ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026

რატი ბრეგაძე: „ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა“

იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (EuroPris) გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე. მასში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა; მიღებულ იქნა თბილისის დეკლარაცია, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მთელი ევროპის მასშტაბით მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესის მართვაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მიხეილ სააკაშვილი – ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში

ზურაბ ადეიშვილი დაინიშნა უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად, ჩემი თანამებრძოლი გოგა ცხაკაია დაინიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად, მოკლედ, მარტო მე ვრჩები რუსულ ტყვეობაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილი ახალ თანამდებობაზე უკრაინაში დანაშაულის ჩამდენ პირთა დაკავებისა და უცხოეთიდან ექსტრადირების მიმართულებით იმუშავებს.„ზურაბ ადეიშვილი გენპროკურატურის იმ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც აგროვებდა და ადოკუმენტირებდა ფაქტებს რუსების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე. ახალ თანამდებობაზე ზურაბი დაკავდება უკრაინაში დანაშაულების ჩამდენთა დაკავებაზე და უცხოეთიდან ექსტრადირებაზე, ასევე – უცხოეთში დანაშაულის ჩამდენთა უკრაინის ტერიტორიაზე ძებნაზე.ამის გარდა, ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი, გოგა ცხაკაია დაინიშნა ჩემი მეგობრის, უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მრჩევლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე.წარმატებულად აგრძელებს მუშაობას უკრაინის ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი სემენ კრივონოსი, რომელიც ხუთი წელი იყო ჩემი გუნდის წევრი კიევში და ოდესაში“, – წერს სააკაშვილი.

„აქსიოსი“ – ომის დაწყების შემდეგ პირველად, უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ თავის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, რამაც ზავის მიღწევა უზრუნველყო

ომის დაწყების შემდეგ პირველად, უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ თავის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ ნაბიჯის გადადგმა დაავალა, რამაც ზავის მიღწევა უზრუნველყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.გამოცემის თანახმად, 6 აპრილის დილით, როდესაც დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე ხალხს ესაუბრებოდა, ტელეფონზე „ძალიან გაბრაზებული“ სტივ უიტკოფი მუშაობდა.აშშ-ის წარმომადგენელმა შუამავლებს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანისგან ახლახან მიღებული 10-პუნქტიანი საპასუხო წინადადება „კატასტროფა“ იყო.„აქსიოსის“ თანახმად, ამით დაიწყო ცვლილებების „ქაოტური“ დღე, როდესაც პაკისტანელმა შუამავლებმა უიტკოფსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შორის ახალი პროექტები შეათანხმეს, ხოლო ეგვიპტისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ცდილობდნენ ხარვეზების აღმოფხვრას. ორშაბათს საღამოსთვის შუამავლებმა აშშ-ისგან მიიღეს თანხმობა ცეცხლის ორკვირიანი შეწყვეტის შესახებ განახლებულ წინადადებაზე. შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება ხამენეის ევალებოდა, რომელიც, წყაროების ცნობით, ორშაბათს და სამშაბათს აქტიურად იყო ჩართული პროცესში.ამერიკული გამოცემის მიხედვით, ახალი უზენაესი ლიდერის ჩართულობა ფარული იყო და ისრაელის მხრიდან მკვლელობის აქტიური საფრთხის წინაშე მყოფი მოჯტაბა ხამენეი ძირითადად კომუნიკაციას აწარმოებდა წერილების გადაცემით. ორმა წყარომ ხამენეის მიერ მისი წარმომადგენლებისთვის შეთანხმების მიღწევის ნებართვა „გარღვევად“ შეაფასა. რეგიონული წყაროს თქმით, აბას არაღჩიმ ასევე ითამაშა ცენტრალური როლი როგორც მოლაპარაკებების წარმართვაში, ასევე „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურების დარწმუნებაში, მიეღოთ შეთანხმება.როგორც „აქსიოსი“ წერს, ჩინეთი ასევე ურჩევდა ირანს, მოეძებნა გამოსავალი რთული სიტუაციიდან. თუმცა, საბოლოოდ, ორშაბათს და სამშაბათს ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მოჯტაბა ხამენეის მეშვეობით მიიღეს.„მისი მწვანე შუქის გარეშე შეთანხმება არ იქნებოდა“, – განაცხადა რეგიონულმა წყარომ.„აქსიოსი“ წერს, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთიდან ტელეფონით მუშაობდა და ძირითადად პაკისტანელებს ესაუბრებოდა. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მთელი დღის განმავლობაში ხშირად უკავშირდებოდა ტრამპს და მის გუნდს – თუმცა ისრაელელები სულ უფრო მეტად შეშფოთებულები იყვნენ, რომ მათ პროცესზე კონტროლი დაკარგეს.„აქსიოსთან“ ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსნის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო გარანტიები,  რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში აშშ დაჟინებით მოითხოვდა, ირანს უარი ეთქვა ბირთვულ ამბიციებზე, ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე და შეეწყვიტა ურანის გამდიდრება.სავარაუდოდ, ჯეი დი ვენსი აშშ-ის დელეგაციას უხელმძღვანელებს 10 აპრილს პაკისტანში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რაც, „აქსიოსის“ შეფასებით, უდავოდ მისი პოლიტიკური კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი დავალებაა.

ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.შესაბამისი ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე განთავსდა.ადეიშვილს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშვნამდე უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.ზურაბ ადეიშვილი არაერთ საქმეზეა როგორც ბრალდებული, ასევე მსჯავრდებული. მათ შორის ქართულმა სასამართლომ მას ექვსი წელი კობა დავითაშვილის ცემის ფაქტზე მიუსაჯა. ამასთან, 2015 წლამდე ადეიშვილი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იყო.

დიმიტრი ხუნდაძე – პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რადგან შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება

პლასტმასის აკრძალვის გადავადების გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, გადავადების გადაწყვეტილება ქართულ ეკონომიკას წაადგება.„პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სრული კომპრომისია. ვფიქრობ, ეს ქართულ ეკონომიკას წაადგება, რომ შოკური ეფექტის მოლოდინში არ იქნება. ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესსაც, მწარმოებლებსაც, დისტრიბუტორებსაც, რადგან მათ ადაპტაციისთვის დრო ექნებათ. რაც მთავარია, ეს მძიმე ტვირთად არ აისახება საშუალო და, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებზე, რადგან ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მთავრობამ მიიღო, ასე ხელაღებით იკრძალებოდა პლასტმასის გამოყენება კვების სექტორში. ეს პროდუქტს გააძვირებდა.რა თქმა უნდა, ისედაც ეკოლოგიურად საკმაოდ მაღალი რისკის შემცველ მსოფლიოში პლასტმასის გამოყენება სახარბიელო არ არის. ავტომობილებთან დაკავშირებით ნაწილობრივი კომპრომისი მივიღეთ, მაგრამ ეს კომპრომისიც მაღალმა ფასმა გადაფარა. პლასტმასის აკრძალვასთან დაკავშირებით კი სრული კომპრომისი მივიღეთ. რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისისთვის პრემიერს მადლობას ვუხდით“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლით გადავადდება.

პედრო სანჩესი – ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ

ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, თუმცა ჩვენ არ დავუკრავთ ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.სანჩესის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, განსაკუთრებით თუ მას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა მოაქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმ მსხვერპლის, ნგრევისა და ქაოსის დასავიწყებლად, რაც ომმა ახლო აღმოსავლეთში გამოიწვია.„ესპანეთის მთავრობა არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით მოვიდნენ. ახლა დიპლომატიის, საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის დროა“, – წერს სანჩესი.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანახმაა, ორი კვირით შეაჩეროს ირანის დაბომბვა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას იმ პირობით, რომ ირანი გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს თავდასხმებს.ამასთან, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი ცეცხლის ორკვირიან შეწყვეტას დათანხმდა, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს.

ბოლო სიახლეები