პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და გასაღების ფაქტებზე დავით მიქაძეს და დავით ჩუბინიძეს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  2021 წლის დასაწყისში, დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ იცოდნენ რა, რომ დაზარალებული ვახტანგ კობიაშვილი საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლ იარაღებს ინახავდა, მათი მართლსაწინააღმდეგო დაუფლება განიზრახეს, რა მიზნითაც დავით ჩუბინიძემ დავით მიქაძესთან შეთანხმებით აიძულა ვახტანგ კობიაშვილი, მისთვის იმ სახლის გასაღები გადაეცა, სადაც იარაღებს ინახავდა, შემდეგ კი მიემართა პოლიციისთვის და განეცხადებინა, იარაღების თითქოსდა დაუდგენელი პირის მიერ ქურდობის ფაქტის შესახებ. შედეგად დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის კუთვნილ ცეცხლსასროლ იარაღებს, კერძოდ: GLOCK – 42-ის; SIG-SAUER – P-320 COMPACT MEDIUM-ის; DANIEL DEFENSE – DDM4 PDW-ის; NAA – 22 LLR-ის და BARNOW – CORECCO მოდელის ცეცხლსასროლ იარაღებს.

ამასთან, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების შემდეგ შეხვდნენ დაზარალებულ ვახტანგ კობიაშვილს, დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსით და კიდევ ერთხელ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მხრიდან იარაღების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს პოლიციას შეატყობინებდა.

დავით მიქაძემ და დავით ჩუბინიძემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ცეცხლსასროლი იარაღებიდან ერთ-ერთი, GLOCK – 42 მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, დავით ღოღელიანზე გაასაღეს, რომელიც ამოღებულია მისივე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად. დავით ღოღელიანი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 19 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით ჩუბინიძე 4 ნოემბერს დააკავეს.  დავით ჩუბინიძეს და სხვა საქმეზე ძებნილ დავით მიქაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება, ჩადენილი ჯგუფურად) და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულ დავით ჩუბინიძისათვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დაიბადა მამას გოგო“- ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი მამა გახდა. ამის შესახებ ნოდიკო ტატიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.„დაიბადა მამას გოგო – კესანე ტატიშვილი“.სტატუსთან ერთად მომღერალმა პატარა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც ბავშვის ხელი ჩანს.მომღერალი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.

შალვა პაპუაშვილი – ბოლო რამდენიმე წელია, ვხედავთ ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას საქართველოს წინააღმდეგ, რადგან ქვეყანამ, უკრაინაში ომის შემდეგ, სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის თავი არ გაწირა

ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას პროპაგანდით, პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ბრიუსელმა პოლიტიკური ენერგია და თანხმები დახარჯა, რათა დაემკვიდრებინა ცრუ ნარატივი, თითქოს ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა.„ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ღია დეზინფორმაციას და პროპაგანდას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიდის, რადგან ქვეყანა არ აჰყვა მოწოდებებს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საკუთარი ქვეყანა არ გაწირა სხვების გეოპოლიტიკური თამაშისთვის. ამის შემდეგ დაიწყოს ზუსტად თავდასხმები საქართველოს ხელისუფლებაზე, მცდელობები ხელისუფლების ჩანაცვლებისა, დეზინფორმაცია, პროპაგანდა. ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო, რომ თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. სიმართლე არის ის, რაც ამ წერილში წერია, რომ თავის დროზე, 2024 წლის ივნისში, ეს იყო სწორედ ბრიუსელი, რომელმაც ქართველ ხალხზე ზეგავლენის მიზნით, შეაჩერა თავისი გადაწყვეტილებით ინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გვთავაზობენ ამოყირავებულ რეალობას, პროპაგანდით. პროპაგანდას შეიძლება, მოკლე ეფექტი ჰქონდეს, თუმცა მუდმივად სიმართლეს ვერ დამალავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. არსებული ინფორმაციით,  2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.

