ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

რატი იონათამიშვილი – ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, ამას არასოდეს ავყვებით

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილს კითხვა დაუსვეს ანდრეი კასიანოვის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოსახლეობის სისხლზე“.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.

„ანდრეი კასიანოვის განცხადება არის უმძიმესი და უბინძურესი პროვოკაცია, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება. დღეს პროვიკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის სასტიკ, გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან, რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს

უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა.ელჩის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ.„ძალიან მადლიერი ვარ პოლონეთის საელჩოსი, პოლონეთი ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, ასევე უკრაინის საელჩოს ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ყველასკენაა მიმართული. ჩვენ ვართ სამიზნეები, უკრაინა, რა თქმა უნდა, განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიას და იცავს თავს, ხოლო საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. როგორც ვიცით, საქართველოს 20 პროცენტი კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასე რომ, ეს არის ექსპერტების შეხვედრა და დიდი სიამოვნებით შევიტან ჩემს წვლილს ამ შეხვედრაში, რომელიც ეხება რუსეთის იმპერიალისტურ მიდგომას ყველას მიმართ“, – განაცხადა ელჩმა.ჰერჩინსკის განცხადებით, რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია.„რაც ვისწავლეთ არის ის, რომ რუსეთს არ უნდა ვენდოთ. რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომლის სამიზნეც მეზობელი ქვეყნებია. რუსეთის ქმედებები, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ – სასტიკი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი აგრესია, ასევე სხვა ჰიბრიდული ქმედებები მეზობლად მყოფი ქვეყნების წინააღმდეგ, სათანადო პასუხს საჭიროებს. სწორედ ამიტომ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ მტკიცე და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა ელჩმა.

პაველ ჰერჩინსკი – პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა, ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები

ჩვენ რა თქმა უნდა აქტიურად ვაკვირდებით, რა ხდება საქართველოში, როგორც მანამდე ვთქვი, ევროკავშირი ეფუძნება ძალიან ცხად პრინციპებს, ერთ-ერთი ასეთი პრინციპია დემოკრატია, დემოკრატია ნიშნავს მრავალპარტიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ელჩის თქმით, ეს ნიშნავს მოქალაქეების შესაძლებლობას, შექმნან პოლიტიკური პარტია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.„პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვა არ არის ევროპული გზა. ევროპული გზა არის დიალოგი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს განსხვავებები, რაც მოსალოდნელია, არის დიალოგი. ადამიანები აკეთებენ დათმობებს და ქმნიან საერთო პოზიციას, რომელიც ეფუძნება გაგებას, ტოლერანტობას, ევროკავშირის მიმართულებით სვლას და სამწუხაროდ, ეს არ არის ის, რაც საქართველოში ხდება“, – განაცხადა ელჩმა.

გიორგი მიქაუტაძე ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მოხვდა

ევროპა ლიგის ფინალამდე, უეფა-მ გოლებისა და საგოლე გადაცემების ოფიციალური სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც გიორგი მიქაუტაძე ორ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის მოხვდა.„ლიონის“ 24 წლის ქართველი თავდამსხმელი 2024/25 წლების ევროპის ლიგაზე საგოლე გადაცემებით მესამე ადგილზეა. გარდა ამისა, მიქაუტაძე იმ მოთამაშეთა შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს გოლი+პასის სისტემით.საგოლე პასები (ევროპა ლიგა 2024/25):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 8დრის მერტენსი („გალათასარაი“) – 6გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“) – 5გოლი + პასი (ჯამური ქულა):რაიან ჩერკი („ლიონი“) – 12ბრუნო ფერნანდეში („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 11ჟორჟ მიქაუტაძე („ლიონი“) და დომინიკ სოლანკე („ტოტენჰემი“) – 9შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ უეფა-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირის მიმდინარე სეზონში მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. აღნიშნულ ეტაპზე მიქაუტაძის გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდა.

შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს

მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება, მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამაშველო ღონისძიებაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართული არიან მყვინთავთა ჯგუფი.„თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა-საბერძნეთში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა

საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კუნძულ კასოსთან მოხდა.საბერძნეთის საგანგებო სამსახურებმა მოსახლეობას სანაპიროს დატოვებისკენ მოუწოდეს.კუნძული კასოსი, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1000 ადამიანია, ეგეოსის ზღვაში მდებარეობს კრეტასა და როდოსს შორის.მიწისძვრა იგრძნეს ეგვიპტეში, ისრაელსა და თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიც.

ბოლო სიახლეები