ორშაბათი, ივნისი 9, 2025

რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მეორედ შეინარჩუნა.

Marca.com-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაცვით მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი კარიერის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

როგორც გამოცემა წერს, ამის საპირისპიროდ, ო’მალის შემოსავალი, სავარაუდოდ, 2.5 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ნაკლებია წინა ბრძოლაში (სექტემბერში) მიღებულ 3.2 მილიონ დოლართან შედარებით, რა დროსაც მან ქამარი დაკარგა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

“მოსწავლეების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, თავის ტვინის შერყევით აგრძელებენ მკურნალობას” – კლინიკის დირექტორი ავტობანზე ავარიაში მოყოლილი პირების ჯანმრთელობის შესახებ

გუშინ, ავტობანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირებიდან სამი ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს.როგორც ხაშურის კლინიკის დირექტორმა, გიორგი ქისტაურმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, სამიდან ორ მოსწავლეს, თავის ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნება."ჩვენთან კლინიკაში, ამ ეტაპზე იმყოფება სამი დაშავებული, აქედან ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. მოსწავლეების მდგომარეობა შედარებით მსუბუქი არის, თავის ტვინის შერყევით აგრძელებენ მკურნალობას, მნიშვნელოვანი დაზიანება არ აღენიშნებათ", -  ანაცხადა გიორგი ქისტაურმა "რუსთავი 2-თან" საუბარში. მისივე თქმით, მასწავლებლის მდგომარეობა შედარებით რთული იყო, თუმცა "ამ ეტაპზე უკვე სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, რა თქმა უნდა, გართულებების რისკი შედარებით მაღალია ჭრილობის მასშტაბებიდან გამომდინარე, თუმცა, ამ ეტაპზე სტაბილურად არის", - დასძინა კლინიკის დირექტორმა.ცნობისთვის, გუშინ, ხაშურთან, ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის, ექსკურსიისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა.

“რიყის დოქები” შეძენიდან ერთ თვეში 2.8 მილიონად გაიყიდა – ობიექტის მფლობელი “მაქრო ფროფერთი” გახდა

რიყის დოქები კიდევ ერთხელ გაიყიდა - კომპანია "რიყე დომის" მესაკუთრე 2025 წლის აპრილში დაფუძნებული კომპანია "მაქრო ფროფერთი" გახდა, რომელიც "მაქრო ჰოლდინგის" ერთ-ერთი კომპანიის "მაქრო ქონსთრაქშენის" საკუთრებაშია. ჯგუფის მფლობელია თურქი ბიზნესმენი ემინ უჩარი. გარიგებამდე, "რიყე დომის" მფლობელი იყო კომპანია ნ.გ.ბ, რომლის 100%-იანი წილიც ბიზნესმენ თორნიკე კოპალიანს ეკუთვნოდა.ობიექტი დემონტაჟის შესაძლებლობით გაიყიდა, ადგილზე მთავრობის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სასტუმროს მშენებლობა არის შესაძლებელი.თავის მხრივ, "რიყე დომმა" რიყის დოქები 2025 წლის აპრილში ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ისგან შეიძინა. ახლა კი თავად ეს კომპანია მისმა მფლობელმა კომპანია ნ.გ.ბ-იმ "მაქრო ფროფერთის" მიჰყიდა.ხელშეკრულების თანახმად, გარიგების ღირებულება 2.84 მილიონი დოლარია. ამასთან, "მაქრო ფროფერთი" იღებს ვალდებულებას გადაუხადოს 10.8 მილიონი ლარი "როყის დოქების" ყოფილ მესაკუთრეს, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია Global Victory Trust-ს. შესაბამისად, გარიგებიდან 10.8 მილიონ ლარს მიიღებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ხოლო კომპანია "რიყე დომის" წინა მფლობელი, ბიზნესმენი თორნიკე კოპალიანი კი 2.84 მილიონ დოლარს.2025 წლის 21 მაისს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რიყის დოქების სახელით ცნობილი ობიექტი ქალაქისთვის შეუფერებელია და ის სიმახინჯეს წარმოადგენს. 6 მაისს საქართველოს მთავრობის განკარგულებით შესაძლებელი გახდა, ობიექტის ახალმა მფლობელმა მისი დემონტაჟი მოახდინოს.რიყის დოქები 14,591 კვადრატული მეტრის ფართობზე არის განთავსებული.რიყის დოქების პროექტი იტალიელ არქიტექტორს, მასიმილიანო ფუქსასს ეკუთვნის, ობიექტი საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო ცენტრი უნდა ყოფილიყო. მისი მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს 75 მილიონი ლარი დაუჯდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს

საქართველოში აშშ-ის საელჩო მერაბ დვალიშვილს UFC-ის საჩემპიონო ქამრის შენარჩუნებას ულოცავს.ამასთან, საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დონალდ ტრამპი მერაბ დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს და ხელს ართმევს.ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მისმა მეუღლემ, კოტე იოსელიანმა უტა ივანიშვილს ბოდიში მას შემდეგ მოუხადა, რაც გაიტაცეს და მასზე ზეწოლა განახორციელეს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.„ჩემს მეუღლეს ჩვენს საცხოვრებელთან ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. ეს ხუთი პირი მას თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება ვერ შეძლეს. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ჩემი მეუღლე ჩასვეს ავტომანქანაში, აუხვიეს თვალები, თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. ჩვენთვის შეუძლებელია, დავადგინოთ ზუსტი ლოკაცია. დისტანციიდან და ტრაექტორიიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ გაიტაცეს და მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.გამტაცებლები რვა საათის განმავლობაში ახორციელებდნენ მასზე ზეწოლას, უსახელებდნენ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს, მათ შორის ჩვენი უფროსი, ათი წლის შვილის სკოლის და 2,5 წლის ტყუპის ბაღის ადგილმდებარეობას. მთელი ამ დროის განმავლობაში ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მე მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ ტელეფონთან წვდომას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.კოტე იოსელიანმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

ნიკოლოზ გოგუაძე – 2011 წლის 26 მაისის გამთენიისას ყინწვისთან ჩაატარეს სპეცოპერაცია, ალყა გვქონდა შემორტყმული, მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩვენი ჩაცხრილვა, სცემეს სასულიერო პირებიც

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ნიკოლოზ გოგუაძეს უსმენენ.გოგუაძემ კომისიის სხდომაზე ყინწვისის მონასტერთან მისი და მისი მეგობრების დაკავება გაიხსენა.„ჩვენი ისტორია 11 მაისამდე ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ 11 მაისი იყო ის დღე, როცა ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც „ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა“ ერქვა, გავაკეთეთ პრეზენტაცია. უამრავი სტუმარი გვყავდა მოწვეული. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე და შემქმნელი. როგორც კი გავაჟღერეთ ჩვენი არსებობის, მიზნების შესახებ, ჩვენზე დაიწყო დევნა-მუქარა. პრეზენტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, ჩემი ტელეფონი არ გაჩერებულა, სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურიდან ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი ხალხი რეკავდა და სერიოზული მუქარა მიმდინარეობდა. მაშინ ნინო ბურჯანაძე ქუჩაში აწყობდა მიტინგებს და ამ პერიოდს დაემთხვა ეს ყველაფერი. ჩვენს მხარდამჭერებს და მეგობრებს, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გარშემო იყვნენ, გაუგებარი ბრალდებებით გზადაგზა იჭერდნენ. 24 მაისს წავედით, თავიდან სადღაც ექვსი ადამიანი გავეცალეთ თბილისს, რადგან უკვე ისეთი მუქარები იყო, ვხდებოდით, დაჭერას ვერ ავცდებოდით. მუქარების შინაარსი იყო, ასეთი, დაგხოცავთ, დედას გიტირებთ. მართალია, სიტყვა დაჭრა არავის უხსენებია, მაგრამ ვვარაუდობდით, რომ დაგვიჭერდნენ. გვემუქრებოდნენ ფიზიკური განადგურებით. მუქარები მოდიოდა ძალოვანი სტრუქტურებიდან, სოდის უწყებიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. 24 მაისს წავედით რამდენიმე ადამიანი. შემდეგ ისე მოხდა, რომ მეგობრები ერთმანეთს ურეკავდნენ და კითხულობდნენ, სად იყვნენ. გაიგეს, რომ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში მივდიოდით და საბოლოო ჯამში, 23 ადამიანი აღმოვჩნდით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსთან. თავი შევაფარეთ, ჩვეულებრივად თავს ვაფარებდით. გვინდოდა მეუფე იობის ნახვა. თავს ბევრად დაცულად ვგრძნობდით იქ. 24 მაისს წავედით და 26 მაისის გამთენიისას ჩაატარეს სპეცოპერაცია. სხვადასხვა სპეცრაზმი იღებდა მონაწილეობას სპეცოპერაციაში, ალყა გვქონდა შემორტყმული. მოვარდნენ მიკროავტობუსებით, ზოგი ტყიდან ჩამოვარდა. ისეთი ადგილია, რაღაც ჩაღრმავება იყო, ერთი გზა ამოდიოდა და ერთი – ჩადიოდა. ის ერთი გზა იყო გადაკეტილი მიკროავტობუსებით, სპეცრაზმით და აბსოლუტურად ყველა მხრიდან ავტომატიანმა ხალხმა დაგვარტყა წრე. ეს ხდებოდა ზუსტად მონასტრის პირდაპირ. ამ დროს მონასტერში იყვნენ მამაოები. მეუფე ადგილზე არ იმყოფებოდა. შემდეგ გავარკვიეთ, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ ჩვენი ჩაცხრილვა ტერიტორიაზე. იქაც იგრძნობოდა ეს. ჩვენ თბილისისკენ წამოსვლას ვაპირებდით, რადგან იქ უკვე დაშლილი იყო მიტინგი – სასტიკი დაშლა და ხალხის კვლა რომ მოხდა. ჩვენთან გარეთ გამოსული იყვნენ მამაოები და გვემშვიდობებოდნენ. ბევრი მამაო იმყოფებოდა და ეტყობა, გასროლა ამიტომ ვერ შეძლეს ან უბრალოდ, არ ისროლეს. ყველანი დაგვყარეს მიწაზე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მეგის ქარდავა როგორ გამოიყურებოდა, ვინ იყო საერთოდ. მეგის ქარდავა მოვიდა, გოგუაძე რომელიაო. ვუთხარი, მე ვარ-მეთქი. მოვიდა თუ არა, კონდახი ჩამარტყა თავში და გავითიშე. შემდეგ ამწია და შემაგდო მიკროავტობუსში, სადაც მითხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ჩემთვის უნდა ესროლა. პირდაპირ მითხრა, ახლა ვაპირებ შენს მოკვლასო. აი, ამ მარშუტკაში დაგტოვებო. მოშვერილი მაქვს ავტომატი. თვითონ მეგის ქარდავა მიშვერს ავტომატს. ერთ ხელში ტელეფონი უჭირავს და მუხლზე უდევს ავტომატი. აიღებს ტელეფონს და სადღაც რეკავს, ეუბნება, წინ მიზის და დავამთავროო? ეს საუბარი მესმოდა. შემდეგ ის უთიშავს ყურმილს. მე ვიყავი ხელბორკილდადებული უკანა სკამზე, „ჟგუტებით“ მაქვს ხელი შეკრული, უკვე დაპატიმრებული ვარ. რომ დაურეკა, ეტყობა იქიდან უთხრა, გადმოგირეკავო და ახლა წყდება შენი ბედიო, მითხრა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რას დარეკავდნენ. სახე შეეცვალა, რომ დარეკეს, გამწარდა, მითხრა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა, იქიდან უთხრეს, არ გაისროლოთო. ჩავიდა დაბლა და შემდეგ ნელ-მელა ყველა გადაგვანაწილეს სხვადასხვა მიკროავტობუსში. იქ უკვე ჩანდა, რომ ჩვენი დაკავება მათ ინტერესში არ შედიოდა. არ იცოდნენ, რა ექნათ ჩვენთვის. ყველა სადღაც რეკავდა და ეკითხებოდნენ, რა ვქნათო. თვითონაც გაურკვევლობაში იყვნენ, რა ექნათ ჩვენთვის“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.გოგუაძის განცხადებით, სასულიერო პირები როგორც კი გამოესარჩლნენ ყინწვისის მონასტერში დაკავებულებს, სპეცრაზმმა მათაც დაუწყო ცემა.„ჩვენი დაკავებისას, სასულიერო პირებს რეაქცია ჰქონდათ, რას შვრებითო და როგორც კი გამოგვესარჩლნენ, მათაც მოხვდათ. მარტივად რომ ვთქვათ, ბერებსაც სცემა სპეცრაზმმა. კონკრეტულად ვინ ურტყამდა, მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ერთადერთი მეგის ქარდავა და კიდევ ერთი ადამიანი იყო ნიღბის გარეშე, დანარჩენი ყველა ნიღბებში იყო. ყველამ დავინახეთ, რომ ბერები სცემეს, უმოწყალოდ არ უცემიათ, მაგრამ ურტყეს და ძირს დაყარეს ყველა“, – განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.

ბოლო სიახლეები