ორშაბათი, აგვისტო 31, 2026

პროკურორი ქეთი სონიძე – ბინის ფარულ ჩანაწერებში, ნია იმნაძე მამასთან განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის დანაშაულს, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, საუბრობს დეტალებზე

ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები. სწორედ ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შეფასდა და წარედგინა სასამართლოს, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მტკიცებულებები 10 თვის განმავლობაში გროვდებოდა.

„10 თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ. ანასტასია ბეროშვილი მოგვიანებით გაჩნდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, ანუ მისი არსებობის თაობაზე უკვე მიმდინარე წლის იანვარში გახდა ბრალდების მხარისთვის ცნობილი. რაც შეეხება აღნიშნულ ვადას, რატომ დასჭირდა 10 თვე პროკურატურას, დასჭირდა იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოგროვება ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში? ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების, ასევე ბინის ფარული აღჭურვები და სწორედ ერთ-ერთი ბინის, ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, შეფასდა და წარედგინა სასამართლოს.

თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, თუმცა საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ გაშიფრულიყო და დამუშავებულიყო, მოსმენილიყო, შესაბამისად, ამას საკმაოდ სერიოზული შრომა დასჭირდა სამართალდამცავთა მხრიდან და სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადა. ეს არის იმნაძების ბინის ფარული აღჭურვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, ნია იმნაძე ესაუბრება თავის მამას, ვალერიან იმნაძეს და ოჯახის სხვა წევრებიც არიან ადგილზე. ის განიხილავს ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მოგეხსენებათ, რომ ალექსანდრე გაბაშვილი არის ამ საქმის მთავარი მსჯავრდებული პირი, რომელსაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა, ამართლებს მის საქციელს, ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა და ასეც უნდა მოქცეულიყო. კონკრეტულ დეტალებზე საუბრობს“, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბევრი მტკიცებულებაა საქმეში იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გასცა ინფორმაცია შევიწროვებასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, მან ეს ინფორმაცია გადასცა როგორც თავისი კლასის დამრიგებელს, ლაურა დურმიშიძეს, ასევე თავისი ოჯახის წევრებს.  თავად თამარ ნავროზაშვილი და ვალერიან იმნაძეც ადასტურებენ ამ ინფორმაციას, რომ ნია იმნაძისგან მიიღეს ინფორმაცია შევიწროებასთან დაკავშირებით, რაც შემდგომ ამ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა და რაც პროკურატურის სამტკიცებელიც არის.  ამაზე შემდგომ მე აუცილებლად მექნება საუბრები.

რამდენად შეესაბამება რეალობას ეს ინფორმაცია, ამაზე, ბუნებრივია, ვერაფერს ვიტყვი, რადგან გამოთხოვილ ინფორმაციაში ასე ცალსახად, რომ ვინმემ ვინმე შეავიწროვა, ვერ დასტურდება და არ იყო ამის მტკიცებულებები, თუმცა იმნაძე აღნიშნულ ინფორმაციას აწვდის ასევე ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც ამ დანაშაულის მთავარი ორგანიზატორი და პირველი პირი იყო. ამ ინფორმაციის მიწოდებით მან წააქეზა ალექსანდრე გაბაშვილი დანაშაულის ჩასადენად. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მან წააქეზა დანაშაულში ალექსანდრე გაბაშვილი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით, რომ უნდა გავითვალისწინოთ, ვინ არის მსჯავრდებული ალექსანდრე გაბაშვილი, მისი წარსული ისტორია. ეს არის ე.წ. პედოფილებთან მებრძოლი პირი, მას ამ კვალიფიკაციითაც ედებოდა ბრალდება და ამაშიც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, ვგულისხმობ, დიღმის ძალადობების ნაწილს, რომელიც ზოგადად ებრძვის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც შეიძლება, გარკვეული ხასიათის ინტერესი ჰქონდეს, მაგალითად, არასრულწლოვანთა მიმართ. ასეთი ადამიანის, რომელსაც ასეთი წარსული გამოცდილება ჰქონდა და ისედაც ნადირობდა ასეთი პიროვნებების გამოვლენაზე, ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი მას სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზებაც იყო და ბიძგის მიცემაც. მათ ჰქონდათ საკმაოდ ინტენსიური კავშირი ერთმანეთთან, ისინი შეყვარებულები იყვნენ. შემავალ-გამავალი ზარების შესწავლითაც ფიქსირდება, რომ ისინი სისტემატურად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, ხვდებოდნენ საათების განმავლობაში, მათ შორის დანაშაულის წინა პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო მათი შეხვედრები. 26 სექტემბრის ფაქტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ამ დღეს ჩამოიტვირთა ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ფოტო გიგა ავალიანის სოციალური ექსელიდან, რომ უკეთ დაემახსოვრებინა და აღექვა და შემდგომ თავდასხმა განეხორციელებინა მასზე. შემდგომ დღეებშიც, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მეორე დღესაც, 2 და 7  ოქტომბერსაც ისინი, ფაქტობრივად, სულ ერთად არიან, იმ მომენტში ხდება მათ შორის ამ დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი და კომუნიკაცია, მათ შორის ჯგუფის საერთო კონკრეტული მესიჯების დაწერა, რომელიც ემთხვევა სწორედ იმ პერიოდს, როდესაც ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ და, შესაბამისად, შეუძლებელი იყო, ამ საკითხებზე მათ ერთმანეთთან საუბარი არ ჰქონდათ“, – განაცხადა პროკურორმა.

