ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ნარკოპოლიტიკის მიმართ ეს გზავნილი არის მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ის ნარკოლიბერალიზაციის მიმართულება, რომელიც გარედან იყო თავს მოხვეული, იყო ნაკარნახევი ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამიტომაც არის საჭირო, რომ ამ მხრივ ქმედითი, პროპორციული და ქმედითი ნაბიჯების იყოს გადადგმული ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პარლამენტმა, ნარკოპოლიტიკაზე გამკაცრებული კანონმდებლობა დაამტკიცა. განხილვები დასრულებულია. გამკაცრებული სასჯელი და ახალი რეგულაციები ძირითადად ეხება ნარკორეალიზატორებს. კანონპროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება ხელმოსაწერად.