მიხეილ ყაველაშვილი რამდენიმე სენატორისა და კონრესმენის წერილზე: გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება – დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი

გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დამოკიდებულება - დეზინფორმაცია, ორმაგი სტანდარტი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენისა და სენატორის წერილს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსადმი, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი პერსონალი, რომლებიც „ქართველი ოფიციალური პირების უსამართლო სამიზნეები არიან“.პრეზიდენტის განცხადებით, ნათლად ჩანს საქართველოს ხელისუფლების დაკნინების მცდელობის ხაზი.„ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ წერილის ავტორები და წერენ მარკო რუბიოს, ხშირად გამოირჩევიან, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დეზინფორმაციით და ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით. იგივე ხაზი გრძელდება.წლებია, ვსაუბრობდით, რომ კონკრეტული ორგანიზაციები აქ ეწევიან რადიკალიზმის დაფინანსებას და აქ საუბარი იყო USAID-სა და NED-ზე. ეს კონკრეტული ორგანიზაციები თავად ამერიკის პრეზიდენტმა, დღევანდელმა ადმინისტრაციამ გამოავლინა, რომ ისინი დაკავებული იყვნენ სხვა ქვეყნებში რევოლუციით და რადიკალური ქმედებებით.ამ ყველაფერთან დაკავშირებით ყველაზე კარგად ჩვენი საზოგადოება არის ინფორმირებული. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რა მოვლენებია ჩვენს გარშემო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ყაველაშვილმა.მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პარტნიორობისა და დიალოგისთვის.„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლიან, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროცესებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. მე ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მქონდა შეხვედრა, იქაც იგივე განვაცხადე. ეს ადამიანები ჯერჯერობით, თავად იკავებენ თავს. ჩვენ თავშეკავება ნამდვილად არ გვჭირდება, ჩვენ ღია ვართ ყველა დიალოგისთვის. ვაღიარებთ კიდეც, წერილებითაც მივმართეთ, ჩვენ უკან დასახევი და დასამალი არაფერი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილმა აქვე ხაზი გაისვა აშშ-სა და საქართველოს ღირებულებით თანხვედრას ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.„ეროვნულ ინტერესებზე ხშირად პოზიცინიორებენ ამერიკის პრეზიდენტიც, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც. გაეროს სხდომაზე განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, რომ დიახ, ქვეყნებმა უნდა დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები. ჩვენ ამისთვის მანამდეც მზად ვიყავით, ეს ღირებულებითი თანხვედრა როცა გამოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა ბატონი ტრამპი და ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ღირებულებითი თანხვედრა არის ჩვენსა და მას შორის, სურვილს გამოვთქვამდით, რომ დროა, დიალოგი შედგეს. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ახლა მათი მხრიდან არის დასაყენებელი ეს საკითხი, როდის მოხდეს ჩვენთან დაკავშირება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის ტყუილზე დაფუძნებული წერილი - რა თქვა რეალურად სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ და როგორ შეცვალეს ინტერვიუს შინაარსი დეზინფორმაციის გასავრცელებლად ჯინ შაჰინმა და მისმა რამდენიმე კოლეგამ. ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.

ვილი სანიოლი – ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მოახლოებული მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა.ორი ტურით ადრე გადაწყდა, რომ ჩვენი გუნდი ჯგუფიდან ვერ გავა. მწვრთნელმა კი აღნიშნა, რომ ესპანეთსა და ბულგარეთთან მატჩები მომავალი შესარჩევისთვის სათანადოდ მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს:„გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, თუმცა ნაკრებში გვყავს ახალი სახეები. გუნდის შენების პროცესში ვართ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპსა და ერთა ლიგას კარგად მომზადებულები შევხვდეთ.როდესაც მაღალი დონის ფეხბურთელებს კარგავ, შეიძლება, შედეგიც უარყოფითი იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია საქმისადმი მიდგომა, პროფესიონალიზმი და არა ერთი კონკრეტული ტაქტიკა.ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ცხოვრებისეული მომენტი იყო, როდესაც მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მიდიხარ და რამდენიმე დღე გჭირდება, რომ გონს მოხვიდე“.შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი ბულგარეთს ესტუმრება. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მძიმე ავარია სანაპიროზე – არის მსხვერპლი

თბილისში, სანაპიროზე მძიმე ავარია მსხვერპლით დასრულდა.ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველების და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა.შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ბოლო სიახლეები