რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ბლექროკმა” შეიძინა „საქართველოს ბანკის” აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერმა, ილია ინჯიამ.
ინჯიამ „საქართველოს ბანკის” ეს ქმედება ანტიქართულ ნაბიჯად შეაფასა, რომელიც საქართველოს ეკონომიკას აზიანებს და ეროვნულ ბანკს მიმართა, ამ ფაქტზე ახსნა-განმარტება მოითხოვოს „საქართველოს ბანკისგან“.
„თვითნებურად ამ ნაბიჯის გადადგმა ბანკის მხრიდან, არის პირდაპირ ანტიქართული საქმე, რომელიც აზიანებს ქართულ ეკონომიკას. საინტერესოა, რა დავალება აქვს ასეთი საქართველოს ბანკს, რომ საკუთარი ფინანსური ინტერესების საზიანოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა მივმართო ეროვნულ ბანკს, სასწრაფოდ მოითხოვოს ახსნა-განმარტება საქართველოს ბანკისგან ამ ფაქტთან დაკავშირებით.” – განაცხადა ილია ინჯიამ.