ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

რატი იონათამიშვილი: წინასაარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს ემალებოდნენ, ახლა დროებით საგამოძიებო კომისიას ემალებიან, მაგრამ როგორც არ უნდა დაიმალონ, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა

ვინც კითხვებზე საპასუხოდ მზად არის, რასაკვირველია მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები იმალებიან, ემალებიან საჯაროობას, ემალებიან იმ კითხვებს, რაც გააჩნია ჩვენს საზოგადოებას, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა იმ პირებზე საუბრისას, რომლებიც დაბარების მიუხედავად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომებს არ ესწრებიან.

დეპუტატის თქმით, ამ საქციელით ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ დანაშაულებში მონაწილეები არიან.

„წინასაარჩევნო პერიოდში ეს ადამიანები საკუთარ ამომრჩევლებს ემალებოდნენ, ახლა როდესაც მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები, ემალებიან ამ კომისიას. მაგრამ ვინც და როგორც არ უნდა დაიმალოს, პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა. ყველას შევახსენებ, რომ ამ კომისიისგან თავის არიდება, კითხვებზე თავის არ იდება და გამოუცხადებლობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და ეს მიდგომა არის ევროპული სტანდარტი. ასე რომ, ეს ადამიანები ვინც არ ცხადდებიან ამ კომისიაზე, სინამდვილეში აღიარებენ, რომ ისინი არიან თანამზრახველები დანაშაულების და სწორედ ამიტომ იქცევიან ასე. სხვა მხრივ, პირიქით, მათი ინტერესი უნდა იყოს რომ წარდგნენ ამ კომისიაზე და საკუთარი პოზიციები გააჟღერონ და ლოგიკურიც ასე იქნებოდა, მაგრამ სწორედ ის რომ, ამ ადამიანებს ეშინიათ, იმალებიან და არ ცხადდებიან კომისიაზე, გვაჩვენებს იმას, რომ ამით ფაქტობრივად ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან. თუ ჰგონია ვინმეს, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა – არა; ადრე თუ გვიან მათ მოუწევთ, რომ ყველა იმ ლეგიტიმურ კითხვას გასცენ პასუხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ასევე ლეგიტიმურად აქვს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

საგამოძიებო კომისიის სხდომებს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საცირკო სანახაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მათ ამ სხდომებზე არ მისვლას აქვს არგუმენტი – ეს არის მათი პოლიტიკური ხედვა, რომ პარლამენტს არ აღიარებენ.

დაბარების მიუხედავად, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ არ გამოცხადდა ირაკლი ოქრუაშვილი. მამუკა ხაზარაძის მიმართ დაწყებულია გამოძიება, ბადრი ჯაფარიძეზე კი კომისიამ შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართა.

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის 349-ე მუხლით უკვე აღიძრა, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის” გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. იგივე მუხლით ელის პასუხისგება ხაზარაძის პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესაც. „ლელოს“ ლიდერები სხდომაზე მას შემდეგ დაიბარეს, როცა ნავთობკომპანია „მაგნატის“ საქმე განიხილეს. ბიზნესმენმა ჯემალ ლეონიძემ გაიხსენა, თუ რა როლი ჰქონდათ მისთვის ბიზნესის წართმევასა და კეზერაშვილისთვის გადაცემაში, სწორედ ხაზარაძე-ჯაფარიძეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ანა წითლიძე – სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხს იმედი გაუცრუვდებოდა

აქციებისას სალომე ზურაბიშვილს Slay queen-ს რომ ეძახდნენ, ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა, მარტივი დასანახი იყო, არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარტია „გირჩის“ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ განაცხადა.წითლიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ლიდერის სტატუსი აიღოს.„სალომე ზურაბიშვილი როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, იქიდან მოყოლებული, ყველას ახსოვს, რომ იმ აქციების ორგანიზატორი მე ვიყავი. მათ შორის სალობიეში რომ დავადექით. სადაც მიდიოდა, მასთან მე ეს დამოკიდებულება მქონდა პირველივე დღიდან, ომზე მისი განცხადებების გამო და ა.შ. მერე, როდესაც უკვე გასაოცრად ნორმალური პოზიციები ჰქონდა, მე მისი ბრძოლის ამ ეტაპს ნამდვილად ვაფასებ. თუმცა, სალომე ზურაბიშვილი არასოდეს ყოფილა განხილული ჩვენი პარტიის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ვმონაწილეობდით ყველა მის ერთობაში, კოორდინაციაში, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია ლიდერის სტატუსი აიღოს. ჩემთვის უცხოც კი იყო.აქციებისას Slay queen-ს რომ ეძახდნენ, მაშინაც ვიცოდი, დადგებოდა ეტაპი, როდესაც ეს ხალხი ძალიან იმედგაცრუებული იქნებოდა. ეს ძალიან მარტივი დასანახი იყო ჩემთვის, ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის. არ ვთვლი, რომ ვიღაც ერთზე უნდა გადატყდეს ყველაფერი და ვთქვათ, რომ სალომეს შეეძლო და არ გააკეთა. ობიექტური, რეალური სიტუაცია არის ის, რომ რეჟიმი გვმართავს, რომელსაც ყველა რესურსი აქვს და შენ აქეთ არაფერი გაქვს. შესაბამისად, გააპროტესტებ – გიჭერს, სასამართლო, პროკურატურა მაგის ხელშია, უბედურებებს ატრიალებს. ამ მოცემულობაში ერთი ღმერთი ვერ გამოჩნდება, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის და ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, არც სალომეს“, – აღნიშნა წითლიძემ.მისივე თქმით, „საზოგადოებასაც ადეკვატური მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე, მაგრამ ხალხს პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა უბიძგონ, რომ არასწორი მოლოდინები არ შეუქმნან“.„რას იძახიან? რეჟიმი ყანყალებსო – რა სიგიჟეა. კი, პრობლემა აქვს „ქართულ ოცნებას“, რადგან ლეგიტიმაცია მათთვის პრობლემაა საერთაშორისო დონეზე, ეს აქციებიც პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის ის, რომ რეჟიმი ამით რამდენიმე დღეში ჩამოინგრევა. ამიტომ, ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, რომ ეს ხუთდღიანი ბრძოლა არ არის“, – განაცხადა წითლიძემ.ამასთან, წითლიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის გაკეთებული ანალიზი, რეალურად რა მოხდა არჩევნებზე.„ვინმემ გააკეთა ანალიზი, არჩევნებზე რა მოუვიდა, რა მოხდა? რაღაც ორსაათიან პრეზენტაციებს რომ გვანახებდნენ ხოლმე, „ახლებს“ ცესკო-ს ოქმები რომ ჰქონდათ მიტანილი, ისიც ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რომ იყო და ეგონათ, ეგ იყო გაყალბების მასალები. ამ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების მხრიდან არ არის ანალიზი გაკეთებული, რა უქნა მათ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილმა. არ იციან, აზრზე არ არიან, ამიტომ, ყველა არჩევნებზე, სადაც გავლენ, ისევ მაგას გაუკეთებს ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს აზიის საფრთხეებს.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ბოლო სიახლეები