რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე: „ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოდიან. არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა“

Read Time:25 Second

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან.

„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე  ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ  შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრეზიდენტი: სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს, რომელიც მზად იქნება თავდადებისთვის, ამ ქვეყანას ექნება მომავალი!
Next post რატი ბრეგაძე: „შევახსენებ სახელმწიფოს ინტერესებით მოთამაშე ლუდომანებს – ეს არის ისტორიული სირცხვილი“