ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის

„ქართული ოცნების“ გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენი კამპანია უკვე დაწყებულია ამ პრინციპებზე დაფუძნებით, კიდევ უფრო გამყარდება და იქნება ნამდვილი ევროპული ტიპის, საქმეზე ორიენტირებული, შინაარსიანი, თემატური და მრავალფეროვანი, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოება ხედავდეს, ვინ როგორ მომზადებული ხვდება საარჩევნო პროცესებს, ვის რა მიზნები გააჩნია, ვინ რა ტაქტიკას ირჩევს და როგორ ელაპარაკება საკუთარ ამომრჩეველს.

„მაგალითად, რადიკალური და ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან მთელი თვეების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით მხოლოდ ერთ სურათს – ხან როგორ ვერ თანხმდებოდნენ მაჟორიტარ კანდიდატებზე, ხან როგორ თანხმდებოდნენ, ხან მერე ისევ როგორ ვერ თანხმდებოდნენ და ამით, ფაქტობრივად, გაიკოტრეს საბოლოოდ ისედაც გაკოტრებული იმიჯი და რეპუტაცია ჩვენი მოსახლეობის წინაშე.

„სულ რამდენიმე დღის წინ ჩემთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის რუკა, სადაც გაწითლებული იყო საქართველოს განუყოფელი ტერიტორიები და ეს ჩემთვის იყო ძალიან შემაძრწუნებელი. დავეთანხმები მდინარაძეს, როდესაც მან თქვა, რომ თავიდან ფეიკი ეგონა და მეც თავიდან სიცრუე მეგონა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ატრიბუტიკის გამოყენებას ვინმე გაბედავდა, მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიაში. დიახაც, საქართველოს რუკას ისეთივე პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, როგორც ჩვენს ეროვნულ დროშას და არავის აქვს უფლება, რომ საარჩევნო რეკვიზიტად გამოიყენოს, დაქუცმაცებულად წარმოაჩინოს ის რუკა, რაც ჩვენთვის ორგანულია და განუყოფელია, ამიტომ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნამდვილად დადგება და დარწმუნებული ვარ ამისი პასუხი იქნება მოახლოებულ არჩევნებში“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ფრაქციის თავმჯდომარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ დღეებში ბოდიშის მოხდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფარისევლურ ბოდიშის მოხდას – დიახ, ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება ექნებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სამი ინსტანციით მსჯავრდებული ადამიანი მოიხდიდა სასჯელს, გამოვიდოდა საპატიმროდან და მაშინ მოიხდიდა ბოდიშს მთლიანად საზოგადოების წინაშე და იმ ოჯახების წინაშე, რომლებიც გააუბედურა თავისი მტარვალი რეჟიმის დროს და არა მაშინ, როდესაც არჩევნებამდე არის დარჩენილი ორ თვეზე ნაკლები. ამიტომ არ არის ის გულწრფელი. ამიტომ იტყუება ის ამჯერადაც. და ეს არის ზუსტად მიის სახე და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას მხარს დაუჭერს, ვინც მის „გაპრავებას“ ეცდება, ავტომატურად იქნება მხარდამჭერი და თანამოაზრე მისი წარსულში ჩადენილი დანაშაულების, იმიტომ, რომ მომავალში მას დანაშაულის ჩადენის უფლებას და საშუალებას ჩვენ არ მივცემთ მას, გამოსწორების შანსი შეიძლება მივცეთ, როდესაც ის საბოლოო ჯამში ნამდვილად აღმოჩნდება ქართულ საპატიმროში, რადგანაც სამართლიანობა იმსახურებს ამას. ასეთ ტყუილებს რომ კადრულობთ ახლა, წინასაარჩევნოდ, რამდენ ტყუილსაც იკადრებთ, იმდენი მწარე პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ქართული საზოგადოების მხრიდანაც. „ქართული ოცნება“ თავის ამომრჩეველს და მოსახლეობას ელაპარაკება მხოლოდ საქმეზე, ელაპარაკება მხოლოდ მომავალზე, რადგანაც ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის, რომ ერთად ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის – საქართველოს წარმატებისთვის“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.​

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ირაკლი კობახიძე – ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანისთვის შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ ანაზღაურება

თეორიულად შეუძლებელია, ადამიანებმა რვა საათი იმუშაონ სხვადასხვა სამსახურში, ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კობახიძის თქმით, ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გაეზარდოთ შესაბამის პირებს ანაზღაურება.„მიზანი არის ხარჯების ოპტიმიზაცია. სახელმწიფო საწარმოებში, კადრების ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ უკვე დავზოგეთ 60 მლნ ლარზე მეტი.  არასწორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული, როდესაც ადამიანები ერთდროულად, სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ ორგან და ზოგჯერ სამგანაც, თეორიულად შეუძლებელია, რვა საათი იმუშაონ ორგან და სამგან სხვადასხვა სამსახურში. ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს. აქაც მოხდება ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, უფრო სწორად იმუშავებს საჯარო სამსახური. ორგან მუშაობის მიზეზი თუ არის ის, რომ საკმარისი არ არის ადამიანის ანაზღაურება და შემოსავალი, ამ შემთხვევაში, უნდა გავუზარდოთ შესაბამის პირს ანაზღაურება. არის დეფიციტური პროფესიები და არის შემთხვევები, როდესაც საჯარო სამსახურში ანაზღაურება ვერ პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. ასეთ პირობებში ჩვენ ფიქტიურად ან ხელოვნურად კი არ უნდა დავასაქმოთ ორგან და სამგან, უნდა შევთავაზოთ ბაზრის მოთხოვნების შესატყვისი ანაზღაურება. ეს იქნება სწორი პრინციპი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა კალაძე – გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილი

ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია: გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი, – ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოში საქმიანობის შესახებ და გერმანიის მთავრობის განმარტებებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, გარედან არის თავს მოხვეული და დაფინანსებული.„ძალიან მიმძიმს ამაზე საუბარი და ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა  ერთი რამ შემდგარი ფაქტია – ის, რომ გერმანიის ელჩი არის ნაწილი იმ ძალადობრივი ჯგუფებისა, რომლებიც დღეს დედაქალაქში არიან წარმოდგენილნი და მთავარი წამხალისებელი. ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ყველაფერი, რასაც დედაქალაქის ქუჩებში ვხედავთ, არის გარედან თავს მოხვეული, დაფინანსებული. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები, უცხოელების სახით, ქვეყნის შიგნით აქ, საქართველოში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები არიან და მენეჯმენტს უწევენ აღნიშნულ ქმედებებს. ძალიან მძიმე და სამწუხაროა ეს ყველაფერი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ბოლო სიახლეები