საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ორბელიანის სასახლეში ოპოზიციის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს.
“გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე, მტკიცებულებების გარეშე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და მას არ აღიარებს.
ქალბატონი სალომე დეტალებში არ შედის და მაღალი ალბათობით, არც თვლის საჭიროდ ბრალდებების დასაბუთებას. სავარაუდოდ ამ კითხვაზეც მათი პასუხი იქნება ლეგენდარული იმიტომ.
სამწუხაროა, რომ მეხუთე პრეზიდენტი ისე ასრულებს თავის უფლებამოსილების ვადას, რომ ნაცვლად სახელმწიფო ინტერესების და კონსტიტუციის დაცვისა, მხოლოდ აღქმაკრატიის დამფუძნებლად მოგვევლინა.” – წერს რატი ბრეგაძე.