კვირა, მაისი 4, 2025

რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი – ლევან დავითაშვილი

„გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პროცესები ურთიერთხელსაყრელი შეიძლება იყოს და ვნახოთ საერთო ინტერესის ობიექტები და წერტილები – ჩვენთვის ეს არ არის სიახლე, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბევრ სხვა ქვეყანასთან თუ პოტენციურ პარტნიორთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე მუდმივად მუშაობს, ჩვენი ანალიტიკოსები მუდმივად სწავლობენ სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ამიტომ ხელცარიელი ამერიკაში არ ჩავსულვართ და ჩვენი ეკონომიკური ანალიზი გავუზიარეთ იქაურ კოლეგებს“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებებზე საუბრისას.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში, რადგან მხარეთა ინტერესები და კონკრეტული მიდგომები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს.

„გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, საქართველო ამერიკის საინტერესო პარტნიორია სავაჭრო კუთხით. შეიძლება პატარა სამომხმარებლო ბაზარია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი სავაჭრო სატრანზიტო ურთიერთობის კუთხით – საქართველოში შემოდის პროდუქცია, რომელიც ნაწილდება საკმაოდ დიდ რეგიონში: ეს არის სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზიისა და კიდევ უფრო შორს მდებარე ქვეყნები, აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ამერიკული მეორადი ავტომობილების მეათე საექსპორტო ქვეყანაა, ასევე დაახლოებით 2%-მდეა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის, ასევე საკვები პროდუქტის თვალსაზრისით და ასე შემდეგ.

„ეს საკმაოდ საინტერესოა და აქ არსებობს ზრდის პერსპექტივა, მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური ინტერესები“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც მუდმივად იზრდება და ხორციელდება ინვესტიციები.

„ჩვენთან სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურა იზრდება და მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პროდუქცია საქართველოში ინახება, შემდგომში ნაწილდება რეგიონის ქვეყნებში და დამატებითი ღირებულება რჩება საქართველოში, ასევეა ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, როცა საქართველოში ხდება იმპორტი და რეექსპორტის რეჟიმში საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავლებს იღებს ქვეყანა“ – აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ურთიერთშემავსებელი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კუთხით, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ფუნქციას და დამაკავშირებელ როლს, რომელიც ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვან მსხვილ ბაზრებზე და რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განხილვის თემა აგრეთვე იყო თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ზოგადად, ინოვაციების სფეროში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს – რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

კაცი მოკლეს, შვილი კი სცემეს - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი.საქმეზე 3 პირი დააკავეს, ერთი ამ დრომდე ძებნაშია.დაელოდეთ კურიერი P.S-ის ანონსს კვირას 21:00 საათზე ⇓ 

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ეს ცრემლები ბევრი მიზეზით იყო… გამახსენდა ოჯახი, წინაპრები, ჩემი დროშა“ – ილია სულამანიძის ემოციები გამარჯვების შემდეგ

ილია სულამანიძე გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო. ილიამ გადაცემაში მისი გამარჯვებისა და ემოციების შესახებ ისაუბრა. „სიტყვებით შეიძლება ვერ გადმოვცე, მაგ დროს ფიქრობ გულშემატკივარზე, ოჯახზე, როგორ გგულშემატკივრობს დედა, მამა…ყველაფერს წარმოიდგენ, შენს წინაპრებს, შენს დროშას, რა ისტორია აქვს..ეს ყველაფერი ცრემლსაც გამოიწვევს, ცრემლები ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იყო…“ – აღნიშნა ილიამ.ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ მეტოქეს, ზელიმ კოცოიევს იუკოთი სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამ წონით კატეგორიაში ილია გახდა პირველი ქართველი ჩემპიონი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს კარში ულამაზესი გოლი გაიტანაქართველი ლიგა 1-ში ბრწყინავს.ნახეთ, გოლი აქ. 

„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს…“ – ქართველი გოგო, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს

მედეა იობაშვილი, რომელიც თურქეთში სამკურნალოდ ჩასულ ქართველებს ეხმარება მიმართვას ავრცელებს„ბოლო პერიოდში ვიღებ მუქარებს და თამაშობენ ბინძურ თამაშებს ქართველები, რომლებიც ღმერთმა იცის რას საქმიანობენ აქ კლინიკებთან. (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.) შემეშვით! ამის მერე საჯაროდ გამოგფენთ სათითაოდ ყველა თქვენს მოწერილი მუქარებით! და ფაქტებით თუ რამ გაგაბოროტათ. თქვენც იშრომეთ, როგორც მე! და მიაღწიეთ წარმატებას, იყავით ორიენტირებული პაციენტზე და მის ჯანმრთელობაზე და არა ფულზე!აქ ჩემ სიტყვას ფულზე დიდი ძალაც აქვს და დაფასებაც, იცით რატომ? ჩემი ადამიანობით. მარიამი პირველი ქართველი არ იყო ვისაც ჩემი თხოვნით ჰონორარის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია, სხვადასხვა განხრით ბევრია მსგავსი ოპერაციები და ამაზე საუბარი არც მსურს, რადგან მე რასაც ვაკეთებ მანიჭებს ბედნიერებას, უფალი ხედავს და ჩემთვის საკმარისია.ბევრს ვეგონე და ვგონივარ ექიმი, რადგან მე თვითონ ვარ ჩართული ყველა პაციენტის მკურნალობაში. ზოგჯერ ვცდები გაიდლაინებს, ვაკავშირებ ერთმანეთთან სხვადასხვა განხრის ექიმებს და მეამაყება ყველა წარმატებული მკურნალობა, თუნდაც მაშინ როცა თურქეთმა იმედიც კი გადაუწურა მაგრამ აი იმ ერთი ჩემი შერჩეული ექიმით მიიღო შედეგი. რაც არ უნდა გააკეთოთ, მთელი ჰაკერებიც რომ დაიქირაოთ ფეისის გასატეხად, ჩემს სახელს და გვარს ვერ წაშლით! მაინც მოვა პაციენტთა ზღვა ჩემამდე! მიხარია რომ ჩემი საქართველო მიცნობს ისეთს როგორიც ვიყავი და ვარ.მაცადეთ ვაკეთო ჩემი საქმე“, - წერს მედეა იობაშვილი.

ბოლო სიახლეები