პარასკევი, მაისი 16, 2025

რას წერს მტკვარში მანქანის გადავარდნის დროს გადარჩენილი ბიჭი

თბილისში, მტკვარში მანქანის გადავარდნას 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევის დროს, ავტომობილის 4 მგზავრიდან მხოლოდ გიორგი თოლორაია გადარჩა.

ახალგაზრდა კაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტრაგიკულად დაღუპულ მეგობრებს ემშვიდობება.

„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიიკ, ჩემი ძმა ხარ, მაგარი კაცი, ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი“, – წერს გიორგი თოლორაია სოციალურ ქსელში.

ტრაგედია თბილისში 14 მაისს დატრიალდა. ავარიის შედეგად, მტკვარში ჩავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა. 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, მომხდარის გამო, ავარიაში მონაწილე, 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც დღეს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. 

მდინარეში ჩავარდნილი ერთი ახალგაზრდის ძებნას მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დონალდ ტრამპი – პუტინს შევხვდები, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას

შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის დროს განაცხადა.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია უკრაინაში საომარი მოქმედებების შეჩერება.„ახლა სახლში ვბრუნდები და შემდეგ ვნახავთ, რა მოხდება რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მკვლელობები. ყოველ კვირაში საშუალოდ 5 ათასი ახალგაზრდა იღუპება ომში, რომელიც არსად მიდის. ეს სირცხვილია. ეს არასდროს უნდა მომხდარიყო. ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდის მოლაპარაკებებზე, ზელენსკი მიდიოდა მოლაპარაკებებზე. მე ვთქვი, თუ მე არ ჩავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ ჩავიდოდა. და ის არ ჩავიდა. მე მესმის ეს. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას. მე შევხდები პუტინს, როგორც კი შევძლებთ ამის ორგანიზებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხოა, ხოლო ორ ან სამ კვირაში კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება.„ჩვენ სხვა საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი. ასევე გვაქვს სიტუაცია ირანთან, რითაც დავკავდებით ამა თუ იმ გზით, ეს იქნება კეთილი გზა ან არ იქნება კეთილი გზა. არაკეთილი გზა მათთვის ცუდია, ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, ეს გრძელი გზა იქნება. ჩვენ ვაპირებთ გავუმკლავდეთ ძალიან სერიოზულ სიტუაციებს. ჩვენ ვუყურებთ ღაზას და დავკავდებით ამ საკითხით. უამრავი ადამიანი შიმშილობს, ბევრი ცუდი რამ ხდება იქ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მარიამ შენგელია მიმართვას ავრცელებს

საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია „ევროვიზიის“ სცენაზე მე-10 ნომრად წარდგა, სიმღერით Freedom.სამწუხაროდ, მარიამი ევროვიზიის ფინალს გამოეთიშა.მარიამმა, მიმართვა "ინსტაგრამზე" გაავრცელა:"ამაყი ვარ ჩემი თავით და ჩემი ქვეყნით",-წერს მარიამი.ევროვიზია 2025-ზე ოცდაექვსივე ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მათგან ათი ფინალისტი პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი კი მეორე ნახევარფინალიდან გადავიდა. ფინალში ავტომატურად მოხვდნენ „დიდი ხუთეული” და მასპინძელი ქვეყანა.ფინალის რიგითობა ასეთია: ნორვეგია, ლუქსემბურგი, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ისლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, ფინეთი, იტალია, პოლონეთი, გერმანია, საბერძნეთი, სომხეთი, შვეიცარია, მალტა, პორტუგალია, დანია, შვედეთი, საფრანგეთი, სან მარინო და ალბანეთი.ევროვიზიის გრანდიოზული ფინალი 17 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, St. Jakobshalle-ში გაიმართება. პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ალენ ბერსე – ახლა დიალოგის მომენტია, სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ კობახიძესთან და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც არსებობს ასეთი შესაძლებლობა

არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს კანონების გარკვეული ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.ბერსემ არ გამორიცხა, რომ ანტალიაში შეხვედრის შემდეგ პრემიერთან დიალოგის შესაძლებლობა ჰქონდეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზეც.„როგორც იცით, ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის სამხრეთ კავკასია მართლაც მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია სტაბილურობა, მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ასევე შემიძლია, აღვნიშნო, რას ვაკეთებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების წასახალისებლად, მხარდასაჭერად. დეკემბერში ვიყავი საქართველოში. არსებობს მკაფიო განცხადება საქართველოში ევროპული მომავლის შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს კანონების გარკვეული ევოლუცია, რაც ჩვენში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ზუსტად ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კონტაქტზე, გვქონდეს დიალოგი და ვეცადოთ, ერთად ვიყოთ გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ მქონდა ცოტა ხნის წინ კონტაქტი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. ბოლო შეხვედრა ასევე ანტალიაში იყო. შევთანხმდით, რომ ერთად შევიმუშავებდით სტრუქტურირებულ დიალოგს ყველა ამ საკითხის მოსაგვარებლად და აქაც ახლა შეიძლება გვქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირ განვიხილოთ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ირაკლი კობახიძე – ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპის ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ძირეულ ეროვნულ ინტერესებს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა ალბანეთში, სადაც პრემიერი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს.კობახიძის თქმით, მზად არის ყველასთან საუბრისთვის.„მნიშვნელოვანი სამიტია, ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი. გვექნება საშუალება, მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდეთ, ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ, რათა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს გავესაუბროთ. ბუნებრივია, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს. მზად ვარ ყველასთან საუბრისთვის, ვნახოთ. ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, არაერთ ლიდერს გავესაუბროთ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გარშემო შექმნილ ვითარებას, საქართველოს ევროინტეგრაციას. ყველა თემაზე გვექნება საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მრავალი წელია, საქართველო დადებით როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.„უკვე მრავალი წელია, ჩვენი ქვეყანა დადებით როლს ასრულებს ჩვენს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში და მომავალშიც მზად ვართ, განვაგრძოთ ამ წვლილის შეტანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თინა ბოკუჩავა – სენატორ როჯერ უიკერთან შეხვედრამ დაგვანახა, რომ საქართველო მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს, მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ სტრატეგიული პარტნიორობა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეს და სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრს, სენატორ როჯერ უიკერს შეხვდნენ.როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარ თემა იყო „მეგობარი აქტის“ მომდევნო ნაბიჯები მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში ორპარტიულად დამტკიცდა.„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სენატს მოუწოდეს, სწრაფად იმოქმედოს კანონის საბოლოო მიღების მიზნით და გაამყაროს აშშ-ის მხარდაჭერა ქართული დემოკრატიის მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.მათივე ცნობით, შეხევდრაზე განსახილველ თემებს შორის ასევე იყო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დროებითი შეჩერება.„მხარეებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სრულად აღდგება, როგორც კი საქართველოში დემოკრატია იქნება აღდგენილი.განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ საერთაშორისო საფრთხეებზე, რომელიც სახელმწიფო რესურსებს უცხოეთში ლობისტების დასაქირავებლად იყენებს, მისი მიზანია, გავლენის მოპოვება უცხო ქვეყნებში, რაც მის იზოლაციასა და სისუსტეს ნათლად უსვამს ხაზს.შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სენატორ უიკერსს მოუწოდეს, ეწვიოს საქართველოს, რათა ადგილზე დააფიქსიროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი, რომელიც დღემდე ავტორიტარიზმის წინააღმდეგ იბრძვის.„შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში, ჩვენ მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ვიზიტი კაპიტოლიუმის შეხვედრებითა და მაღალი დონის შეხვედრებით ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში გრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები