სამშაბათი, დეკემბერი 16, 2025

რატი ბრეგაძე: „მინდა, ვკითხო ხალხს, ვინც არეულობის უკან დგას, მზად არიან, ჩახედონ 2008 წელს დაღუპული ბიჭების მშობლებს თვალებში?“

რატი ბრეგაძის თქმით, ბოლო პერიოდში დეზინფორმაციული კამპანია ხორციელდება, რომლის მიზანია, საქართველო მოექცეს საომარი ვითარების ეპიცენტრში. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ამ მიზნისთვის ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს, „მიზანი კი არის, რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა… ჩვენ ვიხილოთ ისევ მტრის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე“.

რატი ბრეგაძემ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი ქართულ ჯარში უპრეცედენტო აღმავლობის პერიოდი იყო.

„ამ პერიოდში ქართულ ჯარში იყო უპრეცედენტო აღმავლობა. ყველამ იცის, როგორი ზრუნვა იყო ქართულ ჯარზე, დაწყებული ფორმებიდან, კვებით, შეიარაღებით, გადაიარაღებით დასრულებული, და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ქართულ ჯარში ის ეპოქა, როდესაც ჩვენი ჯარისკაცები გადაადგილდებოდნენ საბჭოთა „კრაზებით“ და ძველი საბჭოთა მანქანებით. ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს ყოფილა; მთელი ქმედებები მიმართული იყო იქით, რომ რაც შეიძლება ამაღლებულიყო მოტივაცია ქართულ ჯარში და ჯარში სამსახური გამხდარიყო რაც შეიძლება პრესტიჟული და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმის შესახებ, რას ემსახურება ქართული ჯარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ ქართულ ჯარში მსახურების შესახებ ოპოზიციის დამოკიდებულებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დემორალიზაციის უბადრუკი და წარუმატებელი მცდელობა“.

„დღეს ეს ხალხი, ვინც ქართველ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ხელს უშლიდა იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს მიეღოთ ელემენტარული სამხედრო განათლება… მოუწოდებდნენ, რომ ჯარში არ წასულიყვნენ და „გირჩის“ მამაოდ სთავაზობდნენ გახდომას; ეს ხალხი დღეს საუბრობს ტერიტორიების დაცვაზე და მოგვიწოდებს, რადიკალური ნაბიჯები გადავდგათ, რომ ესკალაცია მოხდეს“, – აღნიშნა მან.

რატი ბრეგაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, „დღეს, ძალიან მაღალი ალბათობით, საომარ ვითარებაში ვიქნებოდით და განმეორდებოდა ის ტრაგედია, რაც იყო 2008 წელს“, რადგან ეს ძალა მზადაა, ყველა სიტუაცია თავისი მერკანტილური ინტერესებისთვის გამოიყენოს. „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას გაიყვანს მშვიდობიან ფონზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ფრიდრიხ მერცი – გაყინული აქტივების გამოყენების საკითხს თუ ვერ გავუმკლავდებით, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა

რუსული გაყინული აქტივების გამოყენება აუცილებელია, რათა მოსკოვს ვაჩვენოთ, რომ ომის გაგრძელება უაზრობაა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ-უკრაინულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.„ბლოკის წევრებმა უნდა იპოვონ გზა, დაყონ რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ამ აქტივების ამოღებასა და გამოყენებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რისკავენ, ხანგრძლივი ზიანი მიაყენონ ევროკავშირის რეპუტაციას. თუ ჩვენ ვერ გავუმკლავდებით ამ ამოცანას, ევროკავშირის მოქმედების უნარი სერიოზულად იქნება შერყეული მრავალი წლით, თუ უფრო ხანგრძლივად არა“,- განაცხადა მერცმა.მისი თქმით, „მხოლოდ ძალის გამოვლენა დაასრულებს ამ ომს“.

🎥სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს – იაგო ხვიჩია

„სალომე ზურაბიშვილი არის მეხუთე პრეზიდენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ ჰქონია არასდროს...“,  - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი დააკავეს

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და მისი ცოლის მკვლელობის ბრალდებით მათი შვილი, ნიკ რაინერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ნიკ რაინერს 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. გამოძიებას ჩვენი ძარცვის/მკვლელობის განყოფილება აწარმოებს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის, ამ საქმეში ეჭვმიტანილის დაკავება. შემდეგ მას მკვლელობაში ბრალი წაუყენეს და 4 მილიონი დოლარის ოდენობით გირაო შეეფარდა," - განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა.ცნობისთვის, ცნობილი ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელ რაინერის ცხედრები საკუთარ სახლში დღეს იპოვეს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

სრულწლოვნის მიერ, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმა “სისხლის სამართლის კოდექსით“გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ხდება სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით მონაწილეობა.შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.“ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს.თუ არასრულწლოვანი 14 წლის ასაკს მიუღწეველია - სასჯელის ვადა არ უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისთვის “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადის ორ მესამედზე ნაკლები და იმავდროულად, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს იმავე დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.ამავე პროექტის მიხედვით, სასჯელის დანიშვნის ეს წესი არ გამოიყენება, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება ან არსებობს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი.როგორც ინიციატორები განმარტავენ, პრაქტიკაში გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განზრახ და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების ჩაბმა დანაშაულებრივ და სხვა უკანონო ქმედებებში, რაც უმთავრესად პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების მიზანს ემსახურება. მათივე შეფასებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ლიბერალური და ჰუმანური სისტემის დანერგვას თან სდევს რისკი, რომ კრიმინალური ელემენტების მხრიდან სხვადასხვა უკანონო მიზნების მისაღწევად მოხდეს საზოგადოების გამოუცდელი და მოწყვლადი ნაწილის - ბავშვების გამოყენება.ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია და მიმდინარე კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.

არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

ბოლო სიახლეები