კვირა, ივნისი 8, 2025

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.

ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.

„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ნინო სურგულაძის უსაყვარლესი ტყუპები იუბილარები არიან

მომღერალ ნინო სურგულაძის შვილები იუბილარები არიან. ამის შესახებ ნინო სოციალურ ქსელში წერს და ტყუპების ფოტოებს გვიზიარებს. „ნატალია და ზაქარია 5 წლის გილოცავთ ტყუპებო, მიყვარხართ“, – წერს ნინო სურგულაძე.გამოქვეყნებულმა ფოტოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, ტყუპებმა კი უამრავი მილოცვა მიიღეს.

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს

სეისმური მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.„დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, სეისმური მონაცემების მუდმივი გადმოცემის პროცესისა და მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობის შესაძლო, დროებითი შეფერხება მოხდეს.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ცენტრი გაცნობებთ, რომ ქვეყანაში არსებული სეისმური და გეოდეზიური ქსელის მონაცემების გადმოცემაში შესაძლოა დროებითი შეფერხება წარმოიშვას, რაც მიწისძვრის რეაგირების სისტემის ფუნქციონირებაზე მოახდენს გავლენას.სერვისის გაუმჯობესების მიზნით, კომპანია მაგთიკომი განახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას 2025 წლის 9 ივნისს, 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე. აღნიშნულ პერიოდში მობილური მომსახურება, მათ შორის მონაცემთა გადაცემა (GPRS), შესაძლოა შეფერხდეს. შესაბამისად, დროებით შეწყდება სეისმური სადგურებიდან მონაცემთა შეუფერხებელი გადმოცემა.ამან შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს მიწისძვრის რეაგირების სისტემის მუშაობაში, რაც დამოკიდებულია სეისმური სადგურებიდან მონაცემების უწყვეტ მიღებაზე. ჩვენი გუნდი, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, მიწისძვრის ხდომილების შემთხვევაში, შეფერხებით, მაგრამ მაინც ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას ეპიცენტრისა და მაგნიტუდის შესახებ.დამატებით ინფორმაციას ქსელის ფუნქციონირების სრულად აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორი გაუფი როლან გაროსის ჩემპიონი გახდა

დასრულდა როლან გაროსის ქალთა ტურნირი, რომლის ფინალში ამერიკელმა კორი გაუფმა სამ სეტში დაამარცხა მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი ნომერი არინა საბალენკა – 6:7(5), 6:2, 6:4.ეს ამ ჩოგბურთელების მე-11 შეხვედრა იყო პროფესიულ ტურში – როლან გაროსის ფინალამდე მათ 5-5 გამარჯვება გაცვალეს.ფინალი უკეთ საბალენკამ დაიწყო და 20 წუთში 4:1 და 40:0 დაწინაურდა, მაგრამ გაუფმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. პარტიის ბოლოს საბალენკამ ორჯერ ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ამერიკელი 4:1-სა და 5:3-ს იგებდა, მაგრამ მისმა მეტოქემ სეტი ზედიზედ ოთხი ქულის მოგებით დახურა.მეორე სეტის დასაწყისი პირველს ჰგავდა, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად 4:1 გაუფი დაწინაურდა. ამერიკელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.მესამე სეტში გაუფმა ზედიზედ სამი გეიმი აიღო და 3:1 გავიდა წინ. ამერიკელს უპირატესობის განვრცობაც შეეძლო, მაგრამ საბალენკამ ბრეიკ-პოინტები მოიგერია და ანგარიში გაათანაბრა – 3:3. თუმცა, ამის შემდეგ, რეიტინგის ლიდერმა ნულზე წააგო საკუთარი მოწოდება, უკუბრეიკი ვეღარ შეასრულა და გაუფმა კარიერაში პირველად მოიგო როლან გაროსი.შეხვედრა 2 საათი და 42 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც გაუფმა 21 ბრეიკ-პოინტიდან 9 გამოიყენა, საბალენკამ – 13-დან 6. ამერიკელს „ვინერსებისა“ და არააუცილებელი შეცდომების რაოდენობა თანაბარი ჰქონდა (30/30), მისმა მეტოქემ კი 37 „ვინერსი“ შეასრულა და 70 (!) არააუცილებელი შეცდომა დაუშვა.ახლა, 21 წლის კორი გაუფი „დიდი სლემის“ ტურნირების ორგზის ჩემპიონია. მანამდე მან 2023 წელს აშშ-ის ღია პირველობა მოიგო და მაშინაც ფინალში საბალენკა დაამარცხა. სულ ამერიკელს კარიერაში WTA-ის დონეზე 10 ტიტული დაუგროვდა.როლან გაროსზე გამარჯვებისთვის გაუფმა 2.9 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ჯეი დი ვენსი – მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, საბოლოოდ ილონ მასკიც დაუბრუნდება

უბრალოდ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მხრიდან უდიდესი შეცდომაა მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანთან ომი, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ილონ მასკი დონალდ ტრამპის კეთილგანწყობის დაბრუნებას.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მასკის მხრიდან აშშ-ის პრეზიდენტზე თავდასხმა „დიდი შეცდომა“ იყო.„მე ყოველთვის პრეზიდენტის ერთგული ვიქნები და იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ილონიც დაუბრუნდება. შესაძლოა, ეს ახლა შეუძლებელია, რადგან ის ძალიან ფეთქებადი გახდა. ის და პრეზიდენტი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ თუ დაუპირისპირდებიან, რაც მთავარია, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, მაგრამ არ მგონია, ეს ილონისთვისაც კარგი იყოს“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები