ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025

რა შეთანხმების ცვლილებას დაუჭირა პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან  დაკავშირებით  მხარი 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა შეთანხმებაში ცვლილებას, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში განლაგებულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გააფორმა. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„მიღებული იყოს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება და რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწეროს ოქმს გაერთიანებულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, – წერია დოკუმენტში.

პუტინმა დაავალა რუსეთში თავდაცვის სამინისტროს, რომ აღნიშნულ საკითხზე სოხუმთან მოლაპარაკება გაიმართოს და შესაბამისი ოქმი იყოს ხელმოწერილი.

ცვლილებები სამხედრო სანატორიუმების სტატუსს ეხება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

„იმედისმომცემია იმ ენთუზიაზმისა და ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის ხილვა, რასაც ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ჩართულობით ავლენენ. სტუდენტური კონფერენცია არა მხოლოდ სამეცნიერო-აკადემიური პლატფორმაა, არამედ ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომავლის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტენდენციებს ამჟღავნებს. წარმოდგენილი სტუდენტური კვლევების მრავალფეროვნება და სიღრმე კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქართველოს მომავალი თაობის მეცნიერები უდავოდ შეიტანენ მნიშვნელოვან კონტრიბუციას გლობალურ სამეცნიერო სივრცეში. საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი მუდმივად უწევენ ახალგაზრდებს აკადემიური სრულყოფილების მიღწევისა და სამეცნიერო ძიების პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნაზე განაცხადა.სტუ-ის ცნობით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 679 სტუდენტი, ასევე, უცხოელი სტუდენტები ევროპის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო ღონისძიების გახსნას კონფერენციის მონაწილე სტუდენტები და მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც ვიცე-რექტორმა გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა აქტივობამ წელს მოლოდინს გადააჭარბა.„მოხარული ვართ, რომ სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით, სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი და მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მათი აქტიური ჩართულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი სტუდენტები მზად არიან წარადგინონ თავიანთი კვლევები, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გახდნენ სამეცნიერო და აკადემიური დიალოგის ნაწილი. სწორედ მათი მოტივაცია და მეცნიერებაში წვდომის დიდი სურვილი წარმოადგენს ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მდგენელს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალგაზრდების წარმატება და მათი მომავალი კეთილდღეობა ყველა საუნივერსიტეტო ინიციატივის ამოსავალი წერტილია. ამ და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა სწორედ ამ პრინციპის ურყევ დაცვასა და მხარდაჭერაზე მეტყველებს და მიმართულია ახალგაზრდების მრავალმხრივი და სრულფასოვანი განვითარებისკენ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუდენტმა არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს, ჩაერთოს კვლევებში, არამედ იცხოვროს საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებით, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად დაეხმარება კარიერულ განვითარებასა და დასახული მიზნების მიღწევაში“, - აღნიშნა თამარ ლომინაძემ.სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ახალგაზრდა მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატება უსურვეს სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა დავით ლეშკაშელმა და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ.როგორც ლევან ფიფიამ აღნიშნა, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 57 დარგობრივ სექციად წარიმართება, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4 სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 50 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე - 2 სექცია, 39 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე - 5 სექცია, 43 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 45 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე - 2 სექცია, 65 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე - 9 სექცია, 149 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა - 1 სექცია, 26 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე - 6 სექცია, 62 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე - 4 სექცია, 27 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე - 6 სექცია, 56 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე - 1 სექცია, 22 სტუდენტი.სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტთა 89-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სასესიო მუშაობას 5 ივნისიდან შეუდგება და 21 ივნისს დაასრულებს. კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი მიმდინარე წლის 8 ივლისს გაიმართება.

ზურაბ ჯაფარიძე – მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში, არც სოცქსელებში, არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული „გრუზინული“ ეჭვიანობა,...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს.ჯაფარიძის წერილი მის სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.„აქედან ტვინს ბევრს არ მოვ*@%ავ რამდენიმე მიზეზის გამო: პრაქტიკულად, გონზე არ ვარ გარეთ რა ხდება. კი, ადვოკატები მაწვდიან ინფორმაციას ყველაზე მნიშვნელოვან ამბებზე. კი, თუ TV-ს ქონის უფლება მომცეს, ნიუსებს მივადევნებ თვალს ყოველდღიურად, მაგრამ ეს ის საკმარისი ინფორმაცია არ არის, რაც მე მჭირდება დასკვნების გასაკეთებლად და მით უმეტეს, რჩევების მოსაცემად.ბევრი სხვა სახის ინფო მჭირდება, რომელიც გარეთ „პოლიტიკოსისთვის“ ხელმისაწვდომია, აქ კი არა.ინფორმაციის იმ მოცულობას, რომელსაც თავისუფლებაზე იღებ ყოველდღიურად, აქ ვერც ადვოკატი შემოგიტანს და ვერც TV მოგაწვდის (რომელსაც გარეთ დიდი ხანია აღარც ვუყურებ).ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინტერნეტთან არ გაქვს წვდომა, რაც ამ დროში განცდას გიჩენს, რომ დიდი მოცულობის external drive გამოგაძრეს ან საყოველთაო გონს მოგწყვიტეს.მინახავს ადამიანს რომ დაიჭერენ ხოლმე, საკნიდან იწყებენ ხოლმე ჭკუის დარიგებას, თითქოს აქედან უკეთ ჩანდეს რა ხდება ქვეყანაში და რა არის გასაკეთებელი. არ ჩანს. პირიქით. ერთადერთი, ერთადერთი!!! უპირატესობა რაც აქ გაქვს, ფიქრის დროა. იფიქრე რამდენიც გინდა, არ არსებობს distraction. მაგრამ ეს ვერ აკომპენსირებს, რაც ზემოთ დავწერე იმას.ხელით წერას გადავეჩვიე. დიდი ხნის წინ ვამბობდი, ხელით წერა გაქრებათქო და აჰა, carma is a bitch. თუმცა, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა, ბევრი გადასასწორებელი მექნებოდა და მოკლედ დავწერდი. ყველაფერში ვცდებოდი. ახლა მთავარია ეთომ გაარჩიოს რას ვწერ.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე (რადგან ხელით ვწერ, ბარემ ასეთებსაც გამოვიყენებ) მარტო იმას დავწერ, რაც გარეთაც სწორი მეგონა და ახლაც 100%-ით დარწმუნებული ვარ რომ სწორია:1. რუსთაველის პროტესტიპირველი ამას ვწერ იმიტომ, რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს. ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება საჯარო გამოხატვის ფორმები იმისა, რომ არ დავნებდით და ვიბრძვით. არსად სხვაგან ეს არ ჩანს, ისე, როგორც საღამოობით რუსთაველზე.პოლიტიკოსის ჩატარებული ბრიფინგი, ან თუნდაც დაჭერილი პოლიტიკოსი მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ვიღაც „პოლიტიკოსი“ იბრძვის.რუსთაველი აჩვენებს, რომ ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, თუნდაც პოლიტიკოსების გარეშე.ყველა, ვინც ამის საწინააღმდეგოს წერს, ყველა, ვისაც ეს არ ესმის, რუსთაველზე არ ყოფილა დიდი ხანია.ვისაც რა უნდა ის გააკეთოს, როგორც უნდა ისე იბრძოლოს, სხვანაირად დაორგანიზდეს, მაგრამ რუსთაველი უნდა შენარჩუნდეს როგორც გამოხატულება იმისა, რომ მიუხედავად მოწყობილი ჯოჯოხეთისა, არ გავტყდით და ვაგრძელებთ ბრძოლას.2. სალომე ზურაბიშვილიტყუილად არ ვწერ მეორედ ამ პუნქტს, ამდენად მნიშვნელოვანი მგონია. ცოტა ვინმე ყოფილა უფრო კრიტიკული სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ვიდრე მე ვიყავი წლების განმავლობაში, მაგრამ:ა) ჩვენ გვჭირდება რაიმე ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი. გარეთ სამუშაოდ გვჭირდება. ასეთი მხოლოდ ერთი გვაქვს ამ წუთას.keep institutions alive – არის ფრაზა, რომელიც ხშირად მომისმენია ჩვენი მეგობრებისგან. სალომე ვერ იქნება ისეთი ქარიზმატული, რომ მასები დაძრას, ვერც საუკეთესო მოდებატე გახდება ქართულად და ვერც ქვეყნისთვის საჭირო რეფორმებს მოჰყვება სხაპა-სხუპით. ასეთი არც არავინაა, მაგრამ მას შეუძლია დასავლეთს ელაპარაკოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმაციის მქონე პირმა და ელაპარაკოს მათთვის გასაგებ ენაზე. ესაა მისი როლი და ნუ მოსთხოვთ დიმიტრი გელოვანობას. ყველას საკუთარი ფრონტის ხაზი აქვს.ბ) მე არ მჯერა გამარჯვების არცერთი სცენარის, თუ არ მოხდა ძალების გაერთიანება.მე მჯერა, რომ ჩვენ ახლა რუსეთს ვებრძვით. ბომბები არ ცვივა, მაგრამ ბევრი ტყუილი ცვივა და თუ არ დაიჯერებ და წინააღმდეგობას გაუწევ, მინივენში გაწამებენ ნიღბიანი ტროგლოდიტები. ამის დამარცხება შეიძლება მხოლოდ ძალით. ძალა ერთობაშია. ძაღლს ჯაჭვით აბამენ.თუ სადმე არსებობს ძალების გაერთიანების პოტენციალი, ეს ისევ სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლატფორმაა“.ვისაც რა უნდა ის აკეთოს, ვისაც როგორ წარმოუდგენია ისე იბრძოლოს, ამ რეალობაში, ყველაფერი მოსულა, ჩემი აზრით. მაგრამ პოლიტიკურმა პროცესმა და პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა საბოლოო ჯამში თავი უნდა მოიყაროს ერთ ადგილას, და სხვა უკეთესი ადგილი, ვიდრე „წინააღმდეგობის პლატფორმაა” ვერ შევქმენით ამ წუთის მდგომარეობით.გ) თავს ვერ დავდებ, რომ ადამიანებში საოცრად ვერკვევი და ჩემი პოლიტიკური ცხოვრება უფრო ალბათ საპირისპიროს ამტკიცებს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილთან ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ურთიერთობის შედეგად გამიჩნდა განცდა, რომ ის ვერ იტანს რუსეთს. დარწმუნდა, რომ ქოცები რუსები არიან. ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსეთს მისცა საშუალება ის გამოეყენებინათ მანამ, სანამ ძალაუფლების კონსოლიდაციას ახდენდნენ. ეს ბრაზი მგონია, რომ გამოსაყენებელია. გარეთ ალბათ ამ მესამე პუნქტს არ დავწერდი საჯაროდ, მაგრამ აქედან მოსულა მგონი.3. სასამართლოსასამართლო დღეს არის ადგილი, სადაც ბოროტებას შეგიძლია ჩახედო თვალებში. აქ იყრის თავს რეჟიმის ტყუილები და აქ აღსრულდება ყველაზე დიდი ბოროტება – უდანაშაულო ადამიანები კარგავენ სიცოცხლეს. სიცოცხლის დაკარგვა მხოლოდ სიკვდილი არაა. ნებისმიერი ჯარიმა, რომელშიც ათასებს ახდევინებენ ადამიანებს – დაკარგული სიცოცხლეა, რადგან იმ ფულის გამოსამუშავებლად ვიღაცებმა საკუთარი სიცოცხლის დრო დახარჯეს.ნებისმიერი წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი თავისუფლების გარეშე – დაკარგული სიცოცხლეა, ან სიცოცხლის ნაწილი მაინც. ეს ხდება დღეს, ყოველდღე სასამართლოში – ტყუილების გამო ადამიანებს აკარგინებენ სიცოცხლეს.მე არ მჯერა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებს საზოგადოება, რომელიც არ აფასებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დადეს ამ ბრძოლაში. ამიტომ მგონია პოლიტიკური ტყვეების სასამართლოებზე სიარული მნიშვნელოვანი.4. ყოველკვირეული მარშებივიქენდზე მარშები გახდა წინააღმდეგობის საჯარო დემონსტრირების მეორე რეგულარული ფორმა, რუსთაველის ყოველდღიური პროტესტის შემდეგ. აქ მთავარი სიტყვა „რეგულარულია“. თუ მოხერხდა ამ მარშების შენარჩუნება და ყოველ ვიქენდზე ორგანიზება, იქნება ძალიან კარგი. მაგრამ 2 პრობლემას ვხედავდი, სანამ გარეთ ვიყავი:ა) ეს მარშები არ პიარდებოდა წესიერად, არც TV-ებში და არც სოც.ქსელებში. არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, მაგრამ ეჭვი მაქვს, ისევ სტანდარტული „გრუზინული“ ეჭვიანობა, კონკურენცია, უნდობლობა და ა.შ. ყ*%@ბა მოკლედ.ბ) ჩემპიონები ვართ ერთმანეთის ენთუზიაზმში ჩა%მაში. საკმარისია, ვინმემ რამე ინიციატივა გამოიჩინოს და ეგრევე იწყება: რატომ მარში? რატომ იქიდან აქეთ და არა აქედან იქეთ? რატომ შუადღისას? რატომ კვირას? მე რატომ არ მითხრეს, რომ გეგმავდნენ? რატომ არ შეიძლება ჩემი გრიზლი წამოვიყვანო? არ იკბინება…ლენონივით კი გამომივა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ნაცვლად ყველაფერში ჩაჯმისა, ყველა ყველას ყველაფერში ვეხმარებოდეთ, რითიც შეგვიძლია, მათ შორის, მარშზე მისვლითაც. ეგრე უფრო მალე მოვიგებთ, თუ ასე? („ბალანდა“ მოვიდა:))5. პოლიტიკოსებიდაჭერამდე სადღაც სტატუსი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ პოლიტიკოსებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავიანთი პრობლემებით და პასუხისმგებლობებით. ვიღაცამ დამიკომენტარა არაო, პოლიტიკოსებს პრივილეგიები გაქვთ და მეტი მოგეთხოვებათო.მერე ვფიქრობდი, რა პრივილეგიები მაქვს ან მქონიათქო და ვერაფერი გავიხსენე, გარდა იარაღის ტარების უფლებისა (რომელიც ორჯერ შემიჩერეს 3-3 წლით)ეს ტრენინგებზე ნასწავლი წარმოდგენები პოლიტიკოსებზე პრობლემა მგონია. სადღაც ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ფორმულა ალბათ სწორი იქნებოდა: პრივილეგიები = მეტი პასუხისმგებლობა. მაგრამ აქ, ამ მოცემულობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, რა პრივილეგიებზეა ლაპარაკი?ყველა პოლიტიკოსი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ვისაც აშინებენ, ემუქრებიან, აჯარიმებენ, ცემენ, სამსახურიდან აგდებენ, კვერცხებს ესვრიან, „ზელიონკას“ ასხამენ, იჭერენ და ა.შ ეს არის დღეს ნებისმიერის გარდაუვალი ხვედრი, ვინც რეჟიმს წინააღმდეგობას უწევს.სადაა აქ პრივილეგია? რომელ ავტორიტარულ რეჟიმში არსებობს პრივილეგიები ოპოზიციური პოლიტიკოსებისათვის?მოგწონთ პოლიტიკოსები თუ არ მოგწონთ, ამ ბრძოლაში წინა ხაზი მაინც მათზე გადის. ეგ ხაზი თუ ჩამოიშალა, უკანა ხაზების გადათელვა რეჟიმისთვის გაცილებით იოლი იქნება. აი, ჩუმად ვინც არიან და ჰგონიათ, რომ ასე გადარჩებიან, შემდეგი ეგენი იქნებიან გარანტირებულად. ჟანრის კანონია.თუ არ გავჩერდი, ვხვდები, რომ დაუსრულებლად შემიძლია. აქ სულ დადიხარ, ფიქრობ, აზრები მოგდის და მოწეულზე რო გგონია, ყველა აზრი გენიალურია, ეგრე ხარ:) არ ვიცი რატომ. ტვინს არ მოვტ*%@ავთქო ამით დავიწყე და მაინც ვქენი:)მადლობის თქმა ვერ მოვასწარი იმ ხალხისთვის, ვინც ჩემს პროცესზე მოვიდა, ამიტომ აქედან გეტყვით: უღრმესი მადლობა!ჯამში ნორმალურად ვარ, როგორც შეიძლება აქ იყო. ბევრს ვკითხულობ. გავიხსენე, რა მაგარი გრძნობაა წიგნს დილით რომ დაიწყებ და საღამოს დაამთავრებ, რომ არ გამოხვალ იმ სამყაროდან. შევ#&ი playstation-ს. ბოლოს ალბათ 30 წლის წინ თუ მოვახერხე ასე.ეს „დრო გექნება“, „დაისვენებ“ სირობაა, არ დაიჯეროთ. დროს მაშინ აქვს ფასი, როცა შენს ნებაზე განკარგავ. დასვენებაც მაშინაა დასვენება, როცა შენ გადაწყვეტ რომ დაისვენო. ძალით დასვენების დდშვც და შევე%ი ასეთ დროს BigBang-დან მოყოლებული. თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ.P.S სასამართლოს დადგენილება ჩამბარდა აქ, 5,000 ლ 4 თებერვალს გზა გადაკეტეო. გამიშვით! ვიხდი!:)”,- აღნიშნულია ჯაფარიძის წერილში.

სალომე ზურაბიშვილი – პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის ის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ ერთიანობის აუცილებლობას

ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ, – ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.მისი თქმით, „პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია“.„ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხის მიმართ, რომელიც დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, საჭიროა, ვიცოდეთ, რას ვამბობთ და საითკენ მივდივართ. ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ პლატფორმის სახელით, ჩემი სახელით ვლაპარაკობ. ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა და მასში მონაწილეობა, როცა ქვეყანაში გვყავს 60 თუ 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი, ჩემთვის ცოტა გასაკვირი და გაუგებარიც კი არის. როგორ შეიძლება, შეხვიდე არჩევნებში, როდესაც ციხეში არა მხოლოდ აქტივისტები არიან, არამედ პოლიტიკური ლიდერები? პოლიტიკური ლიდერები თუ ციხეში არიან, რანაირად შეგვიძლია, ვილაპარაკოთ თავისუფალ არჩევნებზე? ამიტომ არის, რომ პლატფორმის ფორმატში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღრიცხავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. ასე რომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუ რამეა, არის, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და აუცილებელია სიტუაციის კარგად გაგება. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ, თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს, ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ღაზაში ომის გამო ისრაელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ღაზაში ომის გამო ისრაელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, საუბარია ისრაელთან მიმართებაში საფრანგეთის პოზიციის გამკაცრებაზე.ასევე, მაკრონმა, შესაძლოა, პალესტინის სახელმწიფო აღიაროს გაერო-ს კონფერენციაზე, რომელსაც საფრანგეთი 17-20 ივნისს საუდის არაბეთთან ერთად უწევს თანათავმჯდომარეობას.

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდებოდა

მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი 67 წლის გახდა. სოსო ჯაჭვლიანი  5 ივნისი, 1958 წელა  მესტიაში დაიბადა.1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში.1012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

ბოლო სიახლეები