სამშაბათი, იანვარი 13, 2026

რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

5-წლიანი პატიმრობა და ჯარიმა მილიონი ლარის ოდენობით, – ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებულია. ის რუსთავის 12-ე დაწესებულებაშია გადაყვანილი. პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. ღარიბაშვილი აღიარებს დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს.

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურამ დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, რაც ღვინის ქარხანასთან დაკავშირებით წარდგენილ დოკუმენტაციას მოიცავდა, შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა და ქარხანასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი აღარ ედება.

“ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი გაიზიარეს, კერძოდ ის, რომ მას ჰქონდა საბანკო ხელშეკრულებები და გადახდები ქარხანასთან დაკავშირებით, ზედმიწევნით იყო შესრულებული ეს ყველაფერი. შესაბამისად, ბრალდების ფორმულირება შეიცვალა იმ ნაწილში, რომ ქარხნის ნაწილში აღარ ედება მას ბრალი. დარჩა ბრალი იმაში, რომ ქარხნიდან, ანუ ღვინის ინდუსტრიიდან შემოსული შემოსავლები არ დაუდეკლარირებია, – ეს არის ის დანაშაული, რომელშიც მან აღიარა ბრალი.

მას, საპროცესო შეთანხმებით, განესაზღვრა სასჯელად 5 წელი რეალური სასჯელი, პლუს – ერთი მილიონი ლარი ჯარიმა, პლუს – ორი მანქანის ჩამორთმევა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ არის სამოხელეო დანაშაული, – თვითონ დანაშაულიც არის ფინანსურ ნაწილში და საფინანსო სფეროში მომხდარ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. დავაყენეთ ჩვენი შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმებაზე, განიხილეს, დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რაც აგიხსენით. პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, აღიარებდა თუ არაა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს,” – აცხადებს ადვოკატი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ავიაკატასტროფას ცნობილი მომღერალი და მისი გუნდის წევრები ემსხვერპლნენ

კოლუმბიაში, პაიპას აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.dailymail-ის ინფორმაციით, 6 დაღუპულს შორის 34 წლის კოლუმბიელი ცნობილი მომღერალი, იესონ ხიმენესია, რომელიც თვის ჯგუფთან ერთად კონცერტის ჩასატარებლად მიფრინავდა.მედიის ცნობით, თვითმფრინავმა სიმაღლის აკრეფა ვერ შეძლო და ჩამოვარდა. დაღუპულია ორივე პილოტი და 4 მგზავრი."სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურები და ეროვნული პოლიცია ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდნენ, დადასტურდა თვითმფრინავში მყოფი ექვსივე ადამიანის დაღუპვა", - განაცხადეს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის სამსახურში.

ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია

ოპტელი ბერების ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია, წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება – მადლით აივსებით.ოპტელი ბერების ლოცვა უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესაცა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს.შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა.ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ.

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს

მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ქვეყანაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ჩარევას გამორიცხავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.კლაუდია შეინბაუმმა აღნიშნა, რომ ტრამპი დაჟინებით სთავაზობდა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას აშშ-ის ძალების მონაწილეობით, თუმცა, შეინბაუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის და ნებისმიერი თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემის ჩარჩოებში გაგრძელდება.ამასთან, შეინბაუმმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფენტანილის რაოდენობა დაახლოებით 50 პროცენტით შემცირდა.„ჩვენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვისაუბრეთ უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესახებ. ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. მაგალითად, ფენტანილის რაოდენობა ერთ წელიწადში 50 პროცენტით შემცირდა. ზოგადად, ის დაჟინებით მოითხოვს აშშ-ის ძალების მონაწილეობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს აუცილებელი არ არის და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიცავთ ტერიტორიულ მთლიანობას და არსებობს თანამშრომლობა, რომელიც მუშაობს. ასე რომ, ეს აუცილებელი არ არის“, – განაცხადა შეინბაუმმა.მისი თქმით, ტრამპმა ჰკითხა ვენესუელასთან დაკავშირებით მექსიკის პოზიციის შესახებ, რაზეც მექსიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო ჩარევებს ეწინააღმდეგება.ამასთან, შეინბაუმის თქმით, მექსიკა მზადაა, თხოვნის შემთხვევაში, დაეხმაროს კუბასა და შეერთებულ შტატებს შორის კომუნიკაციაში.

დავით მხატვრიშვილი-კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ...

,,კაცმა რომელმაც რუსეთისკენ კურსი არ აღიარა. კაცმა არომელმაც რუსული კანონის მიღებაზე უარი თქვა და გადადგა თანამდებობიდან. იმიტომ რომ ამერიკის კონგრესში სიტყვა მისცა, რომ ევროპაში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ ამ კანონს აღარ გამოიტანდა დღის წესრიგში. აი, მაგიტომ არის თურმე( მოღალატე.)?!გაუმარჯოს ირაკლის ძირს რუსეთი და დღევანდელი მთავრობა!!!❤️-წერს სოციალურ ქსელში დავით მხატვრიშვილი

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს

საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.„საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

ბოლო სიახლეები