„გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ აღიარების კვირეული. როგორც ჩანს, ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტვ „რუსთავი 2“-ის ეთერში. „პირველი იყო მიხეილ სააკაშვილის აღიარება იმ უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც მას აქვს ჩადენილი, რითაც ფაქტობრივად დაასრულა ის დისკუსია, რომ თითქოს ის არის პოლიტიკური დევნილი. შემდეგ იყო გვარამიას მხრიდან აღიარება, რომ ოჯახის და სამშობლოს სიყვარული ყოფილა თურმე ავადმყოფობა. მას შემდეგ, რაც დაასახელეს პრემიერობის კანდიდატად, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” აღიარა, რომ არის მისი თანამოაზრე იმ დანაშაულებებში, რაც აქვს ჩადენილი. ასევე გავიგეთ საინტერესო ფაქტი, რომ ის ასოცირდება მათთვის 500-ევროიან კუპიურასთან და ამის კულმინაცია იყო ბოლოს ჩერგოლეიშვილის აღიარება, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს, რაზეც ჩვენ ყოველთვის მივუთითებდით. ეს არის რეალობა. როგორც ჩანს, ისინი იმდენად არიან ,,აჭრილები” და დაბნეულები, რომ ამ აღიარებითი ჩვენებების მიცემას საზოგადოების წინაშე გააგრძელებენ. დასკვნა ასეთია: ჩვენმა საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა ისინი ჩამოაშორეს ხელისუფლებას იმიტომ, რომ ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა და პრეტენზია. ეს პრეტენზიები კიდევ უფრო გაღრმავდა მაშინ, როდესაც არიან უკვე ოპოზიციაში, რადგან მაშინაც და დღესაც ცდილობენ დაძაბულობასა და ესკალაციას გადააყოლონ ჩვენი ქვეყანა. და როგორც მაშინ თქვა უარი ჩვენმა მოსახლეობამ მათ ხელისფლებაში ყოფნაზე , ისე ეტყვის დღეს უარს იმაზეც , რომ ისინი დარჩნენ ოპოზიციაში, რადგანაც ვერცერთ შემთხვევაში ისინი ვერ ასრულებდნენ იმ ვალდებულებას და როლს, რაც უნდა ჰქონდეთ. მინდა საზოგადოებას შევახსენო, რა საქმეებიდან არის მიხეილ სააკაშვილი დამნაშავე. ის დამნაშავედაა ცნობილი გირგვლიანის საქმეზე; ვალერი გელაშვილის გატაცებისა და წამების საქმეზე; ბრალდებულია 8 მლნ. ლარის ოდენობის სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმეზე, ასევე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტვ “იმედში“ შეჭრასა და დარბევაში. ერთადერთი შემთხვევაა, როცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში სახელობით არის მოხსენეიებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც დამნაშავე. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ არის გულწრფელი და ობიექტური, საკაშვილის ადვოკატები თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტყილება. სააკაშვილი შეცდომებს უწოდებს იმ დანაშაულებს, რაც სტრასბურგის სასამართლოშია მითითებული. როდესაც ის მოიხდის სასჯელს (ჯამში მას 11 წელზე მეტი აქვს მისჯილი სხვადასხვა საქმეებზე) და საპატიმროდან გამოვა, ამის შემდეგ ექნება ამის უფლება, თუ ის ოჯახები მისცემენ ამ უფლებას, ვისი წევრების სიცოცხლეც მოსპო და ვინც გააუბედურა თავისი მმართველბის შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტით. მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა მას შესაძლებლობა, მოეხადა ბოდიში და არა მაშინ, როცა პეიზაჟების ფონზე სეირნობს და არჩევნებამდე 1 თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. ამას ამბობს იმიტომ, რომ ფიქრობს, ვიღაცეების გულს ასეთი ფარისევლობით მოიგებს. ეს არის ლუსტრაცია, რომ ბოდიშის მოხადაშიც არ არიან ისინი გულწრფელები. როგორც ხელისუფლებას ჩამოაშორა ჩვენმა საზოგადოებამ ეს კრიმინალური ორგანიზაცია, ისე ჩამოაშორებს ოპოზიციასაც, რადგან ოპოპოზიციაში ყოფნის დროსაც ერთადერთი, რითაც თავს გვამახსოვრებენ, არის დესტრუქცია, რადიკალიზმი, სიძულვილის ენა, რაც ყველა ეტაპზე იყო მათი სავიზიტო ბარათი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რატი იონათამიშვილი: აღიარებების კულმინაცია იყო ჩერგოლეიშვილის სიტყვები, რომ თურმე 2016 წელს ისინი აყალბებდნენ სოციოლოგიურ კვლევებს
მედია – რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუსეთში „დოჟდის“ ჟურნალისტს დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს რუსეთში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.კერძოდ, მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ “დოჟდის” ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა “ომის ფეიკების” გავრცელებისთვის.აღნიშნულია, რომ რუსეთში ეს პირველი ცნობილი საქმეა, როდესაც ბრალდება ეფუძნება არა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კრიტიკას, არამედ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას.ცნობისთვის, კიჩიგინამ სოციალურ ქსელ Instagram-ში ე.წ. სთორიზე 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომზე დაწერა:“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”.თავად კიჩიგინას თქმით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის შესახებ პოსტი უბრალოდ საბაბი იყო და მას რეალურად ე.წ. “ბაიმაკსკის საქმის” გაშუქებისთვის დევნიან.
ისრაელის მედია – აბას არაღჩიმ სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ისრაელის მედია მაღალი რანგის ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.Ynet-ის ინფორმაციით, უიტკოფისა და არაღჩის საუბარი 19 მარტს გაიმართა.ამასთან, ისრაელი ვაშინგტონსა და თეირანს შორის პირდაპირი კონტაქტების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.გამოცემის წყაროს თქმით, არაღჩისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-ისთვის ეჩვენებინა, როგორ არის მოწყობილი ძალაუფლება ირანში და ამერიკელებს სცოდნოდათ, რომ თავად არაღჩიც მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელია.საუბრის დროს არაღჩიმ განაცხადა, რომ ხამენეი მზად არის ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებისთვის, თუმცა მხოლოდ თეირანის პირობების შესრულების შემთხვევაში.Ynet-ი აღნიშნავს, რომ საუბარია დაახლოებით ისეთსავე პირობებზე, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ჟენევაში ომამდე გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა.კერძოდ, ირანი მზად არის, განიხილოს გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანა, თუმცა არ არის მზად, სრულად თქვას უარი ბირთვულ პროგრამასა და ბალისტიკურ რაკეტებზე.ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებზე 23 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც ისაუბრა. მან მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი და პროდუქტიული“ უწოდა. ამის ფონზე აშშ-ის პრეზიდენტმა პენტაგონს დაავალა, ხუთი დღით გადაედო ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.ირანი უარყოფს, რომ აშშ-თან რაიმე მოლაპარაკებებს მართავდა.გამოცემა „აქსიოსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში შუამავლების როლს თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი ასრულებდნენ. ორი დღის განმავლობაში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალ-ცალკე გამართეს შეხვედრები როგორც ამერიკულ, ისე ირანულ მხარესთან.
უკრაინული მედია – რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაიორი აცხადებს, რომ რუსეთი ბელარუსში დრონების გამშვები პუნქტების განთავსებას გეგმავს.უკრაინული მედიის თქმით, მოსკოვის ეს გეგმა თუ განხორციელდება, მაშინ ეს რუსეთის დრონების მართვის დიაპაზონს მნიშვნელოვნად გაზრდის.უკრაინელი ომის ექსპერტი და ყოფილი მაიორი ალექსეი გეტმანი აცხადებს, რომ თანამგზავრული კომუნიკაციის გარეშე ოპერატორს არ შეუძლია დრონის ეფექტურად მართვა დიდ მანძილზე და თუ რუსეთი ასეთ ანტენებს ბელარუსში განათავსებს, ის დრონების მართვის ზონას მნიშვნელოვნად გაზრდის.ექსპერტის თქმით, ბელარუსში ასეთი სისტემების განთავსება კიევისა და სასაზღვრო რეგიონებისთვის დამატებით რისკებს ქმნის, რადგან ეს რუსული ძალებისთვის დრონების დამიზნებას ამარტივებს.უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთი ბელარუსში დრონების მართვის, სულ მცირე, ოთხ შორ მანძილზე მოქმედი სადგურის განთავსებას განიხილავს.
გია ვოლსკი – სამძიმარზე ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან, ელჩებს მადლობა
დიდხანს პროპაგანდა მეფობდა, რომ ყველაფერი პრორუსულია, თითქოს ქართული ეკლესიაც პრორუსულია იმის გამო, რომ რუსეთის ეკლესიას არ ლანძღავს, მწვავე განცხადებებს არ აკეთებს. საქართველოს ხელისუფლებასაც პრორუსს უწოდებდნენ იმის გამო, რომ ისეთ დაპირისპირებაში არ შედის, რომელიც ქვეყნისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, ეს ტრენდია, რომელსაც ევროპელი ლიდერები ვერ დაუპირისპირდნენ და გაურკვევლობაშიც ჩავარდნენ.„ევროპელი ელჩები დაკრძალვის დღეს იყვნენ და სამძიმარიც გამოხატეს. მახინჯი ტრენდი ჩამოყალიბდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თითქოსდა პრორუსულია. ეკლესია კი, რომელიც მას მხარს უჭერს, შერაცხული იყო პრორუსულ რაღაც სტრუქტურად. ის დამოკიდებულებაც აქედან გამომდინარეობს, რაც ვიხილეთ. ელჩებს მადლობა, რომ ქართულ ეკლესიას და პატრიარქს პატივი მიაგეს, მაგრამ განცხადებების არგაკეთება, რაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რუბიოს მხრიდან გავიგეთ, იმის გამოხატულებაა, რომ პოლიტიკური რაკურსით განიხილავენ ეკლესიას და ყურადღებას არ აქცევენ რეალური დამოკიდებულების გამოხატულებას, რისი დემონსტრირებაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა მოახდინა. გარკვეული ტრენდი შექმნეს და ამას საზოგადოების დიდი ნაწილი დაუპირისპირდა. ამ გაურკვევლობამ პოლიტიკური პოზიცია ჩამოაყალიბა და ეცადნენ, რომ ქვეყანაში არსებული რეალობა ამ პოლიტიკური ტრენდით გადაეფარათ. მათი დუმილი არანაირ მხარდაჭერას და სიმპათიას არ გამოხატავდა, რაც საქართველოს თავს დაატყდა. ეს ყველაფერი სამწუხაროა, მაგრამ სამძიმარზე მათი ელჩების მოსვლამ, შეიძლება, დააბალანსოს ის დუმილი, რომელიც გავიგეთ ევროპული დედაქალაქებიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
🎥 ტყიბულის სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველების გამოყვანა განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს.
