ორშაბათი, ივლისი 13, 2026

„რაც აცვიათ, ის დარჩათ“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახლი დაიწვა

დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ვან-ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.

როგორც “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ზომლეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამირან ხაჯიბეგოვმა განუცხადა, შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

“სახლი დაიწვა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ხანძრის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ”,_ ამბობს  ამირან ხაჯიბეგოვი.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” ერთ-ერთი წევრი წერს:

“მოგესალმებით ჩემო კეთილო ადამიანებო..იქნებ გულთან მიიტანოთ ეს ამბავი …დღეს ჩოხატაურის რაიონში სოფელ ვან_ზომლეთში მოხდა ხანძარი….დარჩა მამა- შვილი უსახლკაროდ,  ღამის გასათევი არ ააქვთ… ყველაფერი დაეწვათ რაც ჰქონდათ..მხოლოდ რაც აცვიათ ის დარჩათ…ბავშვი არის 11 წლის ბიჭი…იქნებ დროებით რამე გამოუნახოთ, სანამ რამეს იზამს…მერია დაპირდა აშენებას მაგრამ მანამდე ხომ უნდა საარსებო წყარო..იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერება და გულთან მიიტანოთ ეს ამბავი..  გთხოვთ, გადავაზიაროთ ყველამ”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს...

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.„მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა ჩვენი ერის გადარჩენა, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების.დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, ჩვენს უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი აწ განსვენებული, ნეტარხსენებული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ჩვენ დავფიქრდეთ ვართ თუ არა მზად გავაგრძელოთ ეს მემკვიდრეობა, მივბაძოთ მათ მაგალითს, გავყვეთ მათ გზას“, - აღნიშნა პატრიარქმა.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს

ევროკავშირი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას გეგმავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.მისი განმარტებით, ევროკომისია ზაფხულის შემდეგ წარადგენს წინადადებას, რომელიც ბავშვების სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომას შეზღუდავს.„საქმე არ ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა. საქმე ეხება იმას, შეუძლიათ თუ არა და როდის შეუძლიათ სოციალურ მედიას ჩვენს შვილებს წვდომა. კითხვა აღარ არის ის, ემუქრებათ თუ არა ბავშვებს ონლაინ რისკები, არამედ ის, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ ბავშვები ონლაინში უფრო უსაფრთხოდ იყვნენ. ჩვენს შვილებს რეალურ სამყაროში დრო სჭირდებათ – დრო თამაშის, პირისპირ მეგობრობის დამყარების, შეცდომების დაშვების, საკუთარი იდენტობისა და პიროვნების ჩამოყალიბების დრო, ვიდრე ალგორითმი მათ ჩამოაყალიბებს. და მე მჯერა, რომ ეს დრო ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ. თუ გვინდა, რომ ბავშვობა დავიცვათ, რისკებიდან უნდა დავიწყოთ იქ, სადაც ყველაზე დიდია. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ პლატფორმების ტიპი, რომლებიც საზიანოა ჩვენი შვილებისთვის და მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ეს ძირითადად სოციალური მედიის პლატფორმებია. ასევე სხვა პროვაიდერები ასაკისთვის შეუფერებელი და დამოკიდებულების გამომწვევი ფუნქციებით”, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ირაკლი კობახიძე – 2012 წელს ციხეები გადავსებული იყო, 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, უმეტეს შემთხვევაში მძიმე ან...

გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით,  მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ის რესურსი, რომელიც ჩვენ არსებობს ამნისტიის მიმართულებით და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია საქართველოს პრეზიდენტთან.„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში. დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000. რაც შეეხება პატიმრების რაოდენობას, ჩვენი ზოგადი სურვილია პატიმრების რაოდენობა იყოს ნაკლები. ჩვენ გვაქვს გაძლიერებული ანტიკრიმინალური პოლიტიკა, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ზომა იქნა მიღებული ამ მიმართულებით, მათ შორის ნარკოტიკების მიმართულებით. ძალიან მძიმე ვითარება იყო და მხოლოდ ამ ნაწილში დაგვჭირდა ჩვენ 3000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება. პირდაპირ საუბარი იყო ნარკოტიკების რეალიზაციაზე. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ შემთხვევაში, ძალიან რთულია ამნისტიაზე ან შეწყალებაზე ფიქრი. ეს არ იქნება სწორი. ძირითადი რა კონტინგენტზეც ვსაუბრობთ, უმეტეს შემთხვევაში ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან მსჯავრდებული მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე და რთული კატეგორიის დანაშაულებისთვის. აქედან გამომდინარე, რესურსი შეიძლება ძალიან დიდი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენ გვაქვს ამნისტიის მიმართულებით და რომელიც პრეზიდენტს აქვს შეწყალების მიმართულებით. ძალიან დიდი იყო შეწყალებული პატიმრების რაოდენობა 2024 წლის ბოლოდან მოყოლებული, 2025 წლიდან ძალიან ბევრი პატიმარი იქნა შეწყალებული. შესაბამისად, შეწყალების რესურსი შემცირდა. თუმცა, მაქსიმალურად შევეცდებით ავითვისოთ ის რესურსი, რომელიც არსებობს და ამ კუთხით გაგრძელდება აქტიური კომუნიკაცია  საქართველოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრემიერმა.

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება

15 ივლისიდან თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დაწყება ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის გააქტიურების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩინეთის უდიდესი მეგაპოლისი, რომელიც ყოველდღიურად მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს, მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს.ქალაქის მნიშვნელობასა და ტურისტულ პოტენციალზე ჩინეთის ტურისტული სერვისების სათაო ოფისის წარმომადგენელმა ქსუნ ჟანმა ისაუბრა."შანხაის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ქალაქი საერთაშორისო ავიარეისების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰაბია ჩინეთში. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ 500 წელზე მეტი ხნის ისტორიის მქონე ბაღები, 400 წელზე ძველი ტაძრები და ამავე დროს, იხილოთ თანამედროვე ჩინეთის სიმბოლო - ცათამბჯენებით სავსე ქალაქი. სწორედ ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალური შერწყმა აქცევს შანხაის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქალაქად," - განაცხადა ქსუნ ჟანმა.შანხაიში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნის მდიდარი წარსული და სწრაფად მზარდი თანამედროვეობა ერთდროულად შეიგრძნონ.მოგზაურებისთვის ჩინეთის კულტურის გაცნობის მნიშვნელობაზე შანხაის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იეჰუა ჩენმა გააკეთა განცხადება."თუ ჩინეთში ჩამოსვლას გეგმავთ, მე გირჩევდით, რომ ამ ქვეყნის შესწავლა შანხაით ან პეკინით დაიწყოთ. ჩინეთში ჩამოსვლისას, ყველას სურს მეტი გაიგოს ჩვენი ისტორიის შესახებ. შანხაის შედარებით ახალი ისტორია აქვს, თუმცა აქ ყველაფერი ყოველწლიურად ძალიან სწრაფად იცვლება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ქალაქი ძალიან შეიცვალა. შანხაიში შეგიძლიათ ერთდროულად დაინახოთ წარსული, თანამედროვეობა და მომავალი," - განაცხადა იეჰუა ჩენმა.

ირაკლი კობახიძე – ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განაგრძობს თავად საპარლამენტო ასამბლეა საქმიანობას, დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება...

ეუთო-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა ამ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განაგრძობს თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის საქმიანობას – დარჩება კვლავაც ჯო უილსონის დონეზე, თუ ამაღლდება ჯო უილსონის დონეზე ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ეს იქნება პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს დელეგაციისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობისთვის.„ ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება თავად ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემდგომ საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები