კვირა, მარტი 15, 2026

რატი ბრეგაძე: „ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას“

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. დღესაც, მაგალითად, იუსტიციის სამინისტროსთან შეკრებილი იყო რამდენიმე აქტივისტი რადიკალური ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაცმოძრაობიდან“, რომლებიც მოითხოვდნენ წამების შეჩერებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამაზე დიდი პარადოქსი და საზოგადოების დაცინვა, პირდაპირ ვიტყვი ასეთი ფორმით, რა უნდა იყოს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს ვინმეს მიმართ წამების შეჩერებას, კერძოდ, პატიმრისას“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“.

„დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ადამიანის მიმართ იმის გამო, რომ ის სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ციხეში აწამეს, და რა ლექსიკა იყო  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გამოყენებული და როგორ იყო აღწერილი ეს წამება, ამის შესახებ ჩვენ საზოგადოებას  ერთხელ უკვე ვუთხარით… ამ გადაწყვეტილებაში აღწერილია წამების ის მეთოდები, რომლებიც ფართოდ იყო დანერგილი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს პენიტენციურ დაწესებულებებში, და რა არის, რა მეთოდებზეა საუბარი, როგორ არაადამიანურ მიდგომებზე: ადამიანებს თავზე ახურავდნენ სპეციალურ ჩაფხუტს  და პირში უთავსებდნენ სპეციალურ  ბურთებს იმისთვის, რომ მათ არ ელაპარაკათ; ასევე,  კარცერში ათავსებდნენ ცემენტის იატაკზე რამდენიმე ადამიანს, ლოგინი აკეცილი იყო 14 საათის განმავლობაში და დამკვიდრებული იყო ე.წ. საკარანტინე პროცედურები, და წარმოიდგინეთ, რაზეა საუბარი – ეს იყო ხელკეტებით ცემა ნებისმიერი შემსვლელი პატიმრის იმისთვის, რომ უზრუნველეყოთ პატიმრების მორჩილება და მათი თანამშრომლობა. და აქვე ძალიან ნიშანდობლივი მომენტი არის  ამ გადაწყვეტილებაში აღნიშნული, რომ სწორედ 2012 წელს, მთავრობის ცვლილების შემდგომ, გაბედეს პატიმრებმა ამ პრაქტიკაზე საუბარი და სწორედ მაშინ გაბედეს, რომ შეეტანათ სარჩელები, და დღეს ეს ძალა ჩვენ უსინდისოდ მოგვიწოდებს ვინმეს წამების შეწყვეტისაკენ, და რა არის წამება, მაშინ კონკრეტულად დაასაბუთონ – ის, რომ ადამიანს 1800-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ არცერთი უფლება მისი, როგორც პატიმრის, არ დარღვეულა პენიტენციურ დაწესებულებაში?! და ის, რომ თითქმის 8 თვეა, იგი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში?!. – ეს არის რომელიმე  უფლების დარღვევა და ეს არის წამება?! ამის თქმა, ვინც უნდა იყოს მისი მხრიდან, არის ყოვლად დაუშვებელი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დიმიტრი ხუნდაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებზე: ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს...

„ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს," - ასე პასუხობს სოციალურ ქსელში „ხალხი ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციურ არხზე გასულ სიუჟეტს, რომელიც მისი სახელის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, ჟურნალისტმა შეძლო მხოლოდ ცილისმწამებლური ბრალდებების გაჟღერება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნდა.„მატყუარა ტელევიზიამ სამი თვე იწვალა სიუჟეტის გასაკეთებლად და რასაც თავი მოაბა, ეგაა. ტყუილს ტყუილი დააშენა და კომენტარებიც ისე დაჩეხა, ბოლოს „აჯაფსანდალიც" არ გამოუვიდა. საკუთარ ეზოში ერთი ავტომობილის, ძველი ფარეხის კანონიერი რეაბილიტაცია, რომლის ყველა პროცედურა დაცულია და ერთი კი არა, ორი ნებართვა არსებობს, მათ უკანონო, ახალ, გრანდიოზულ მშენებლობად გაასაღეს, არარსებული ჯარიმა მოგვაწერეს და სკანდალისთვის, როცა თავადაც მიხვდნენ, რომ საკმარისი ვერ იქნებოდა, სადაც კი ვინმეს შესაძლო გადაცდომა იპოვეს, ჯიუტად ცდილობდნენ, ყველაფერი ჩემთვის „მოეწერათ". მათ სისაძაგლეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ჩემი რეპუტაციის შელახვის სხვა მსურველების ქმედებას, რომლებიც სხვისთვის გათხრილ ორმოში ხშირად თავად ვარდებიან. ეს არც პირველია და არც უკანასკნელი. ჩემი ძალა კი სიმართლეშია, რომელსაც ბინძური ხელებით ნასროლი ტალახი ვერასოდეს დააზიანებს. ისე, ცნობისთვის, ქართულ სასაუბრო ენაში „დოლენჯი" ტყუილს, სისულელეს და არასერიოზულ საქციელს ნიშნავს,“ - წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ირანული დრონების განეიტრალების სფეროში უკრაინული გამოცდილების გაზიარებაზე მოლაპარაკება სურს

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების გამართვა სურს. ისრაელის მედიის ცნობით, შესაბამისი თხოვნა კიევში უკვე გადაგზავნილია. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას. უკრაინის ელჩმა ისრაელში, ევგენი კორნიჩუკმა ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, ორი ლიდერის დატვირთული გრაფიკის გამო სატელეფონო საუბარი ჯერ არ შემდგარა, თუმცა სავარაუდოდ ეს მომავალ კვირის დასაწყისში მოხდება. მანამდე ირანში განაცხადეს, რომ უკრაინა „ლეგიტიმურ სამიზნედ“ იქცა ისრაელისთვის დრონების სფეროში მხარდაჭერის გამო. გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინას სთხოვა გაეზიარებინა გამოცდილება ირანული „შაჰედის“ ტიპის დრონების გაუვნებელყოფის საკითხში.

აბას არაღჩი – აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა. ამის შესახებ აბას არაღჩი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.„აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, აღმოჩნდა სავსე ხვრელებით და უფრო მეტად იწვევს პრობლემებს, აკავებს მათ. ახლა აშშ სხვებს, ჩინეთსაც კი, ეხვეწება, დაეხმარონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.ირანი მოუწოდებს მოძმე მეზობლებს, გააძევონ უცხოელი აგრესორები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როცა აშშ-ს ერთადერთი საზრუნავი ისრაელია“, – წერს არაღჩი.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების დაცვაში ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას და ადგილზე სამხედრო გემებს გააგზავნიან.ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე სპარსეთის ყურეში ომის დაწყების შემდეგ ირანს აქვს ბლოკირებული. თეირანში კი ამტკიცებენ, რომ სრუტის გავლა ყველა გემს შეუძლია, გარდა ირანის მტრების” ხომალდებისა.

შალვა პაპუაშვილი – „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ კი კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმი“ დააინიცირა პოლონეთმა, თუმცა შემდეგ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რათა მისი კანდიდატი ექსპერტად ყოფილიყო წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ ექსპერტი, რომელმაც დასკვნა შეადგინა, პირდაპირ დაკავშირებულია პოლონეთის მთავრობასთან, კერძოდ, არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი.„ეს მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ბლიც-მექანიზმი, სულ რამდენიმე კვირა, სამი კვირა იყო თუ არ ვცდები, რაც გაგრძელდა. ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა; დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით. აღმოჩნდა, რომ ეს ერთი ადამიანი ყველაფერში კომპეტენტურია. შემდეგ ჩვენ გვქონდა ჩვენი კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა. 100-გვერდიანი პასუხი გაიგზავნა შენიშვნებისა საქართველოს მთავრობის მხრიდან სამშაბათს, ხუთშაბათს კი ეს დასკვნა გამოვიდა უკვე სხდომაზე. ანუ, ერთი დღეც კი არ დაიტოვა ექსპერტმა, რომ წაეკითხა 100-გვერდიანი პასუხი, დაფიქრებულიყო და გადაეწყვიტა, რამე კორექტივი შეეტანა თუ არა.ამას მოჰყვა შემდეგ მეორე ნაწილი, ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. ის გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი, გახლავთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული და მის კურატორობაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის საბჭოს წევრი. იყო პოლონეთის მხრიდან წარდგენილი შარშან გაერო-ს წამების კომიტეტში. ანუ, მთლიანად არის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობასთან დაკავშირებული პირი და ჰოი, საოცრებავ, ჩვენ ვიცით, რომ ეს მექანიზმი დააინიცირა პოლონეთმა, შემდეგ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, რომ მისი კანდიდატი ყოფილიყო ექსპერტად წარმოდგენილი ამ დასკვნის შესადგენად. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენ ვიცით. ბატონი სიკორსი დღემდე ფიქრობს და მან საჯაროდ განაცხადა რამდენიმე თვის წინ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი, ეს ჩვენ ვიცით. ასევე, ვიცით, პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რომ იყვნენ ჩამოსული მიხეილ სააკაშვილთან და წინდით გაჰქონდათ უჩუმრად ნიმუშები. ასე რომ, ესეც ცალკე საკითხია, რომელიც იწვევს ეჭვს, შინაარსს რომ თავი დავანებოთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

დიდი ძალების უხილავი თამაში კავკასიაში -რატომ გაიზარდა მოულოდნელად საქართველოს მნიშვნელობა

ბოლო პერიოდში საერთაშორისო ანალიტიკურ წრეებში სულ უფრო ხშირად ისმის ერთი კითხვა: რატომ გაიზარდა სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა გლობალურ პოლიტიკაში?ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონი დღეს ერთგვარ „გეოპოლიტიკურ გადაკვეთის წერტილად“ იქცა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა დიდი სახელმწიფოს ინტერესები ხვდება.საქართველო, თავისი მდებარეობის გამო, ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ქვეყანა ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს და მასზე გადის სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები, რომლებიც კასპიის რეგიონს ევროპასთან აკავშირებს.საერთაშორისო ანალიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი გეოგრაფიული მდებარეობა ხდის საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცედ.გლობალური პოლიტიკის პირობებში, როდესაც მსოფლიო ძალთა ბალანსი იცვლება, მსგავსი რეგიონები ხშირად იქცევა ყურადღების ცენტრად.ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საუბარი ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის უფრო სწრაფ კავშირს უზრუნველყოფს. ამ პროცესში სამხრეთ კავკასია ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად განიხილება.ექსპერტები ამბობენ, რომ უახლოეს წლებში რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.საქართველოსთვის ეს შეიძლება გახდეს როგორც შესაძლებლობა, ასევე სერიოზული გამოწვევა. ქვეყნის სტაბილურობა და გონივრული საგარეო პოლიტიკა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო მომავალ გეოპოლიტიკურ პროცესებში.

ბოლო სიახლეები