ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის დანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა სარაგბო ბაზებს წიგნებით მოამარაგებს, ბიბლიოთეკაში გახსნილ სპორტულ კუთხეს კი რაგბის კავშირი თავისი გამოცემებით მოამარაგებს.
მემორანდუმს ხელი რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.