,,ერთი არჩევანის გეოპოლიტიკური შედეგები
ირანის ახალი უზენაესი სულიერი ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯთაბა ხამენეის არჩევა ომის ფონზე, ასევე რეგიონული და საერთაშორისო ზეწოლის პირობებში, არ არის მხოლოდ შიდა მოვლენა. ეს მოვლენა სინამდვილეში მრავალშრიან გზავნილს შეიცავს მსოფლიოსთვის, რეგიონისა და ირანის შიდა საზოგადოებრივი აზრისათვის.
ეს მოვლენა, უწინარეს ყოვლისა, არის ირანის ინსტიტუციური უწყვეტობისა და პოლიტიკური ერთიანობის გამოხატულება თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. ეს ხდება მაშინ, როცა ბევრი გარე დამკვირებელი არასტაბილურობას ან ძალაუფლების ვაკუუმს მოელის.
ეს მოვლენა, სულ მცირე, სამ მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს:
1) გზავნილი დიდ ძალებს
ლიდერობის გადაცემა ასეთ პირობებში აჩვენებს, რომ ირანის პოლიტიკურ სტრუქტურას, მწვავე კრიზისის პირობებშიც კი, შეუძლია გააგრძელოს ქვეყნის მართვა და გადაწყვეტილების მიღება ყოველგვარი ვაკუუმის ან რღვევის გარეშე. ეს რეალობა გავლენას ახდენს დიდი და ახალგამოჩენილი ძალების სტრატეგიულ გათვლებზე და, გარკვეული თვალსაზრისით, ქმნის ახალ გეოპოლიტიკურ შეკავებას საერთაშორისო გარემოში.
2) გზავნილი რეგიონსა და მეზობლებს
სპარსეთის ყურიდან დაწყებული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ჩათვლით, ირანის მეზობლები ამჟამად დგანან ისეთი ქვეყნის წინაშე, რომლის ძალაუფლების სტრუქტურა კვლავ სტაბილური და ეფექტურია. ეს ნიშნავს, რომ ირანი გააგრძელებს აქტიური როლის შესრულებას მის გარშემო არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ხოლო მისი თავდაცვითი და რეგიონული პოლიტიკა გაგრძელდება. ასეთ პირობებში ირანს კვლავ შეუძლია დარჩეს ეფექტურ მოთამაშედ რეგიონული ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში.
3) შიდა გზავნილი და ეროვნული რწმენა
უსაფრთხოების კრიზისის ფონზე ლიდერობის გადაცემა აჩვენებს, რომ ირანმა არა მხოლოდ ზეწოლასა და დაძაბულობას გაუძლო, არამედ ამ რთულ ვითარებაში ლიდერთა ახალი თაობის აღზრდაც შეუძლია. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს შიდა ნდობისა და ეროვნული ერთიანობის განმტკიცებას და შექმნას კრიზისულ სიტუაციებში ძალაუფლების გადაცემის მართვის მნიშვნელოვანი მოდელი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:
საერთო ჯამში, ეს მოვლენა არ არის ცვლილება მხოლოდ უზენაესი სულიერი ლიდერის დონეზე; ეს გახლავთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის. გზავნილი, რომელიც აჩვენებს, რომ ირანი დარჩება ეფექტურ აქტორად რეგიონულ ბალანსში, ხოლო მომდევნო წლებში მისი როლი ახლო აღმოსავლეთსა და მის სამეზობლოში ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი იქნება”-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს

