შაბათი, მარტი 1, 2025

რაზე ისაუბრეს და რა იყო დონალდ ტრამპს, ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ცხარე კამათის მიზეზი ოვალურ კაბინეტში

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სასურველი შედეგით არ დასრულდა – მინერალების შესახებ შეთანხმება არ შედგა.

თეთრ სახლში განვითარებული მოვლენები მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის მეშვეობით ნახა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ზელენსკი უპატივცემულობაში ღიად დაადანაშაულა, ტრამპის ადმინისტრაციამ კი, უკრაინის ლიდერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. ტრამპმა თქვა ისიც, რომ ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მშვიდობისთვის მზად არ არის.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი: „ოთხი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრესკონფერენციებზე იდგა და მკაცრად საუბრობდა ვლადიმერ პუტინზე. შემდეგ პუტინი შეიჭრა უკრაინაში და გაანადგურა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, შესაძლოა, დიპლომატიაში იყოს. ჩვენ გამოვცადეთ ჯო ბაიდენის გზა, რომელიც გულისხმობდა მკერდზე ხელის დარტყმას და თავის მოჩვენებას, თითქოს შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქმედებები. რა ხდის ამერიკას კარგ ქვეყნად? ეს არის ამერიკის ჩართულობა დიპლომატიაში. სწორედ ამას აკეთებს პრეზიდენტი ტრამპი“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი: „შეიძლება, გკითხოთ? მან დაიპყრო უკრაინის დიდი ნაწილი, ქვეყნის აღმოსავლეთი და ყირიმი. მან ის დაიკავა 2014 წელს. ასე რომ, მრავალი წლის განმავლობაში, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ბაიდენზე, მაგრამ იმ დროს იყო პრეზიდენტი ობამა, შემდეგ პრეზიდენტი ტრამპი, შემდეგ პრეზიდენტი ბაიდენი, ახლა პრეზიდენტი ტრამპი, და ღმერთმა ქნას, რომ ახლა პრეზიდენტმა ტრამპმა შეაჩეროს ის. მაგრამ 2014 წლიდან ის არავინ შეაჩერა. მან უბრალოდ მოახდინა ოკუპაცია და აიღო. მან დახოცა ხალხი, მაგრამ 2014-დან 2022 წლამდე, იცით, იგივე სიტუაცია იყო, როცა ადამიანები იღუპებოდნენ საკონტაქტო ხაზზე. არავინ შეაჩერა ის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ბევრი საუბარი, ჩემი ორმხრივი საუბარი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ მასთან, მე, როგორც ახალმა პრეზიდენტმა 2019 წელს მოვაწერე ხელი მასთან შეთანხმებას, მაკრონთან და მერკელთან ერთად. ჩვენ მოვაწერეთ ხელი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ამის შემდეგ მან დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, დახოცა ჩვენი ხალხი და ტყვეები არ გაცვალა. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პატიმრების გაცვლას, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. რა სახის დიპლომატიაზე საუბრობთ კიდევ, ჯეი დი, რას გულისხმობ?“

ჯეი დი ვენსი: „მე ვსაუბრობ ისეთ დიპლომატიაზე, რომელიც დაასრულებს თქვენი ქვეყნის განადგურებას. ბატონო პრეზიდენტო, პატივისცემით, ვფიქრობ, რომ უპატივცემულობაა თქვენი მხრიდან ოვალურ კაბინეტში მოსვლა, რათა სცადოთ ამაზე დავა ამერიკული მედიის წინაშე. სწორედ ახლა, თქვენ დადიხართ და აიძულებთ სამხედრო გაწვევას, დაქვემდებარებულებს ფრონტის ხაზზე წასვლას, რადგან თქვენ ცოცხალი ძალის პრობლემები გაქვთ. თქვენ მადლობას უნდა უხდიდეთ პრეზიდენტს, რომ ის ცდილობს ამ კონფლიქტის დასრულებას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ოდესმე ყოფილხართ უკრაინაში, რომ ხედავთ რა პრობლემები გვაქვს?“

ჯეი დი ვენსი: „მე მინახავს ამბები. მე ვიცი, რაც ხდება, თქვენ ხალხი პროპაგანდისტულ ტურში მიგყავთ, ბატონო პრეზიდენტო. თქვენ არ ეთანხმებით, რომ ჯარში ხალხის გაწვევასთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ? და ფიქრობთ თქვენ, რომ ეს პატივისცემაა ალიანსისადმი, მოხვიდეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოვალურ კაბინეტში და თავს დაესხათ ადმინისტრაციას, რომელიც ცდილობს, თქვენი ქვეყნის განადგურება აიცილოს თავიდან?“

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ძალიან ბევრი შეკითხვაა. მოდით, თავიდან დავიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ომის დროს, ყველას აქვს პრობლემები, თქვენც კი, თუმცა თქვენ გაქვთ ლამაზი ოკეანე და ახლა არ გრძნობთ ამას“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „თქვენ ეს არ იცით“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ღმერთმა ქნას, არ გქონდეთ ომი…“

დონალდ ტრამპი: „ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ ჩვენ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეუბნებით, რას ვიგრძნობთ ჩვენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე არ გეუბნებით“.

დონალდ ტრამპი: „თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ ეს და სწორედ ამას აკეთებთ. თქვენ არ ხართ იმ პოზიციაში, რომ გვიკარნახოთ, რას ვიგრძნობთ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „თქვენ იგრძნობთ გავლენას.“

დონალდ ტრამპი: „ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიგრძნობთ და ძლიერად. თქვენ ახლა არ ხართ ძალიან კარგ პოზიციაში. თქვენ საკუთარ თავს უფლება მიეცით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილიყავით. თქვენ არ გაქვთ ახლა „კოზირი“. ჩვენთან ერთად თქვენ იღებთ „კოზირს““.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე არ ვთამაშობ ბანქოს“.

დონალდ ტრამპი: „თქვენ ბანქოს თამაშობთ, თქვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით თამაშობთ, თქვენ მესამე მსოფლიო ომით თამაშობთ და ის რასაც აკეთებთ, არის ძალიან უპატივცემულო ამ ქვეყნის მიმართ, რომელმაც თქვენ იმაზე მეტად დაგიჭირათ მხარი, ვიდრე უნდა დაეჭირა“.

ჯეი დი ვენსი: „ერთხელ მაინც მადლობა გითქვამთ?“

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბევრჯერ, ბევრჯერ, დღესაც კი“.

ჯეი დი ვენსი: „მთელი ამ შეხვედრის დროს გითქვამთ მადლობა? თქვენ ჩახვედით პენსილვანიაში და კამპანია აწარმოეთ ოპოზიციისთვის ოქტომბერს, გამოხატეთ რამე დაფასების სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომელიც ცდილობს თქვენი ქვეყნის გადარჩენას“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „გთხოვთ. თქვენ საუბრობთ ძალიან ხმამაღლა ომის შესახებ…“

დონალდ ტრამპი: „ის არ საუბრობს ხმამაღლა, ის არ საუბრობს ხმამაღლა. თქვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია. არა, რა. თქვენ ბევრს საუბრობდით. თქვენი ქვეყანა დიდ გასაჭირშია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მე ვიცი“.

დონალდ ტრამპი: „თქვენ არ იმარჯვებთ. ჩვენი წყალობით, თქვენ გაქვთ კარგი შანსი, რომ კარგად გამოძვრეთ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ჩვენ ვრჩებით ჩვენს ქვეყანაში, ვრჩებით ძლიერი. ომის დასაწყისიდანვე, ჩვენ მარტო ვიყავით და ჩვენ მადლობელი ვართ, მე ვთქვი მადლობა ამ კაბინეტში“.

დონალდ ტრამპი: „ჩვენ ამ სულელი პრეზიდენტის საშუალებით თქვენ 350 მილიარდი დოლარი მოგეცით. მოგეცით სამხედრო აღჭურვილობა, თქვენი კაცები, მამაცები არიან, თუმცა ისინი ჩვენს სამხედრო აღჭურვილობას იყენებენ. ჩვენი სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ომი ორ კვირაში დამთავრდებოდა“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „სამ დღეში, მე ეს პუტინისგან გამიგია, სამ დღეში“.

დონალდ ტრამპი: „შესაძლოა ნაკლებში“.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „ორ კვირაში, რა თქმა უნდა“.

დონალდ ტრამპი: „საქმის ამგვარად წარმოება ძალიან რთული იქნება, მე თქვენ გეუბნებით“.

 

დონალდ ტრამპის, ჯეი დი ვენსისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ცხარე კამათსა და  ხმამაღალ საუბარს მძაფრი საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეონა აქუბარდია – ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია

თეთრ სახლში გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც ჩვენთვისაც საერთოა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.მისი თქმით, მთავარია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა.„ეს მოლაპარაკებები არის დასაწყისი. გუშინდელი შეხვედრა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო სანახავი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა არის ის ინტერესი, რომლის ირგვლივაც არის სრულიად დასავლეთი გაერთიანებული, რაც, მათ შორის, ჩვენთვისაც საერთოა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში საბოლოო შედეგია მთავარი, ეს შედეგი უნდა იყოს ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა. თქვენ ნახეთ, რომ იმ მთავარი მიზნის ირგვლივ, რომელიც მშვიდობას უკავშირდება, პირველი საწყისი მოლაპარაკება გაიმართა. მოლაპარაკებები მარტივი ვერ იქნება იმ აგრესიის მასშტაბიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი უკრაინისა და მთლიანად ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ახორციელებს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.მისი თქმით, რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, რეჟიმის მხრიდან ბალანსის პოლიტიკის დარღვევა დამაზიანებელია იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია.„რაც შეეხება ივანიშვილის „ოცნების“ პოზიციას, ბალანსის პოლიტიკის დარღვევა ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის დამაზიანებელი იმ საერთო ინტერესისთვის, რასაც ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია. ბალანსის პოლიტიკა პრეზიდენტ ტრამპს ნამდვილად არ დაურღვევია. მაშინ, როდესაც ირაკლი კობახიძე იკავებს ერთ მხარეს და უპირისპირდება მეორე მხარეს იმ საერთო მიზანში, რასაც ჰქვია სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, ეს არის საფრთხის შემცველი იმ საერთო მიზნისთვის, რასაც სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა ჰქვია, საფრთხის შემცველია ჩვენი საერთო ინტერესისთვის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

შსს – სოფელ სურებში მცხოვრები პირი, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს

მეხანძრე-მაშველებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებიდან ოზურგეთში, სამედიცინო დაწესებულებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაჰყავთ მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის ექვს ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებული. ისინი შესული შეტყობინების შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა.მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა.„ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას დასაწყისიდანვე ვუჭერდით მხარს, დავუჭერთ მას მხარს უსაფრთხო და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში, რადგან ჩვენც დიდ იმედებს ვამყარებთ ამ მშვიდობაზე. ეს არის პოლონეთის ინტერესი, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი დასრულდეს და დასრულდეს იმგვარად, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. ეს არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩემი პირადი აზრით, ეს საჭიროებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თუ ვინმეს ძალუძს ამ ომის დასრულება, ეს ამერიკის შეერთებული შტატებია და სხვა არავინ.

გაფრთხილება მძღოლებს! – ამ მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, თოვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში – შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს.ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი აზიარებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს: „ასევე დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“.„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში.2022 წლის 1 მარტი. ომი ხუთი დღის დაწყებულია“, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები