სამშაბათი, აპრილი 29, 2025

პუტინმა ახალი განკარგულება გამოსცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კრემლის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში იქნება 8 მაისის დილიდან 11 მაისამდე, რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღსანიშნავ დღესასწაულს ემთხვევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა “ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე”.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველო“ – მარტა კოსი

ვერ მივიღებ, რომ საქართველო დავკარგოთ, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა.მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.ამავე დროს, ევროკომისარი მარტა კოსი არ გამორიცხავს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან უმაღლესი რანგის კონტაქტების აღდგენას, რაც 2024 წლიდან შეჩერებულია.„რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა ევროკომისარს კითხვა დაუსვა, თუ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლის პასუხად უკვე მიღებული ზომების გარდა, კიდევ რას განიხილავს ბრიუსელი. როგორც მარტა კოსმა განაცხადა, „ბევრი შესაძლებლობა არსებობს“, თუმცა ამ ვითარებაში „ძალიან ვფრთხილობთ“.„შეიძლება, ვთქვათ, უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ, გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). შეიძლება, ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ, საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, შეიძლება, ეს გავყინოთ, ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორიც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები“, – განაცხადა ევროკომისარმა.„მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“, – თქვა მარტა კოსმა.ევროკომისრის განცხადებით, ბრიუსელმა სცადა სანქციების დაწესება.„ვცადეთ, დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, წევრ ქვეყნებს შორის არ არის ერთსულოვნება. დიახ, ჩვენ ვცადეთ ეს და არ გამოგვივიდა, მაგრამ არიან ცალკეული წევრი ქვეყნები, რომელთაც შემოიღეს ინდივიდუალური სანქციები“, – განაცხადა ევროკომისარმა.კითხვაზე, „განიხილავთ თუ არა თბილისში მთავრობასთან საუბრის ხელახლა დაწყებას, მაღალი რანგის კონტაქტების აღდგენას გარკვეულ ეტაპზე“, ევროკომისარმა კოსმა უპასუხა: „ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა, არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხარე რაზეა წამსვლელი. ასე რომ, ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება, ეს გავაკეთოთ, ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ“.„გამოდის, რომ ეს ნიშნავს მათთან საუბარს, შესაძლოა, სამომავლოდ? ასე უნდა გავიგო?“ – ჟურნალისტის ამ შეკითხვაზე მარტა კოსმა უპასუხა:„დიახ. როგორც ვთქვი, ყველაზე მარტივია, არ ესაუბრო. მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია, 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს დონეზე. გვქონდა ერთი დიალოგი ეკონომიკაზე, ახლა ვიწყებთ მეორეს მიგრაციაზე და ვნახავთ, (სავაჭრო ხელშეკრულების, ევროკავშირი-თურქეთის) საბაჟო კავშირის მოდერნიზების პროცესში შევალთ, თუ არა. იცით, ბიზნესსაზოგადოებასაც როგორღაც სურს ამის გაკეთება. ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაახლოებით 240 მილიარდი ევროს მიმოცვლა გვქონდა და ეს საკმაოდ ბევრია“.მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე, „საქართველოშიც შესაძლოა, რომ უმაღლესი რანგის დიალოგი რაიმე ფორმით განვითარდეს მომავალში“, მან განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვიფრთხილოთ, შესაძლოა, დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, შესაძლოა, დაბალი რანგით დავიწყოთ, მაგრამ შემდეგ ვნახოთ, როგორ შეიძლება ამ საკითხის განვითარება“, – განაცხადა ევროკომისარმა.

შალვა პაპუაშვილი – შარშან, დეკემბერში პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან როდესაც ამოიღეს ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე

არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო პარლამენტის შტურმის მცდელობა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ვნახეთ, რომ ყველაფერი იყო წახალისებული გარედან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვა დაუსვეს თბილისში, სხვადასხვა მისამართზე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.პაპუაშვილის თქმით, ჩხრეკა, სავარაუდოდ, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.„ეს პროკურატურის საქმე და საკითხია. ამაზე ექნებათ ალბათ, თავადაც შემდეგ ინფორმაცია. ჩვენ ვიცით, რომ პროკურატურა იძიებს სხვადასხვა საქმეს. არ დავივიწყოთ, რომ შარშან, დეკემბერში იყო მცდელობა პარლამენტის შტურმისა, იყო ძალადობის ბევრი ფაქტი, მათ შორის იყო პარლამენტის დაწვის მცდელობა, პოლიციაზე თავდასხმა, ყველაფერი ვნახეთ, რომ იყო წახალისებული გარედან. ისიც ვნახეთ, რომ იმავე მომენტში, როდესაც შესაბამისმა სტრუქტურებმა – პროკურატურამ, შსს-მა, იმ პარტიების თუ დაჯგუფებების ოფისებიდან ამოიღო სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებები, ზუსტად იმ მომენტიდან შეწყდა ძალადობა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის დაწვის მცდელობა, პოლიციელებზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით თავდასხმა. ასე რომ, ვნახეთ, რომ მაშინაც ეფექტიანად იმუშავეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, ამაზე დეტალურად ვერ გეტყვით ვერაფერს. იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, ამ გამოძიების ფარგლებში არის ჩხრეკები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დღეს ჩხრეკა ჩატარდა ჟურნალისტის, „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანისა და მარიამ გეგუჩაძის სახლებში, ასევე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მარიამ ბაჯელიძის სახლში. არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში.

შალვა პაპუაშვილი – თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ თუ ვიზალიბერალიზაციის საკითხებს რაც შეეხება, ზუსტად ეს შანტაჟის ენაა, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ

განცხადებებს რაც შეეხება, იქნება ეს თავისუფალ ვაჭრობასთან, ვიზალიბერალიზაციასთან, თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა არის, რომლის მიმართაც ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია ბრიუსელის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.შალვა პაპუაშვილის თქმით, ზუსტად ეს შანტაჟის ენა იყო მათ შორის იმის განმაპირობებელი, რომ 26 ოქტომბერს უპრეცედენტო რაოდენობით ამომრჩეველი გამოვიდა და დააფიქსირა თავისი აზრი, რომ არ მიიღებს შანტაჟის ენით საუბარს.„ამას ვამბობ, რომ სწორი დასკვნები უნდა გამოიტანოს ბრიუსელმა, თუ სურს, რომ ქართველ ხალხთან ურთიერთობები დაუბრუნოს იმ კალაპოტს, რომელიც ჩვენ გვინდა. საჭიროა, გაიზიაროს, გააცნობიეროს ის კრიტიკული მოსაზრებები, თუ პრეტენზია, რომელიც ქართველ ხალხს აქვს ბრიუსელის მიმართ. მათ შორის ის, რომ ჩვენ მოველით თანასწორ ურთიერთობას ბრიუსელთან. ქართველ ხალხს აქვს თავისი გამოცდილება სხვადასხვა დიდ დედაქალაქთან ისტორიიდან გამომდინარე და თავისი ისტორიული, გარკვეული ტკივილები ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არ იღებს ხალხს. ქართველი ხალხის დიდი სურვილია ევროპული გზით სიარული. ამაზე კვლავ ვიმუშავებთ. ვერ მივიღებ, რომ შეიძლება, დავკარგეთ საქართველო, თუნდაც მთავრობა ერთიმეორის მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს“.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იმედი აქვს, რომ ამ ინტერვიუდან გამომდინარე, ნელ-ნელა გააცნობიერებს ბრიუსელი, რომ მნიშვნელოვანია საკუთარი ნაბიჯების კრიტიკული ანალიზი.„ზუსტად ეს არის ევროპულობა. არა თითის გაშვერა სხვებისკენ, არამედ საკუთარი ქმედებებზე კრიტიკული ანალიზი და ამის შესაბამისად მოქმედება. ერთი საკითხია მხოლოდ, რაც მე მაფიქრებს. როგორც ვნახე, ეს ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა გაფართოების ევროკომისარმა. ჩვენ ვიცით, რომ ეს რადიო თავად არის პროპაგანდისტული მედია. ოფიციალურად საჯაროა ეს ინფორმაცია, რომ „რადიო თავისუფლება“ დაფუძნებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ, როგორც პროპაგანდისტული იარაღი და ასე პროპაგანდისტულ იარაღადაც ხდებოდა გამოყენება. ზუსტად ამიტომ არის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მათ შორის მასთან ურთიერთობის შეწყვეტა. იცით, რომ გადახედვის პროცესში არის და ცოტა არ იყოს, სახიფათოა და კითხვის ნიშანს იწვევს ის სიგნალები, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ახლა ბრიუსელიდან, რომ არის სურვილი, ამერიკული პროპაგანდისტული მედია ახლა გადაიფორმოს ბრიუსელმა, როგორც საკუთარი მედია. ვინაიდან საუბარი იყო იმაზე და მათ შორის სურვილი, მოიძიონ საშუალებები, რომ ეს პროპაგანდისტული მედია დაფინანსდეს ევროპული წყაროებიდან.მათ შორის შეგახსენებთ, რომ „რადიო თავისუფლებამ“ სულ ახლახან, არა მხოლოდ პროპაგანდისტული, არამედ, ფაქტობრივად, ფაშისტური ნარატივები გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ სიტყვა „მონას“ გამოყენებას აუბრალოებს და თითქოს ის რაღაც პოლიტიკური ტერმინოლოგიის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მე ამას საჯაროდაც გამოვეხმაურე, თუმცა ეს პროპაგანდისტული მედია დაემალა პასუხებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც ამერიკული მედია ზუსტად იმ ისტორიიდან გამომდინარე, რაც აშშ-ში არსებობდა, „მონა“ სიტყვას იყენებს პოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის იმ კონტექსტში და დატვირთვით, რომ შეიძლება, ადამიანებმა ერთმანეთს ამ ტერმინოლოგიით მიმართონ. ანუ ისაუბრონ სხვა ადამიანზე, როგორც ღირსების არმქონე, ადამიანის უფლებების არმქონე ნივთზე. ასეთი დამოკიდებულება რომ აქვს ამ პროპაგანდისტულ მედიას, ესეც თავისთავად ბევრი რამის მთქმელია. აქედან გამომდინარე, ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ გარკვეული მცდელობები, თუ სურვილებია, რომ CIA-ის მიერ შექმნილი მედია ახლა გადაიბაროს ევროპამ და დაიწყოს მისი დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხეს. ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. თითქოს სპეციალურად დამახვედრეს- გალაქტიონის სურათი და ღვთისმშობელი...

