ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025

რა ქონებას ფლობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი, რომელიც დააკავეს

თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი, ალექსი ახვლედიანი დაკავებულია. შემთხვევა სწორედ ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში მოხდა. თორნიკე რიჟვაძის ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის არეში დაჭრის ფაქტზე, შსს-ს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ერთი პირი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული. უწყებაში ადასტურებენ, რომ ამ ბრალდებით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. თორნიკე რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

ალექსი ახვლედიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისში დაინიშნა. ამასთან, ის საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია. იქამდე ის 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. უფრო ადრე კი შსს-ს სტრუქტურებში მუშაობდა, კერძოდ 2004 წელს იკავებდა საექსპერტო-კრიმინალისტური სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს, 2000 წელს კი საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის პოსტს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ახვლედიანი აქტიურად მონაწილეობს ბიზნესსაქმიანობაში და ფლობს საწარმოთა წილებს საქართველოში, სლოვენიაში, უკრაინასა და ჩეხეთში.

საბანკო ანგარიშებზე ალექსი ახვლედიანს განთავსებული აქვს 367 ათასი ევრო და 176 ათასი ჩეხური კრონა, მის მეუღლეს კი 127 ათასი ლარი, 19 ათასი ევრო და 12 ათასი დოლარი. ნაღდი ფულის სახით კი ახვლედიანი ინახავს 37 ათას დოლარს, 45 ათას ევროს და 12 ათას ლარს.

გასულ წელს ახვლედიანმა უკრაინაში არსებული ბიზნესიდან – სამშენებლო კომპანია “ლანადან” 548 ათასი დოლარის დივიდენდი აიღო, ჩეხეთში არსებული ბიზნესიდან – GSG wine company-დან 119 ათასი ევროს დივიდენდი, სლოვენიაში არსებული ბიზნესიდან – NAVTILUS DOO-დან კი 178 ათასი ევროს დივიდენდი. საქართველოში არსებული ბიზნესიდან შპს Quality Lab-დან 231 ათასი ლარის დივიდენდი, შპს ფალიაშვილის 23-დან კი 73 ათასი ლარის დივიდენდი, ასევე 72 ათასი ლარის დივიდენდი კომპანია შპს სომარი-3-დან.

ალექსი ახვლედიანის ქონება:

  • ბინა (თბილისი, ახვლედიანის ქ.) — 72.8 კვ.მ, $75,000
  • სხვენი (თბილისი, ახვლედიანის ქ.) — 78.54 კვ.მ, $10,000
  • კომერციული ფართი (საგარეჯო, ერეკლე II ქ.) — 1,810 კვ.მ, $700,000
  • საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N5) — მიწა 520 კვ.მ, სახლი 101.6 კვ.მ, $180,000
  • საცხოვრებელი სახლი (საგარეჯო, ჯაფარიძის შესახვ. 4, N3) — მიწა 506 კვ.მ, სახლი 336.6 კვ.მ, $300,000

მიწის ნაკვეთები:

  • საგარეჯო (218 კვ.მ) — 10,000 ლარი (მემკვიდრეობა)
  • საგარეჯო (6 კვ.მ) — 6,000 ლარი
  • საგარეჯო (430 კვ.მ) — $80,000
  • სურამი (425 კვ.მ) — $50,000

ჩეხეთი (პრაღა):

  • მიწის ნაკვეთი — 3,000 კვ.მ, €485,000
  • საცხოვრებელი სახლი — 320 კვ.მ, €860,000

მისი მეუღლის, თამილა არღვლიანის უძრავი ქონება

  • ბათუმი (2 ბინა) — 35.3 და 37.2 კვ.მ, თითო $65,000
  • თბილისი, კეკელიძის ქ. — 155 კვ.მ, $235,000
  • ბაკურიანი — 33 კვ.მ, $80,000

კომერციული ფართები:

