ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025

რას ვყიდით და ვყიდულობთ?-ჩინეთი საქართველოს მე-3 სავაჭრო პარტნიორია

მიმდინარე წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების რეიტინგში, რუსეთისა და თურქეთის შემდეგ, 10%-იანი წილით მესამე ადგილს იკავებს.
საქსტატის იანვარ-ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის ისტორიაში რეკორდულია და 1.5 მლრდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით ექსპორტი 24.6%-ით არის გაზრდილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო სალდო უარყოფითია, ექსპორტის მაჩვენებელი მთლიანი ვაჭრობის ზრდის პარალელურად იზრდება. 10 თვეში ჩინეთი ექსპორტის მიხედვით ქვეყნისთვის ნომერი პირველი პარტნიორები იყო და ამ მიმართულებით საქონლის ექსპორტით საქართველომ 607 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, ეს კი გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 16.7%-ით მეტია.

აღსანიშნია, რომ ჩინეთში ამ პერიოდში გაყიდული მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატები ადგილობრივი ნაწარმია. მთლიანი ექსპორტის 78.2% სწორედ ამ საქონელზე მოდის.

TOP-5 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 475.2 მლნ დოლარი, 198 950 ტონა;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 69.6 მლნ დოლარი, 23 847 ტონა;
3. მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები – 16.9 მლნ დოლარი, 66 ტონა;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 10.5 მლნ დოლარი, 3 234 ტონა;
5. ალუმინი დაუმუშავებელი – 6.7 მლნ დოლარი, 2 800 ტონა;

დანარჩენი საქონელი სულ: 28.5 მლნ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, ამ მხრივ ჩინეთი უმსხვილესი სავაჭრო ქვეყნების 8.6%-ული წილით ათეულში მესამე ადგილასაა. წელს ქვეყნიდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად 920 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტს 30.5%-ით აღემატება. როგორც აღვნიშნეთ, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი ექსპორტის მაჩვენებელს აღემატება.

ჩინეთიდან TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი:

1. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 37.9 მლნ დოლარი, 11 954 ტონა;
2. პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით – 33.3 მლნ დოლარი, 22 851 ტონა;
3. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 32.9 მლნ დოლარი, 306 ტონა;
4. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან – 32.6 მლნ დოლარი, 26 151 ტონა;
5. მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის – 22.5 მლნ დოლარი, 2 876 ტონა.

დანარჩენი საქონელი სულ: 761.5 მლნ დოლარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია – მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს

მადრიდის „რეალთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთა.„მადრიდის „რეალს“ მხოლოდ ერთი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავს — ეს ძალიან ძლიერი გუნდია და პატივისცემა ყველა მოთამაშის მიმართ საჭიროა. ჩვენ საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები.მსურს თუ არა, მბაპე სათადარიგოთა სკამზე ვნახო? რთული კითხვაა, ის დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ვერაფერს ვიტყვი — რა თქმა უნდა, მბაპესთან ერთად „რეალი“ კიდევ უფრო საშიშია.მათ ჰყავთ გამორჩეული ინდივიდუალისტები, მაგრამ, პირველ რიგში, ეს გუნდია, რომელიც მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ვითამაშოთ — არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგე ვინ იქნება“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს.ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროგნოზირება შეუძლებელი იყო: ბოლო 24 საათში, დედამიწას მაგნიტური შტორმი მეორედ დაატყდა თავს

ბოლო 24 საათის განმავლობაში დედამიწას მეორე მაგნიტური შტორმი დაატყდა თავს. როგორც კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტებმა განაცხადეს, მისი სიმძლავრე დაბალია და ამიტომ მას G1 კატეგორია მიენიჭა.ამავდროულად, მეცნიერებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ ეს გეომაგნიტური ფენომენი კვლავ მოულოდნელადამოჩნდა; მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო, რადგან თვალსაჩინო მიზეზები არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების პროგნოზით, ქარიშხალი უახლოეს საათებში ჩაცხრება.„დღეს დილით ახალი მაგნიტური შტორმი დაფიქსირდა, მეორე ამ თვეში. <...> შტორმს აქვს ყველაზე სუსტი შესაძლო გეომაგნიტური რეიტინგი, G1, და ზოგადად, უმიზეზოდ მეორდება“, - განაცხადეს კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.მიუხედავად იმისა, რომ გეომაგნიტური ფენომენი ძლიერი არ იქნება, როგორც მეცნიერები ხაზს უსვამენ, სიფრთხილის ზომები სერიოზულად უნდა იქნას მიღებული და ექიმების რეკომენდაციები არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.

ევროპარლამენტარი ონდრეი კოლარი – „ქართულმა ოცნებამ“ როდესაც მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში

ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. ვშიშობ, ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება გაფართოების ძალისხმევას, – ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ონდრეი კოლარიმ განაცხადა.მისი თქმით, არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში, რათა მხარი დაეჭირა დემონსტრაციისთვის.ონდრეი კოლარი ამბობს, რომ საჭიროა მოქმედება, თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს იმის გაკეთება, რაც ასახულია რეზოლუციებში.„მე ვიქნები ცოტაოდენ კრიტიკული. ბოსნია და ჰერცეგოვინას შესახებ დებატებისას თქვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეუბნება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, რომ ევროკავშირი არ არის ვარიანტი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის ტროას ცხენი ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება ევროკავშირის გაფართოების ძალისხმევას. არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში და დადგებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისთვის და დემონსტრაციისთვის, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. რასა იუკნევიჩიენე, და მე მადლობელი ვარ მისი გულწრფელობისთვის, იყო ერთადერთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპარლამენტს და ასევე ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. თუ ნამდვილად გვსურს იმის გაკეთება, რასაც ვლაპარაკობთ რეზოლუციებში, მაშინ გვჭირდება მოქმედება“, – განაცხადა ონდრეი კოლარიმ.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 9-11 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა.ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.სინოპტიკოსების ცნობით, იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება.„სანაპირო რაიონებში – ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში – ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი- მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი –  შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტია, ბახმარო- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა დღისით, +27, +29, გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში – რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი- მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გორში და ცხინვალში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა შიდა ქართლში +34,+36 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +37,+39 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში – საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო-  შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური- შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+34 გრადუსი იქნება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო –  მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +21, +23, გრადუსი იქნება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები