ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

პუტინი განცხადებას ავრცელებს

პუტინი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ რუსეთი ახალი ბალისტიკური რაკეტის, ბრძოლის ველზე გამოცდას გააგრძელებს.

განცხადება კრემლის ლიდერმა თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას გააკეთა და ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი აღნიშნული რაკეტების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პენიტენციური დაწესებულება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ის სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.უწყების ცნობით, ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.მათივე ინფორმაციით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხოშტარიას რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით.პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარიას, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა – დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ინვალიდიზაცია

ელენე არის ძალიან ცუდად! რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში,- ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად ზიანდება და მას ეს „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო პატიმრობასთან ერთად მიუსაჯა.„დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლო-ბოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისა და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის, ეს უმძიმესი ვითარებაა.ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა, მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად დაასახელა

ევროლიგის 2025-26 წლების სეზონი 24 მაისს „ოლიმპიაკოსის“ ჩემპიონობით დასრულდა. ამ ორგანიზაციის მოთამაშეთა ასოციაციამ სეზონი შეაჯამა და თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად აღიარა.ამ მოვლენას „ბარსელონას“ ფეისბუქიც გამოეხმაურა და პოსტის ქვემოთ მიაწერა: „დიდებული ხარ, თოკო“.შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ევროლიგის პლეიინში დამარცხდა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში ფინალურ სერიას თამაშობს. სერიის პირველი მატჩი „ვალენსიასთან“ 18 ივნისსაა, პირდაპირ რეპორტაჟს 22 საათზე პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

რომის პაპი – იმედია, მემორანდუმი მართლაც გახდება ირანში ომის დასრულების გზა, რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი რჩება, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს მოლაპარაკებების გზით და არა...

რომის პაპმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული  შეთანხმება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად.ლეო XIV-მ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მადლობელია ღმერთის, რადგან მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.„მშვიდობისკენ და მოლაპარაკებებისკენ მოწოდება ყოველთვის აუცილებელია. მადლობა ღმერთს, რომ, სულ მცირე, ეს მემორანდუმი მაინც არსებობს, რომელსაც, როგორც ამბობენ, პარასკევს ოფიციალურად მოაწერენ ხელს. ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე საკითხი გადასაწყვეტი, თუმცა ამის გაკეთება ყოველთვის სჯობს დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და არა ომის განახლებით“, – აღნიშნა პონტიფიკოსმა.მისი თქმით, მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის საბოლოო დასრულება.„იმედი მაქვს, ეს მართლაც გახდება ომის დასრულების გზა. ომი ნამდვილად დასრულდება და ჩვენ წინსვლას შევძლებთ. ყველას სასიკეთოდ არის აუცილებელი ბირთვული იარაღის აღმოფხვრა, ყველა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვა და იმ პრობლემების გადაჭრის გზების პოვნა, რომლებიც კონფლიქტის შედეგად, მათ შორის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, წარმოიშვა“,  – აღნიშნა პაპმა.პაპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო დავების გადაწყვეტა, სამხედრო მოქმედებების ნაცვლად, მოლაპარაკებებისა და დიპლომატიის გზით უნდა ხდებოდეს.

თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, როგორც პარტიის თავმჯდომარე, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ რეფორმებზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის პარტიაში შეერთების შესახებ მიხეილ სააკაშვილისგან წერილით შეიტყო და სოციალური ქსელით არ გაუგია.„მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრების ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვქონდა, ლონდონიდანვე გამოვეხმაურე ამ სიახლეს და მაშინვე მივესალმე იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს. ძალიან დიდი ხანია, მიდის საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილთან, მათ შორის, ჩემი ინიციატივით, რომ პარტიაში აუცილებელია გარკვეული ცვლილებები. ამაზე ჩვენ ძალიან დიდი ხნის კომუნიკაცია გვაქვს. მე და პრეზიდენტ სააკაშვილს, ძალიან დიდი ხანია, კომუნიკაცია გვაქვს აღნიშნულთან დაკავშირებით, მათ შორის, ნანუკა ჟორჟოლიანის ჩართულობასთან დაკავშირებით. მივესალმები აბსოლუტურად ყველა ენერგიული, განსაკუთრებით ცნობადი სახის შემოერთებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. მიმაჩნია, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში, უამრავ ადამიანს ეხმარება, აქტიურად მუშაობს პოლიტიკურ პატიმრებთან, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს განაცხადი და ნანუკა ჟორჟოლიანის მოსვლა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხაზს უსვამს პარტიული მუშაობის მნიშვნელობასაც. წერილი მქონდა, კონკრეტულად ნანუკა ჟორჟოლიანის „ნაციონალურ მოძრაობაში“ შემოერთებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია მივიღე წერილით პრეზიდენტ სააკაშვილისგან“, – განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მკვეთრად განმარტა, რა ცვლილებების გატარებას გეგმავს პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების ჩართულობით და ასევე, მკაფიოდ ახსენა თინა ბოკუჩავა ამავე პოსტში.ბოკუჩავას თქმით, მადლობას უხდის სააკაშვილს ნდობის მანდატისთვის, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ამ ცვლილებების გატარებასთან დაკავშირებით.„იმავე პოსტში, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ნანუკა ჟორჟოლიანის შემოერთებასთან დაკავშირებით, მან ასევე ძალიან მკაფიოდ განმარტა, და მე მისი ძალიან მადლიერი ვარ ამგვარი ნდობის ჩემ მიმართ, როგორც პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას, რომელსაც ის გეგმავს, ასევე, პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და სახელობით მომიხსენია მე, ამ ნდობის მანდატისთვის მე ვარ ძალიან მადლობელი. გულწრფელად გეტყვით, მაქვს თუ არა გადაწყვეტილი, ავიღო თუ არა ეს პასუხისმგებლობა, რადგან ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ვერცერთმა სხვა თავმჯდომარემ ვერ შეძლო თავის მანდატის, ვადის ბოლომდე მიყვანა. პარტიის თავმჯდომარედ მე ამირჩიეს 2024 წლის 8 ივლისს, შესაბამისად, შევძლებ ეს მანდატი ყოველგვარი გადატრიალების, სკანდალის, სერიოზული ვნებათაღელვის გარეშე მივიყვანო ბოლომდე. არ მიმაჩნია, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, ეს არის ჩვენი ერთობლივი დამსახურება, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის, პოლიტსაბჭოს, მხარდამჭერების, რა თქმა უნდა, ჩემი დამსახურებაც. პოსტში პრეზიდენტმა სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ ცვლილებების განხორციელებაში. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვარ ძალიან მადლიერი ამ ნდობის მანდატისთვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება, ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ავიღებ თუ არა, მე არ მაქვს მიღებული. ეს არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად შევძლებთ პოლიტსაბჭოს რეფორმირებას, მათ შორის ლევან ხაბეიშვილის ჩართულობით. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ჩართულობის გარეშე ვერ წარმომიდგენია პოლიტსაბჭოს რეფორმირება. არ შეიძლება, ანგარიში არ გავუწიოთ იმ გარემოებას, რომ ლევან ხაბეიშვილი ტყვეობაშია და პოლიტიკური საბჭოს რეფორმირება მოვახდინოთ ისე, რომ ამ ადამიანს არ ვკითხოთ აზრი. ასევე, ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი მომავალი არჩევნებისთვის არის თბილისის ორგანიზაციის გაძლიერება, რაც ვერ წარმომიდგენია ირაკლი ნადირაძის ჩართულობის გარეშე, რომელიც ასევე ტყვეობაშია“, – განაცხადა ბოკუჩავამ და აქვე აღნიშნა, რომ რეფორმების განხორცილებისას მნიშვნელოვანია რეგიონული ლიდერების მონაწილეობაც.ამასთან, კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს მართლა შესთავაზა სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ არასდროს ერთვება მსგავსი ტიპის დისკუსიებში.თინა ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავად არსად დაუწერია ნანუკა ჟორჟოლიანისთვის პარტიის თავმჯდომარეობის შეთავაზების შესახებ.„ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად დაუწერია. მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთი ტიპის დისკუსიებში. მჯერა-არ მჯერა არ არის, აქ არის პოსტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, რომლითაც იხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკური ჭორაობა არასდროს არ იყო ჩემი სფერო და ინტერესი.მე წავიკითხე ის საჯარო პოსტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა. ვფიქრობ, ყველაზე მართებული იქნება, რომ ამ ეტაპზე ვიხელმძღვანელოთ იმ საჯარო პოზიციით, რომელიც პრეზიდენტმა გამოაქვეყნა. სხვა რამის გამოქვეყნება რომ ნდომებოდა, ამას გააკეთებდა“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ბოლო სიახლეები