ოთხშაბათი, იანვარი 8, 2025

რა საფრთხე ელის დედამიწას-დედამიწას 10 სართულიანი სახლის სიდიდის ასტეროიდი უახლოვდება

NASA-ს ინფორმაციით, დედამიწას 10 სართულიანი სახლის სიდიდის “საშობაო ასტეროიდი” უახლოვდება, რომელიც ჩვენს პლანეტას 24 დეკემბერს, საათში 23 736 კილომეტრის სიჩქარით ჩაუვლის.

ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

NASA-ს ასტეროიდების მონიტორინგის სამსახურის თანახმად, ასტეროიდი 2024 XN1-ი, დედამიწიდან 7,21 მილიონი კმ-ის მანძილზე უვნებლად ჩაუვლის.

მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიული საზომით აღნიშნული მანძილი ახლოდ ითვლება, ექსპერტები აცხადებენ, რომ ასტეროიდის მიერ დედამიწისთვის საფრთხის შექმნის შანსები არ არსებობს.

მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ თუ ასტეროიდი 2024 XN1 პლანეტას დაეჯახება, დარტყმის სიმძლავრე 2 მილიონი ტონა ტროტილის ეკვივალენტური იქნება, რაც 2 000 კვადრატული კილომეტრის ფართობს გაანადგურებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – გრენლანდია შესაძლოა გახდეს დამოუკიდებელი, თუ ეს მის მაცხოვრებლებს სურთ, მაგრამ არ გახდება აშშ-ის შტატი

გრენლანდია შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ის აშშ-ის შტატი არ გახდება, – ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა. დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კოპენჰაგენი სრულად აღიარებს, რომ გრენლანდიას აქვს საკუთარი ამბიციები და თუ ისინი განხორციელდება, გრენლანდია გახდება დამოუკიდებელი. „არ მგონია, რომ საგარეო პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ჩვენ ღია ვართ ამერიკელებთან დიალოგისთვის, თუ როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ, ვიდრე ახლა, ამერიკული ამბიციების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრენლანდიის ლიდერმა, მუთე ეგედემ, კოპენჰაგენში, მოლაპარაკება გამართა დანიის მეფესთან, ფრედერიკ X-სთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის შეზღუდვის საათები გაიზარდა. ამიერიდან დღე-ღამეში ელექტროენერგია გამოირთვება 6 საათის განმავლობაში – ოთხი საათით დღის განმავლობაში, ორით კი, ღამით. „რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის დაზოგვის აუცილებლობის გამო, 9 იანვრიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ენერგორესურსების გამოყენების ოპტიმიზაციას“, – აღნიშნულია საოკუპაციო რეჟიმის ენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის თხოვნით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.

საქართველოს მთავრობამ, საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.

საბურთალოზე ერთი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, საბურთალოს რაიონში ერთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ფანასკერტელის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.  

შალვა პაპუაშვილი – უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი უკრაინის ხელმძღვანელს უწევს

უცხოელებისგან კორუფციის საკითხებზე მორალისტობის ფონზე კიდევ უფრო მძიმე მოსასმენია ის კითხვები, რომლებზე ფიქრიც ომში მყოფი ქვეყნის ხელმძღვანელს უწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქიის“ გვერდზე წერს და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ეხმაურება. „არ ვიცი, ინტერვიუში ნახსენები სატვირთო თვითმფრინავები იგივე თვითმფრინავებია თუ არა, ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს მოქალაქეების ომში გაშვების მოთხოვნით ზელენსკი რომ გვიგზავნიდა, მისი ერთგული „ენჯეოები“ და ოპოზიცია კი ჩვენს უარს მაშინაც პარლამენტის წინ ხმაურით აპროტესტებდნენ, მაგრამ ფაქტია, რაშიც ნამდვილად უნდა გამოეყენებინა ეს თვითმფრინავები, ამის საშუალება მას არც მისცეს და საყვედურიც არ ათქმევინეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები