკეთეს და ვარ 16 თუ 17 წლის, როდესაც მართლა 14 წლის ვიყავი. მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის." - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ პოსტს, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს.„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ზერეკიძე: ახალაიამ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, დაგარტყაო? არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო – თვითონ, თანამშრომლების წინაშე დაარტყა ციხის თანამშრომელს და მერე სამ...

გადამიყვანეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, მორიგეობა იყო ძილზე. ბავშვები იმხელა ზონაში ვერ ვეტეოდით, გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.ზერეკიძემ პატიმრობის წლები, მათ შორის, "ციხის ბუნტის" დღე გაიხსენა, რომელიც პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიამ არასრულწლოვანთა კოლონიის ერთ-ერთ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, თუ დაარტყა, უარის მიღების შემდეგ კი, თავად ახალაიამ დაარტყა აღნიშნულ თანამშრომელს და ამაზე შემდეგ სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი."ავჭალაშიც მოგვიწყვეს პროვოკაცია, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი. მაგ დროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული. ამ ახალიამ ჰკითხა თანამშრომელს ერთ პატიმარზე, დაგარტყაო? არა, არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო და თვითონ, შემოსასვლელ კარში თანამშრომლების წინაშე დაარტყა ლაშა ტალახაძეს და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი. წინა დღეს სპეცრაზმი იყო შემოსული და "ზონაში" შემოსვლა ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ ბავშვებმა დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, ბაჩო ახალაია იქით იყო, ვერ მოდიდოდა, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძე გვესაუბრებოდა ბავშვებს, ახალაია საერთოდ არ მოდიოდა ჩვენკენ. მეორე დღეს რომ გათენდა, დილის შემოწმება ჩავიარეთ ჩვეულებრივად და ცოტა ხანში, კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ შემოწმებაო, სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში". ოღონდ, სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო. " - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

„ის არ წარმოადგენს ჩვენს პარტიას და ეს არის მისი პერსონალური აზრი“ – ტატა ხვედელიანი ნატალია საბანაძეზე

პარტია ”გახარია საქართველოსთვის” წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, ნატალია საბანაძე, რომელსაც Byline Times-ის სტატია ეყრდნობა, გახარიას პარტიას არ წარმოადგენს და ის 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საერთაშორისო მიმართულებებით გიორგი გახარიას მრჩეველი იყო.მისი თქმით, სტატიაში მოყვანილი მოსაზრება მისი პერსონალური შეხედულებაა."ის არ წარმოადგენს ჩვენს პარტიას. 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებზე ის იყო გიორგი გახარიას მრჩეველი საერთაშორისო მიმართულებებით. სხვა საკითხებში ჩვენი ურთიერთობები დასრულებულია ამ ნაწილში. ეს არის მისი პერსონალური აზრი. რაც შეეხება სტატიის დაფინანსებას, ამის კომენტირებას ვერ გავაკეთებ, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცით ვისი დაფინანსებით, ვისი დაკვეთით კეთდება ეს სტატია", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

დღეს არჩილ ტატუნაშვილი 42 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 42 წლის გახდებოდა.არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს.ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

ბოლო სიახლეები