  • თბილისი, კანდელაკის ქ. — 56.97 კვ.მ, $65,000
  • თბილისი, მოსაშვილის ქ. — რამდენიმე ფართი (47.17 კვ.მ, 114.19 კვ.მ და სხვ.), $96,000–$250,000
  • თბილისი, ფალიაშვილის ქ. — 144.67 კვ.მ, $180,000
  • თბილისი, კეკელიძის ქ. — 170 კვ.მ, $290,000
  • ავტოფარეხები თბილისი — სხვადასხვა ადგილას, $12,000–$15,000
  • ვენახი (მცხეთა, სოფ. გალავანი) — 2,810 კვ.მ, $70,000

ავტომობილები:

  • Land Rover Range Rover Autobiography (2014) — 150,000 აშშ დოლარი
  • Land Cruiser 300 (2023) — 105,000 აშშ დოლარი
  • ასევე ჰყავს Lincoln Town Car, Volvo S90, Volvo 940, Mercedes Sprinter, Hammer H2
  • Audi e-tron (2022) — 84,000 ევრო
  • Mercedes-Benz GLK (2014) — 50,000 ევრო

ალექსი ახვლედიანმა საზღვაო ტრანსპორტის ხელმძღვანელის პოსტზე 2023 წელს ივნის-დეკემბერში 67 ათასი ლარის ანაზღაურება აიღო.

ამასთან, უკრაინაში მიწის ნაკვეთის რეალიზაციიდან ახვლედიანმა 270 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, უძრავი ქონების იჯარიდან კი მისი შემოსავალი 92 ათასი ლარი, მისი მეუღლის შემოსავალი კი 140 ათასი ლარი იყო.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ღიმილისმომგვრელია ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი – ტატა ხვედელიანი

იქნება თუ არა ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის პოსტზე "ლელოსა" და გახარიას გუნდის საერთო კანდიდატი? გავრცელებულ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, არცერთ ოპოზიციურ პარტიაში ოფიციალურად არ ადასტურებენ.ელისაშვილის შესაძლო კანდიდატურით კმაყოფილია მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ მას რეიტინგიდან გამომდინარე არჩევნებში დამარცხება გარანტირებული აქვს.პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, კანდიდატებზე მსჯელობა ახალი დაწყებულია. შესაბამისად, ის ალეკო ელისაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს."ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანი გახლავთ ის, რომ შევარჩიოთ კანდიდატები, რომლებიც საზოგადოებისთვის იქნებიან მისაღებები და ესენი იქნებიან პარტიულად ნეიტრალური კანდიდატები.რაც შეეხება ჭორებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომ, ალექსანდრე ელისაშვილი გახლავთ ჩვენი კანდიდატი, ღიმილისმომგვრელია და, რა თქმა უნდა, არ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ახლა დაიწყო", - განაცხადა ტატა ხვედელიანი.

კაია კალასი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის „ტვირთი გაიზიაროს“ – „პირობას თუ დებთ, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს,...

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აშშ-ს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესყიდვის „ტვირთი გაიზიაროს“.ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას იარაღის ნატო-სთვის მიყიდვისა და შემდგომ უკრაინისთვის მიწოდების თაობაზე.„ჩვენ თუ ვიხდით ამ იარაღის ღირებულებას, ეს ჩვენი, ანუ ევროპის მხარდაჭერაა. უკრაინის დასახმარებლად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. ამიტომ ჩვენ ყველას მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ. თქვენ პირობას თუ იძლევით, რომ იარაღს მიაწვდით, მაგრამ ამბობთ, რომ მის ღირებულებას სხვა გადაიხდის, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აძლევთ, არა?“ – აღნიშნა კაია კალასმა.

სინოპტიკოსების გაფრთხილება – 17 ივლისამდე მოსალოდნელია უამინდობა და სითბური ტალღა

17 ივლისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. -  ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“საუბრობს.„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება +36 +37 გრადუსი.19 ივლისს, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 20, 21, 22 ივლისს შესაძლოა, კვლავ მცირე ხანმოკლე წვიმა იყოს.სანაპირო ზოლს რაც შეეხება, 15-დან 17-მდე მოსალოდნელია წვიმა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი.

მუსიკალური შოუ „American Idol“-ის დირექტორი და მისი მეუღლე სახლში გარდაცვლილები იპოვეს

ჰიტ-შოუს ჯილდოს მფლობელი მუსიკალური დირექტორი რობინ კეი და 70 წლის თომას დელუკა დახვრეტილები იპოვეს ენსინოში, საკუთარ სახლში. ამის შესახებ Daily Mail-ს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა განუცხადა.პოლიცია ექვსსაძინებლიან სახლში გამოიძახეს, თუმცა შიგნით შესვლისას აღმოაჩინეს კეის და დელუკას ცხედრები, თავში ნასროლი ჭრილობებით. წყარომ TMZ-ს განუცხადა, რომ ხელისუფლებამ წყვილის სახლის შესასვლელთან სისხლი შენიშნა, სანამ ფანჯარას ჩაამტვრევდნენ და სახლში შეღწევას მოახერხებდნენ.პოლიციის თქმით, მათი უეცარი გარდაცვალება ორმაგი მკვლელობის მუხლით განიხილება. მოტივები უცნობია.მეზობლების თქმით, კალიფორნიის ერთ-ერთი მდიდრული უბნის ქუჩაზე შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს.პოლიცია სახლში გამოიძახეს სიტუაციის შესამოწმებლად მას შემდეგ, რაც მეზობლებსა და ოჯახის წევრებს ოთხი დღის განმავლობაში მათგან არაფერი სმენიათ.კეი ბოლო 15 სეზონის, ანუ 300 ეპიზოდის განმავლობაში, სიმღერის კონკურს American Idol-ის მუსიკალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.წლების განმავლობაში მან მუსიკალური დირექტორთა გილდიის რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.იგი ასევე მუშაობდა სხვა ცნობილ შოუებში, მათ შორის Lip Sync Battle, Hollywood Game Night და Worn Stories.კეი ასევე მუშაობდა NAACP Image Awards-ზე, The Singing Bee-ზე, Miss USA-ზე, Miss Universe-ზე, American Inventor-ზე, The Dance Scene-ზე, Dance Your A** Off-ზე, Your Chance to Dance-ზე, Adventures of Power-სა და Crashed-ზე.2017 წელს ჰოლივუდში გამართულ მუსიკის აღმასრულებელთა გილდიის მე-7 ყოველწლიურ დაჯილდოებაზე კეიმ ღიად ისაუბრა თავისი კარიერული გზის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, ხშირად არასაკმარისად იყო შეფასებული.„ეს ბიზნესის ერთ-ერთი იმ ნაწილია, რომლის არსებობის შესახებაც ხალხმა არც კი იცის“, - თქვა კეიმ.„ეს კინოსა და ტელევიზიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. გასართობ ინდუსტრიაში მუსიკა თითქმის ყველაფერშია და ხალხს უბრალოდ ჰგონია, რომ ის იქ არის.“ მისი ქმარი მუსიკოსი იყო, რომელმაც ბოლოს ალბომი სახელწოდებით Street Rock 2022 წელს გამოუშვა.მისი პირველი „აღიარებული კულტური სადებიუტო ალბომი“. დელუკას ვებსაიტის ცნობით, „Down To The Wire“ Epic Records-მა 1986 წელს გამოუშვა.საჯარო ჩანაწერების თანახმად, წყვილმა სახლი 2023 წლის იანვარში, 5 მილიონად შეიძინა.მეზობლებმა KTLA-ს განუცხადეს, რომ სახლი ადრე გარდაცვლილ რეპერ Juice WRLD-ს ეკუთვნოდა, რომელიც 2019 წელს ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპი – ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან, 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ძალიან ცუდია, ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინით იმედგაცრუებულია.„ვნახავ, რა მოხდება პრეზიდენტ პუტინთან. 50 დღის შემდეგ თუ შეთანხმება არ იქნება, ეს ძალიან ცუდი იქნება. ტარიფები შემოვა და სხვა სანქციებიც“, – აღნიშნა ტრამპმა.ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აძლევს პუტინს კიდევ 50 დღეს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არ ვფიქრობ, რომ 50 დღე ბევრია. შეიძლება, უფრო ადრეც მოხდეს“.ამასთან, კითხვაზე, იცავს თუ არა დონალდ ტრამპი ახლა უკრაინის მხარეს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „მე არავის მხარეს არ ვარ“. ტრამპის განმარტებით, ის „კაცობრიობის მხარეს არის“.

ბოლო სიახლეები