შაბათი, მაისი 2, 2026

რატი ბრეგაძე ოპოზიციაზე: „ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, და მერე დარბაზშიც ვერ შემოდიან. არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა“

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს პარლამენტში დასკვნით სიტყვაში ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს მიმართა, რომელთაც ტელევიზიით კითხვების დასმა დააანონსეს და შემდეგ დარბაზშიც არ შემოსულან.

„დარბაზიდან გაქცეულებს: ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ. ნებისმიერ მოხსენებაზე დააყენებენ კორიანტელს, კითხვებს დასვამენ და შემდეგ გარბიან. თუმცა, დღეს სხვა რამეც ვიხილეთ – უკვე  ტელევიზიასთან საუბრობენ, ძალიან მწვავე კითხვები გვაქვსო, ერთი ამბავი იქნებაო, და მერე დარბაზშიც ვერ  შემოვიდნენ. ესეც ვიხილეთ. რას ვიზამთ, ამით ეს ადამიანები აჩვენებენ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ სახეს და არჩევანს გააკეთებს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემაა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.„საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს. არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ იბიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება“, – განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.

რობერტ ფიცო – რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია

რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.როგორც ფიცო სოციალურ ქსელში წერს, ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ის და ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებული არიან ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებით.„ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი, იყოს სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, – წერს ფიცო.უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში დაწერა, მნიშვნელოვანი იყო მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 03:43 საათზე დაფიქსირდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან მოხდა.მიწისძვრის სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.

გია ვოლსკი – ეკლესია ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში ის ბურჯია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ამ მიმართულებით დარტყმის მიზანია, ქართველებში ქართველობის განცდა ნაკლები იყოს

ეკლესია ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში სწორედ ის ბურჯია, რომელზეც სახელმწიფო დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლკსიმ განაცხადა.მისივე თქმით, ეკლესიაზე დარტყმის მიზანია, ქართველებში ქართველობის ნაკლები განცდა იყოს.„თქვენ კარგად იცით, რომ ეკლესია ტრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში სწორედ ის ბურჯია, რომელზეც სახელმწიფო დგას, თავის თვითმყოფადობით, თავისი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობით; რეალურად საზოგადოების დიდი ნაწილის კონსოლიდაციას ახდენს წესიერების, პატივისცემის და პატრიოტიზმის გრძნობების გარშემო, აი, აქ დარტყმა, ამ მიმართულებით დარტყმა სწორედაც არის, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს ქართველებში ქართველობის განცდა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.დეპუტატს კითხვა დაუსვეს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტზე, სადაც აღნიშნულია: „ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკურენტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ „არჩევნების“ სცენარი, დიდი ხანია, დაწერილია ლუბიანკაზე, ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან“.როგორც ვოლსკიმ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, 2012 წლიდან ქვეყანაში არაფერი მომხდარა ისეთი, რაც რუსეთის ინტერესებს გაითვალისწინებდა.„დიდი დაკვირვება და ანალიზი არ სჭირდება, რომ არაფერი არ მომხდარა 2012 წლიდან ისეთი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს, არც ეკლესიაში და არც ხელისუფლებაში, ზოგადად, საზოგადოებაში. ეკლესიასაც არ აქვს ის ფუნქცია, რომ ვიღაცას  პოლიტიკურად დაუპირისპირდეს. რაც შეეხება სააკაშვილს, მის პერიოდში მოხდა ყველაფერი, რაც შეიძლება მომხდარიყო რუსეთის ინტერესების დაცვით. თუკი შედეგებით ვიმსჯელებთ, სტრატეგიული რეგიონების ოკუპაცია იქნება ეს თუ სხვა მიმართულებები, სააკაშვილს დიდი როლი აქვს იმაში, რაც დღეს საქართველოს მემკვიდრეობით ერგო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

სტუ-ის რექტორი – წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს

„ისეთი მასშტაბური ფესტივალის ორგანიზებით, როგორიცაა „სტუდფესტი-2026”, სახელმწიფო ახალგაზრდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისკენ, სპორტში, განათლებასა და კულტურულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ეს არის სწორი გზავნილი, რომელიც ხელს უწყობს ძლიერი, ჯანმრთელი და მოტივირებული თაობის ფორმირებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებასა და ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების აქტიური მონაწილეობა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებში. წარმატებებს ვუსურვებ სტუდფესტის მონაწილე ყველა ახალგაზრდას, განსაკუთრებით კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუდფესტი-2026“-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.სტუ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ, რექტორის ხელმძღვანელობით, მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის - „სტუდფესტი 2026” - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.„სტუდფესტი 2026“, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის სპორტული ტურნირების ორგანიზებასა და ჩატარებას. პარალელურად, დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას, მათი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას და სხვადასხვა მიმართულებით უნარების განვითარებას. აღნიშნულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტები უნივერსიტეტს წარმოადგენენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე ინტელექტუალურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ პროექტებში.რექტორის განცხადებით, მასშტაბური ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებს აძლევს თვითრეალიზაციის ფართო შესაძლებლობას და აძლიერებს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობასა და ჯანსაღ კონკურენციას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პროექტები ერთდროულად აერთიანებს განათლებასა და მეცნიერებას, სპორტს, საზოგადოებრივ აქტივობას, სტუდენტურ თვითშემოქმედებასა და კულტურულ აქტივობებს, რაც ქმნის განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ გარემოს საქართველოში.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება „სტუდფესტი 2026“-ში. ჩვენი სტუდენტები და სტუდენტური ჯგუფები მონაწილეობენ როგორც სპორტულ შეჯიბრებებში, ისე სხვადასხვა შემოქმედებით, ინტელექტუალურ და მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ახალგაზრდების მრავალმხრივ პოტენციალს. წარმატებებს ვუსურვებ სტუდენტებს. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებისა და მსგავსი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერისთვის. მადლიერებას გამოვხატავ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ გივი მიქანაძის მიმართ, რომლის ხედვა და უშუალო ჩართულობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტური ინიციატივების განვითარებას და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას. განსაკუთრებული მადლობა - თბილისის მერიას და მერ კახა კალაძეს, რომლის მხარდაჭერაც დედაქალაქის მასშტაბით ახალგაზრდული, სპორტული და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში ძალიან მნიშვნელოვანია, და რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს - ღონისძიების მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ სტუდენტს, ვინც მონაწილეობს ამ ფესტივალში. ძვირფასო ახალგაზრდებო, თქვენი ენერგია, შრომა და ენთუზიაზმი სწორედ ის ძალაა, რომელიც საქართველოს მომავალს აძლიერებს“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში 1 მაისიდან მიმდინარე ინდივიდუალურ და გუნდურ სპორტულ ტურნირებში - შვიდკაცა რაგბი (ვაჟები), ძიუდო (ვაჟები), ნარდი, შაში და ჭადრაკი (გოგონები და ვაჟები) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ და ღირსეულად იასპარეზეს.ცნობისათვის, „სტუდფესტი-2026“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ბოლო სიახლეები