„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ“-ამის შესახებ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.„ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ როცა ჩვენ ბოლოს მივიღეთ წერილი ხელისუფლებისგან, რომ უნდა დაგვეცალა შენობა, ისევ შევიტანეთ სარჩელი. ვფიქრობდით, როცა წარმოებაში არის საქმე, ამდენი მაინც ვიცით, რომ არ შეიძლება მაშინ რაიმეს აღსრულება. სანამ წერილს შევიტანდით, მწერალთა კავშირში ღამეს ვათევდით ქართველი მწერლები და სასულიერო პირები, მეუფე თადეოზი, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი გივი თოიძე, მთელი საქართველოს რჩეული შვილები ჩვენთან ერთად ღამეებს ათენებდნენ და პირველად, როცა ჩვენ გვითხრეს, რომ საქმე წარმოებაში არის წასულიო, პირველად დავტოვეთ შენობა ღამით და იმ ღამეს ვითომ ბედნიერმა დავიძინე. მაგრამ ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ მეთქი. რამე რომ გაეტანათ მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება სანამ გონზე მოვიდოდით. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან.  მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელი . არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“-განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ხმაური ჭიათურაში – პოლიციამ პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს

ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს. როგორც მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ღამის 03:30 საათზე ჭიათურაში მოწყობილ საპროტესტო კარავში პოლიციის თანამშრომლები შეიჭრნენ და ოთხი ადამიანი დააკავეს.დღეს, ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციების დაწყებიდან 61 დღე დაიწყო. მაღაროელები მოსახლეობას და კომპანიის დასაქმებულებს სოლიდარობისკენ მოუწოდებენ და საპროტესტო აქციებზე გასვლისკენ მოუწოდებენ.ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარავიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია, რომელიც 28 თებერვლის შემდეგ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.„მხოლოდ გვითხრეს, რომ დასაკითხად მიჰყავდათ. ვცადეთ ტელეფონით გადაგვეღო, თუმცა უფლება არ მომცეს“, - აცხადებს ტარიელ მიქაცაძე.კითხვაზე - რას შეიძლება უკავშირდებოდეს პროტესტის მონაწილეების დაკავება და ხომ არ უკავშირდება ეს ფაქტი გუშინ ჭიათურაში მომხდარ დაპირისპირებას, მაღაროელი ასე პასუხობს: „გუშინ, მე ჭიათურაში არ ვიმყოფებოდი, გადმოცემით ვიცი, რომ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და „ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ. ზუსტად არ ვიცი აქვს თუ არა ამ შეხლა-შემოხლას კავშირი დაკავებებთან“.ცნობისთვის, მაღაროების მმართველმა კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ ჭიათურაში კომპანიის წარმომადგენლებსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას გაავრცელა. „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამი იყო კომპანიის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები