სამშაბათი, ივნისი 17, 2025

რაჭის მუზეუმის საგამოფენო პროექტმა საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი მოიპოვა

რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award ოქროს პრიზი მოიპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა, ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით, შეიმუშავეს გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია. ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.

„გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება. პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება. გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.

პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ; შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.

რაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უნიკალური ექსპერიმენტი – ჩინეთში ღორის ემბრიონებში ადამიანის გულები გაზარდეს

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის გულების ღორის ემბრიონებში გაზრდა შეძლეს.Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტში ქიმერების შექმნის მეთოდი გამოიყენეს, როდესაც ორგანიზმში ადამიანისა და ცხოველის უჯრედებია შეზავებული. ასეთ პირობებში შესაძლებელია გადანერგისთვის ვარგისი ორგანოების განვითარება. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ტექნოლოგია დონორული ორგანოების ნაკლებობის პრობლემას გადაჭრის.მეცნიერებმა განმარტეს, რომ მუშაობისთვის ღორები ადამიანის ანატომიასთან მათი მსგავსების გამო აირჩიეს.მეთოდი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. თავდაპირველად ღორის ემბრიონს გულის ფორმირებისთვის საჭირო გენებს აცლიან. შემდეგ კი ემბრიონში წინასწარ მოდიფიცირებული ადამიანის ღეროვანი უჯრედები შეჰყავთ, რომლებსაც ზრდისა და გადარჩენის მაღალი უნარი აქვთ.როდესაც ემბრიონი მორულის ეტაპს აღწევს - დაახლოებით 12 უჯრედამდე, მას სურგოგატი ღორის ორგანიზმში ათავსებენ. ამის შემდეგ ადამიანის უჯრედები იწყებენ გულის ფორმირებას. ამ ექსპერიმენტში გულები 21 დღე ვითარდებოდა.მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებულ ორგანოების გასაზრდელად ტრანსპლანტაციისთვის. ამჟამად განვითარებაზე დაკვირვება დროებითია შეზღუდული, ხოლო ეთიკური საკითხები საერთაშორისო დისკუსიას საჭიროებს .

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, იერუსალიმსა და თელ ავივში აფეთქებების ხმა ისმის

ირანმა ისრაელზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.როგორც „ბიბისი” წერს, ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმსა და თელ ავივში.მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის ხმა ისმის.ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მაია ცქიტიშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ალექსანდრე ლომიძე არიან დაბარებულები, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" პროკურატურაში განუცხადეს.ალექსანდრე ლომიძე 17 ივნისს, 11:00 საათზე, მაია ცქიტიშვილი კი 18:00 საათზე მივა.შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება.

🎥ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება, რომელიც 16 ივნისით თარიღდება.ეზოტერიკოსი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებსა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.ვრცლად ↓

„ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია…“ – იაგო ხვიჩია

„ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„მე ხშირად ვამბობ ამას, თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული - არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ პირიქით ვიზამთ ამას, მაშინ კი... ჩემი აზრით, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი საერთოდ არ გააჩნია. ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირავოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზრზე მოვიდეს“,  - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები