შაბათი, ივნისი 7, 2025

რასა იუკნევიჩიენე – საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას

საქართველოს შესახებ ანგარიში მხარს უჭერს ახალ არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის კენჭისყრამდე განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს პროგრესი, არამედ უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან.

„სამწუხაროა, რომ ამ ყოველწლიურ ანგარიშში ევროპარლამენტმა უნდა შეაფასოს არა საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი, არამედ ქვეყნის უზარმაზარი უკუსვლა დემოკრატიული სახელმწიფოდან, ევროპული პარტნიორობის ქვეყნების ლიდერობიდან სასტიკ ავტოკრატიამდე. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მიიტაცოს ქვეყანა შიგნიდან პრორუსულმა მთავრობამ ყოველგვარი გასროლის გარეშე. გაყალბებული არჩევნები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, დაბლოკოს ევროკავშირი, ჟურნალისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება, თავდასხმა ევროკავშირზე და მის წარმომადგენლებზე – ეს არის მხოლოდ ზოგიერთი იმ ფაქტებიდან, რომლებიც ნახსენებია ანგარიშში. ანგარიში მხარს უჭერს ახალ სამართლიან არჩევნებს, რეჟიმისთვის სანქციებს, ითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ევროკავშირის მხარდაჭერის გადახედვას. ერთი მხრივ, საქართველოს საქმე ამ მომენტისთვის ძალიან დამღლელია, თუმცა მეორე მხრივ, ეს ძალიან დიდი მოტივაცია თითქმის 200 დღის განმავლობაში მებრძოლი ევროპელი ქართველი ხალხის ხელში ევროპული დროშების გამო და ვინაიდან ყველა პროევროპული ჯგუფი ევროპარლამენტში ერთიანია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავით ქაჯაიამ „ჩელენჯერის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.დავით ქაჯაია „პრო“ დივიზიონში ასპარეზობს, სანდრო თავართქილაძე კი „ღია“ კატეგორიაში, რომელიც, ასევე, დღეს იასპარეზებს.„ევრონასკარის“ ფარგლებში სულ შვიდი ეტაპი იმართება. ქართველმა მრბოლელებმა „NASCAR“-ის ევროპის სერიებში ასპარეზობის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც იტალიაში კრემონას ავტოდრომზე 2025 წლის წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ვილი სანიოლი – კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებზე ძლიერია და მეტი კონცენტრაცია დაგვჭირდება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კაბო ვერდესთან ამხანაგურ შეხვედრამდე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.„ვფიქრობ, კაბო ვერდეს ნაკრები ფარერებისგან განსხვავებული სტილისაა და უფრო ძლიერი მეტოქეა. ჩვენს ფეხბურთელებს მეტი მონდომება და კონცენტრაცია დასჭირდებათ. საკუთრ მოედანზე ვთამაშობთ და ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. რამდენიმე ფეხბურთელს, რომლებმაც ფარერებთან ითამაშეს, კიდევ დავაკვირდები და შევეცდები, თავის გამოჩენის შანსი მაქსიმალურად ბევრს მივცე.ივნისი ფეხბურთელებისთვის რთული პერიოდია, მაგრამ შეკრებაზე გამოძახებული მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. მათ დამოკიდებულებაში დისციპლინა და ამბიცია იგრძნობა. საერთოდ, 2022 წლის ერთა ლიგიდან მოყოლებული, ნაკრებში შექმნილი ატმოსფეროთი კმაყოფილი ვარ.მატჩის მასპინძელი ქალაქის შერჩევაში არ ვმონაწილეობ, მაგრამ ეროვნული ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის და ფედერაციის სტრატეგიაა, რომ რეგიონებშიც ვითამაშოთ, ქუთაისში თამაშის დანიშვნა მეც ძალიან მომწონს.…ფარერებთან პირველი ნახევარი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვერ დავრჩი. მთავარია, შეცდომები ხვალ აღარ გავიმეოროთ, ვიმეორებ, კაბო ვერდე უკეთესი გუნდია და მასთან წარმატების მისაღწევად მეტი კონცენტრაციაა აუცილებელი“.

უცხოური მედიის ცნობით, ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ქალაქ ღაზაზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა საბრას რაიონში მოხდა.ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაშავდა.არაბული მედია წერს, რომ ადგილზე რაკეტა ჩამოვარდა, რომლის სამიზნე მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა იყო, თუმცა თვითმხილველებისა და მედიის ცნობით, აფეთქებამ ახლომდებარე რამდენიმე სხვა სახლი დააზიანა.პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ რაფაჰის მახლობლად, ალ-ახავაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან ახლოს მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, რვა პალესტინელი მოკლეს.არაბული მედიის თანახმად, გამთენიის შემდეგ ღაზაში, სულ მცირე, 66 ადამიანი დაიღუპა.

კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბში მოხდა."ინფო იმერეთის" ინფორმაციით, დაღუპული კაცი ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

,,სიცრუის კამპანიიდან რეალურ ფაქტებამდე – ჩემი პასუხი ტვ პირველის ცილისწამებაზე”-რას წერს ლექსო თამაზაშვილი ,,ტვ პირველ”-ზე გესულ სიუჟეტზე

დაწყებული ბრძოლიდან დღევანდელ დღემდე – გამოხმაურება მცდარ ბრალდებებსა და საზოგადოებრივი მეხსიერების გაყალბების მცდელობაზე-ამის შესახებ ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ,,მოგესალმებით, მსურს გამოვეხმაურო “თაღლითების ტელევიზიის” მორიგ “დრამას”. გადაცემის ანონსში, ჩვეული ირონიით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ირაკლიმ დამასაქმა ერთ-ერთ ენერგეტიკულ კომპანიაში. მინდა შეგახსენოთ: მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი მისი დაარსების დღიდან. რატომღაც ბევრს “დაავიწყდა”, რომ ბატონი ბიძინას პოლიტიკაში მოსვლის განაცხადიდან ორ დღეში მამაჩემი დააკავეს — გენერალ კაცს ჩაუდეს გაფუჭებული ავტომატი…ციხიდან დახსნის პირობა იყო ირაკლის დაეტოვებინა , ბატონი ბიძინას გუნდი და არ გაყოლოდა პოლიტიკაში. ჩვენ ერთგულება და ბრძოლა ვარჩიეთ. ჩავერთეთ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მალევე გავემგზავრე დედოფლისწყაროში, სადაც დავაარსეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი. ვიყავი შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე. შევქმენით ძლიერი გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, დღემდე გამართულად მუშაობს და ღირსეულად ემსახურება დედოფლისწყაროს. გამარჯვების შემდეგ გავხდი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2016 წელს, როცა ირაკლი პოლიტიკიდან გასული იყო, უარი ვთქვი გუნდის შემოთავაზებაზე კვლავ მეყარა კენჭი დეპუტატობაზე. შესაბამისად, შევარჩიეთ ახალი კანდიდატი, რომლის შტაბის უფროსიც მე ვიყავი. 2017 წელს „ქართული ოცნების“ გუნდიდან მივიღე შემოთავაზება და ერთ - ერთი ენერგეტიკულ კომპანიაში დირექტორის მრჩევლად დავინიშნე. ტვ პირველი და მათი ღია თუ ფარული მეპატრონეები აგრძელებენ , სიცრუის ტირაჟირებას ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ .. თუმცა, როგორც დიდმა ილიამ თქვა : „ათი-ათასჯერ არაფერი მაინც არაფერია.. “-წერს ლექსო თამაზაშვილი.

ბოლო სიახლეები