რატი ბრეგაძე: „ქალბატონი თინა ბოკუჩავა ომახიანად ითხოვდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. გადავეცით, მაგრამ არც ჩაუხედავს, ისე დატოვა აქ. ეს არის მათი რეალური სახე, არ აინტერესებთ სიმართლე“

Read Time:32 Second

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პარლამენტის მანდატურის სამსახურმა თინა ბოკუჩავას მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მის მიერვე მოთხოვნილი სასამართლოს გადაწყვეტილება გადასცა, თუმცა, დეპუტატმა დოკუმენტი წაუკითხავად დატოვა.

„ქალბატონი თინა ბოკუჩავა ითხოვდა აი, აქ საკმაოდ ომახიანად – მაჩვენეთ ის სიტყვები, რაც თქვენ თქვით, რომ არის  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიო. მანდატურმა გადასცა ეს დოკუმენტი ქალბატონ თინას, თუმცა, ყველამ ვიხილეთ, თუ როგორ განათავსა მან აქ ისე, რომ არც ჩუხედავს; ისე, რომ შემდგომ გადმოდო და დაავიწყდა. აი, ეს არის მათი რეალური სახე. მათ საერთოდ არ აინტერესებთ სიმართლე. მთავარია, რომ პროპაგანდისტული მანქანით გაავრცელონ ტყუილი და შემდგომ ეცადონ, რომ საზოგადოებას დააჯერონ. თუმცა, არავის აღარ სჯერა მათი და ეს მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი“
Next post გიული ალასანია სააკაშვილზე: ძალიან ცდილობს გამოკეთდეს – წონაში ცოტა მომატება არის