კვირა, მარტი 1, 2026

ჟურნალისტებმა კალაძე საპირველაპრილოდ მოატყუეს. ვიდეო

“თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ და ხვალ სარჩელის შეტანას აპირებენ” – ამის შესახებ ჟურნალისტმა თბილისის მერს, კახა კალაძეს “მზიურში” სტუმრობის დროს უთხრა და ამაზე კომენტარი სთხოვა.

როგორც აღმოჩნდა, ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო, თუმცა მერმა კითხვა სერიოზულად აღიქვა და როგორც თავად თქვა, “მოტყუვდა”.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი- ირანის კონსტიტუციის 111-ე მუხლის საფუძველზე, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობა დაიწყო სულიერი ლიდერის დროებითმა საბჭომ

,,ირანის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, აიათოლა არაფის დანიშვნით, მუშაობას შეუდგა სულიერი ლიდერის დროებითი საბჭო, ახალი წინამძღოლის არჩევამდე. აღნიშნული საბჭო შედგება პრეზიდენტის, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარის და კონსტიტუციის საზედამხედველო საბჭოს წევრი ისლამური სამართლის ერთ-ერთი ექსპერტისგან (ფაკიჰი). საბჭო წარმოადგენს სამართლებრივ მექანიზმს კონსტიტუციის ფარგლებში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მართვისათვის''- ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ  facebook- ზე წერს.

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით ირანის ინფორმაციას უარყოფს – „ლინკოლნი“ არ დაბომბილა, რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა“

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობა უარყოფს ირანის ინფორმაციას ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით.აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.„„ლინკოლნი“ არ დაბომბილა. გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა. „ლინკოლნი“ აგრძელებს თვითმფრინავების გაშვებას ირანის რეჟიმის მხრიდან მომდინარე საფრთხეების აღმოფხვრის გზით ცენტრალური სარდლობის დაუნდობელი კამპანიის მხარდასაჭერად, რომელიც ამერიკელი ხალხის დაცვას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კვიპროსის პრეზიდენტი – კირ სტარმერმა ცხადად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი ირანული რაკეტების სამიზნე არ იყო

კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ქრისტოდულიდესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ კვიპროსი ირანის სამიზნეს არ წარმოადგენდა.„პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დამირეკა. მან ნათლად და ცალსახად დაადასტურა, რომ კვიპროსი სამიზნე არ იყო“, - დაწერა ნიკოს ქრისტოდულიდესმა სოციალურ ქსელში.მანამდე, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვიპროსის მიმართულებით, სადაც გაერთიანებული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ირანის ორი რაკეტა ისროლეს.კვიპროსის მთავრობის წარმომადგენელმა მოგვიანებით უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანას საფრთხე ემუქრება“.

მეუფე შიო – დიდი მარხვა სინანულის დროა, სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, გრძნობს და უყვარს

ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველ კვირას, მართლმადიდებლობის ზეიმზე ქადაგებისას განაცხადა.მეუფე შიოს თქმით, „ჩვენი ერი მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტების და მართლმადიდებელი სარწმუნოების“ და „ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ“ ქრისტეს ეკლესიისა და მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.მიტროპოლიტმა მარხვის არსზე ისაუბრა, მისი თქმით, დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს სიკეთეს, სწამს სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმს.„ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მეშვიდე მსოფლიო კრებაზე, 787 წელს. ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე, რომელიც აწუხებდა იმჟამინდელ რელიგიურ სინდისს: შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით? და აი, კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს: დიახ, შეიძლება, რადგან მოხდა ღმერთის განკაცება, ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, „ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), - როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, - „და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი“ (ფილ. 2,7).ღმერთი თავისი ბუნებით და არსით მიუწვდომელია, უხილავია და, რა თქმა უნდა, მისი გამოსახვაც შეუძლებელია, როგორც ამბობს წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი არავის არასდროს უხილავს“ (ინ. 1, 18), მაგრამ იქვე დასძენს: „მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან განაცხადა“ (ინ. 1, 18). ე. ი. განკაცებით მოხდა ღვთაების გაცხადება ქრისტეში და უხილავი ღმერთი ჩვენი გრძნობითი აღქმისთვის მისაწვდომი გახდა. ამდენად, რომ განკაცდა ღმერთი, ეს მოხდა და შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.ამდენად, ადამიანი არის ღვთის გამოუთქმელი დიდების ხატი, მიუხედავად დაცემულობისა, ცოდვების წყლულებისა და შედეგებისა, რომლებიც ადამიანის ბუნებას აქვს. აი, ამას გვახარებს დღეს წმინდა ეკლესია, ამას გვაუწყებს, ამას გვახსენებ - ღმერთის და ადამიანის სიახლოვეს, იმ სიკეთეს, დიდებას, იმ სინათლეს, რომელიც არის ჩვენში ჩადებული, როგორც ჩვენი წარუშლელი და შინაგანი ბუნება, საფუძველი ჩვენი არსისა.ის, რომ წმინდა ეკლესია ამას გვახსენებს სწორედ დიდი მარხვის პირველ კვირას, ესეც ნიშანდობლივია, ვინაიდან დიდი მარხვა სინანულის დროა. სწორი სინანული კი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ხედავს ამ სიკეთეს, სწამს ამ სიკეთის, ხედავს, გრძნობს და უყვარს. ადამიანში მარტო ცოდვების და არარაობის დანახვა აზიანებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას, ამ კეთილი მხარის დანახვის გარეშე. აზიანებს თუნდაც იმიტომ, რომ მიჰყავს ადამიანი მოწყინებამდე, სევდამდე, სასოწარკვეთილებამდე და პარალიზებას ახდენს ღვთისგან ბოძებული საოცარი ნიჭისა, რაც არის ჩვენი შემოქმედებითი ძალები.აი, ამიტომ დიდმარხვაში, როდესაც უფრო მძაფრად განვიცდით ჩვენს დაცემულობას, ამ მოწყინებაში ჩავარდნის საშიშროებაც უფრო მეტია. ამიტომ წმინდა ეკლესია გვიცავს ამ შეხსენებებით და მინიშნებებით, მოწმობს რა, ღვთის გამოსახვის შესაძლებლობას; ის გვახსენებს ჩვენში ხატებას ღვთისას, როგორც ამ დიდ საოცარ საფუძველს ჩვენი ბუნებისა და თითქოს გვეუბნება: - შეხედე, რა დიდი სიკეთე მიეცა ადამიანს! რა საოცარ სიმაღლეზე შეუძლია ადამიანს ავიდეს სულიერი კიბით, თუნდაც უკანასკნელი დაცემულობის ფსკერიდან!ეს შეხსენებები, სიმბოლური მინიშნებები, რომლებიც იწყება დღევანდელი კვირიდან და გაგრძელდება შემდეგ კვირებში (ეს იქნება შემდეგ გრიგოლ პალამას სწავლება, ჯვრის თაყვანისცემა, იოანე კიბისაღმწერლის კვირა, მარიამ ეგვიპტელისა), სულიერად გვაძლიერებენ, გვიმტკიცებენ მართლმადიდებლურ რწმენას ღვთისა და ადამიანისა და მოგვიწოდებენ ქმედითი სიყვარულისკენ. ამიტომ ჩვენც უნდა ვუპასუხოთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ მოწოდებებს, ამ მინიშნებებს სულიერი ღვაწლით და ქმედითი სიყვარულით, კეთილგანწყობით ადამიანებისადმი, მათი ცხოვრებისადმი და მათი გულწრფელი, კეთილი მისწრაფებებისადმი.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს.მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას: 1990 წელს, ღვთის შეწევნით და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაუღალავი ღვაწლით და შრომით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნო და აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალია. სწორედ ამ დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით მთელ ჩვენს ეკლესიას საზეიმოდ გადასცა ორი სიგელი: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი და კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის ცნობის სიგელი. ეს იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ეკლესიის, საბოლოო გამარჯვება იყო ამ დიდ ბრძოლასა და ღვაწლში, რაც უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვებას და მის აღიარებას.ჩვენ დღეს დიდ მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მისი დიდი ღვაწლისთვის, ვინაიდან სწორედ მან დააგვირგვინა თავისი ღვაწლით ეს შრომა და ბრძოლა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. ვუსურვოთ მას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და სულის სიმხნევე.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, რომელიც მუდამ ცდილობდა, ერთგული ყოფილიყო ჭეშმარიტებისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების. ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც ერთგულნი ვართ ქრისტეს ეკლესიისა, მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და შეგვეწიოს უფალი, რომ მომავალშიც ჩვენი ერი ყოფილიყოს ერთგული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და მისი ეკლესიისა, როგორც უმთავრესი საუნჯისა, რომელიც გვებოძა ღვთისგან და რაც არის, ყოველთვის იყო და არის მთავარი საწინდარი ჩვენი ერის გადარჩენისა. ამინ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ჩვენთან არს ღმერთი!“, - აცხადებს მიტროპოლიტი შიო.

ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ამჯერად ამერიკა არ იწვნევს მოულოდნელობის ეფექტს. პასუხის გაცემა გაგრძელდება ლეგიტიმური თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის დაცვის ფარგლებში-ალი მოჯანი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი ირანში მომდინარე პროცესებს ეხმიანება და წერს: ,,2025 წლის ზაფხულის 12-დღიან ომში ირანის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა მოულოდნელობის ეფექტი. ამ გამოცდილებამ გამოიწვია სიფრთხილის გაძლიერება და თავდაცვითი მზაობის ამაღლება. ისრაელმა, მორიგი არასწორი გათვლის გამო, პროპორციული და მტკიცე პასუხი მიიღო. ეს გაგრძელდება იქამდე, სანამ ამჯერად ამერიკა არ იწვნევს მოულოდნელობის ეფექტს. პასუხის გაცემა გაგრძელდება ლეგიტიმური თავდაცვისა და რეგიონული სტაბილურობის დაცვის ფარგლებში, რათა აჩვენოს, რომ ამერიკა ხელმეორედ შევიდა დაუსრულებელ ომში- #ირანი #ისრაელი#ამერიკა#მოულოდნელობა#ლეგიტიმური_თავდაცვა #რეგიონული_სტაბილურობა#დაუსრულებელი_ომი -წერს ალი მოჯანი

ბოლო სიახლეები