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძეს და ანასტასია ბერუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შსს-მ ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გივი მიქანაძე – წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთჯერადად იქნა მიღებული.მინისტრის განმარტებით, სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე.„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან 34 150 აბიტურიენტი ჩაირიცხა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. 1795-მა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი: მათ არჩეული ჰქონდათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყოველ წელს ფიქსირდება. თუმცა, ამის მიუხედავად, მეორადი ჩარიცხვების პრაქტიკა, უკვე წლებია, აღარ მოქმედებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისას. გამომდინარე იქიდან, რომ დავიწყეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმა და მიმდინარე წელი გარკვეულწილად გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ.მასშტაბური რეფორმის პირველ წელს განხორციელებული ინიციატივები აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის გარკვეულ სიახლეს წარმოადგენს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად იქნა მიღებული.სექტემბრის პირველ ნახევარში გამოცხადდება რეგისტრაცია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, რის შემდეგაც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური ზღვარი, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ აღნიშნულ პროგრამებზე.თითოეული ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი მიზანია. სწორედ ამას ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებები. თქვენთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტს სწავლა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად დაუფინანსდება, რაც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების მეტ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რადგან გვჯერა, რომ ახალგაზრდებისთვის შექმნილი თითოეული ახალი შესაძლებლობა არის ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ილია სულამანიძე ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა.დღესვე ბრინჯაოს მედლისთვის გურამ თუშიშვილი (+100) იჭიდავებს, მისი მეტოქე არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრების წევრი მაგომედომარ მაგომედომაროვი იქნება.გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს მედალია – 28 აგვისტოს ტურნირის გამარჯვებული მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გახდა.

შიო მესამე – დღეს ვიხსენებთ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, ჩვენ გვენატრება მისი ლოცვა, სიტყვები, მასთან ერთად ყოფნა, ღვთისმშობელი შეეწიოს მის სულს და...

დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა, – ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, მრევლს ენატრება ილია მეორის ლოცვა, სიტყვები.„გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს. დღეს ვიხსენებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია მეორეს, რომლის გარეშეც პირველი ღვთისმშობლობაა. ჩვენ ვიკრიბებით, ვლოცულობთ, გვენატრება მისი ლოცვაც, მისი მსახურებაც, მისი სიტყვებიც, მასთან ერთად ყოფნა. ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შეეწიოს მის სულს და აცხონოს. გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დედაღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი, თქვენი ოჯახების მფარველი. ღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა შიო მესამემ.

ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ეგიდით პირველად მიმდინარეობს  გრანდ სლემის ტურნირი.შეჯიბრების პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.მსოფლიოსა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ფრანგი სარა-ლეონ სისიქი იპონით დაამარცხა.

მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს:„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები