კვირა, მაისი 4, 2025

რა იპოვეს სამართალდამცველებმა იმ კაცის სახლში, რომელმაც 14 წლის გოგონა იძულებით გააშიშვლა – დაკავებული 40 წლისაა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიებით, პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.მ-მ, გამიზნულად შექმნა „Facebook“ და „Instagram“ ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს, ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ, ბრალდებული, „Facebook Messenger“-ის ყალბი პროფილის მეშვეობით, თავდაპირველად, ქ. ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქ. სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშვლა და შიშველი სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა.

ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა.

2025 წლის 1 მაისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით, მამაკაცს ბრალდება პედოფილიის, ასევე, გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.

დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაზარალებულ ბავშვებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულისგან მიყენებული ტრავმის გასაქარწყლებლად სახელმწიფოს ხარჯით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას შესთავაზებს.

საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა გაანალიზოს საშიშროების ალბათობა და გამოიჩინოს მაქსიმალური ყურადღება ბავშვის ინტერნეტთან წვდომის დროს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში შეტყობინების გასაკეთებლად ან დახმარების მისაღებად, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე – 199, ან წარმოადგინეთ განცხადება ან პირადად მოდით ჩვენს ოფისებში – თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში ან ელექტრონულ ფოსტაზე. თქვენი კონფიდენციალურობა დაცულია!

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები