საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილოგზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის დაახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
რა მდგომარეობაა ამ დროისთვის გზებზე – განახლებული ინფორმაცია

დონალდ ტრამპი – ევროპამ გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ევროპამ რუსულ ნავთობზე და გაზზე უფრო მეტი ფული დახარჯა, ვიდრე უკრაინის თავდაცვაზე.ამის შესახებ ტრამპი „თრუს სოშიალზე“ წერს.„ევროპამ გაცილებით მეტი ფული დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე – ბევრად მეტი“, – წერს ტრამპი.
ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა, უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მშვიდობა რაც შეიძლება მალეა საჭირო.„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას. ჩვენ უკვე გვქონდა მოლაპარაკებები და სხვა ნაბიჯები მალე იქნება გადადგმული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი დიპლომატია მართლაც არსებითი გავხადოთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და უკრაინელებს ეს ყველაზე მეტად სურთ, რადგან ომი ანგრევს ჩვენს ქალაქებს. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ხალხს. ჩვენ გვჭირდება ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ ვმუშაობთ ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და ვიმედოვნებთ აშშ-ის მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. მშვიდობა საჭიროა რაც შეიძლება მალე“, – წერს ზელენსკი.
ილონ მასკი – ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა, ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ ზელენსკის სამუდამო ომი სურს.ამის შესახებ მასკი „იქსზე“ წერს და დონალდ ტრამპის პოსტს აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს, ვიდრე მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს.„ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა. ეს ბოროტებაა“, – წერს მასკი.
ლევან დოლიძე – უკრაინას აქვს არგუმენტები, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, ამის საჭიროებას კარგად ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით
შეთავაზება, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინერალებთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, ერთმნიშვნელოვნად ნამდვილად არ გულისხმობს უსაფრთხოების გარანტიების შექმნას უკრაინისთვის, თუმცა ეს საკმაოდ საინტერესო წინადადებაა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, ლევან დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.„ეს, გარკვეულწილად, ახალი ელემენტის გაჩენაა ზოგადად რეგიონული ინტერესების გამოკვეთის მიმართულებით და ჯერ ნამდვილად რთულია რამე პროგნოზის გაკეთება, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამას ძალიან საინტერესო განვითარება შეიძლება მიეცეს, მათ შორის, შემაკავებელი ფაქტორის პოტენციურად არსებობის კუთხით“, – განაცხადა დოლიძემ.მისი თქმით, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს უკრაინის მიერ მოთხოვნილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების შექმნის საჭიროებას.„ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინას აქვს კონკრეტული საფუძვლები და საკმაოდ მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ მოითხოვოს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, რომელიც გამყარებული იქნება სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტებით. ამის საჭიროებას ძალიან კარგად ცხადყოფს ისტორია; ამას ცხადყოფს რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან მიმართებით“, – განაცხადა დოლიძემ.როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომელსაც ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება მიეცეს შემაკავებელი ფაქტორის კუთხითაც სამომავლოდ.„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ უნდა მოვიაზროთ, როგორც ერთმნიშვნელოვანი ჩანაცვლება უსაფრთხოების იმ გარანტიების, რომლებსაც დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ითხოვს. მეტიც, აქვე მინდა, ისიც აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ ის ახალი ელემენტი რეგიონული ინტერესების გამოკვეთის კუთხით, რომელზეც ძალიან აქტიურად უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რეგიონის სხვა სახელმწიფოები და, პირველ რიგში, საქართველო, ვინაიდან როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იკვეთება ახალი გლობალური წესრიგი და ძალიან სერიოზული საუბრები მიდის, მაგალითად, ახალ იალტასთან დაკავშირებით, რაც ხშირად ისმის, სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ასეთი ტიპის შეთავაზებები და განცხადებები ძალიან ყურადსაღებია, ჩემი აზრით. თუმცა, ჩვენ სამწუხაროდ, არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ძალიან აქტიურად ვიყოთ ამაზე ფოკუსირებული“, – განაცხადა დოლიძემ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ევროპასა და აშშ-ის შორის უთანხმოების გამწვავება, დოლიძემ განაცხადა, რომ უთანხმოება თვალსაჩინოა.„პირველ რიგში, ვგულისხმობ უკრაინასა და აშშ-ს შორის, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ოკეანის ორივე მხარეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, როგორც ევროპული სახელმწიფოებისთვის, ასე აშშ-ისთვის, ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო იქნება ის საფრთხეები, რაც შეიძლება, ამ სირთულეების გაღრმავების შემთხვევაში ჩვენ მივიღოთ. ჩვენ ამ რეგიონის ნაწილი ვართ, თვალს ვადევნებთ და ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ის, რაც მოხდა უკრაინაში 2022 წელს, გარკვეულწილად, არის პირდაპირი გამოვლინება იმ სისუსტის, რაც დასავლეთმა გამოავლინა 2014 წელს, როდესაც მოხდა რუსეთის ფედერაციის პირველი შეჭრა უკრაინაში. ის, რაც მოხდა 2014 წელს, გარკვეულწილად, იყო გაგრძელება იმ პრობლემის, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დადგა 2008 წელს. მე ვფიქრობ, ევროპულ სახელმწიფოებს და აშშ-ს ეს რისკი სათანადოდ თავის დროზე უნდა შეეფასებინათ და მიეღოთ სწორი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა დოლიძემ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორ აისახება უკრაინაში სამშვიდობო პოლიტიკა და მშვიდობა საქართველოზე და რა გავლენას მოახდენს მთელი ეს პროცესი, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ჭრილში, ლევან დოლიძემ განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და, რა თქმა უნდა, ამ ომის დროულად, სწორად, ეფექტიანად დასრულებაზე ძალიან დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს ბედი.„ჩვენთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება, ეს ომი რომ დასრულდეს იმ პირობებით, როგორც ამის დასრულება დღეს რუსეთის ფედერაციას სურს“, – განაცხადა ლევან დოლიძემ.
📽️უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი – იაგო ხვიჩია
უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი... - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„ყოველდღიურად ხდება ახალ-ახალი კანონების პარლამენტში რეგისტრაცია და ყოველდღიურად მიღება დაჩქარებული წესით, წინააღმდეგობის გამწევი არავინ არ ჰყავს, აი იმ ოპოზიციას და ხალხს, რომელსაც არ უნდოდა, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შესულიყო, ხომ უკეთესი იქნებოდა, რომ ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო, ყველა კანონზე არგუმენტირებულად ეჩხუბა, ეკამათა და ყოველდღიურად აეწია ხალხში მუხტი...“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.