სამშაბათი, მარტი 24, 2026

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე შს სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში მყოფ დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 30 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომლის მიმართაც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით შეუფარდა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 31 ივლისს, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, დაკავებულ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 27 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„პოლიტიკო“ – აშშ ირანის ახალ ლიდერად ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, მოჰამად ბაგერ გალიბაფს განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირანის პარლამენტის სპიკერს, მოჰამად ბაგერ გალიბაფის მოლაპარაკებების პროცესში შესაძლო პარტნიორად და ირანის სავარაუდო მომავალ ლიდერად განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით „პოლიტიკო“ ავრცელებს.სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაში რამდენიმე კანდიდატის „ტესტირებას“ გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებული არ არის. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, კანდიდატთა შორის არ არის ირანის შაჰის შვილი, რეზა ფეჰლევი.როგორც „პოლიტიკოს“ წყაროები ამბობენ, თეთრ სახლში ირანისთვის „ვენესუელურ სცენარს“ განიხილავენ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი პოლიტიკოსი მიდის, რომელსაც შიდა მხარდაჭერაც აქვს და ამავე დროს აშშ-ის მიმართ ლოიალურია.დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ სჯერათ, რომ ფეჰლევს ირანში რეალური ლეგიტიმაცია ექნება.ამავე დროს, ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ გალიბაფის კანდიდატურისადმიც.„გალიბაფი ამბიციური და პრაგმატულია, თუმცა ამავე დროს პრინციპულად ერთგულია ისლამური წყობის შენარჩუნების,“ – ამბობს პოლიტიკოსთან საუბარში ირანის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსი ანალიტიკოსი, ალი ვაეზი.მოჰამად ბაგერ გალიბაფი ირან-ერაყის ომის დროს მსახურობდა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში. 1999 წელს დაინიშნა ირანის პოლიციის უფროსად. 2005–2017 წლებში იყო თეირანის მერი. 2020 წლიდან კი იკავებს მეჯლისის, ირანის ერთპალატიანი პარლამენტის, თავმჯდომარის თანამდებობას.გამოცემა „იერუსალიმ პოსტი“ წერდა, რომ გალიბაფი მონაწილეობდა აშშ-თან მოლაპარაკებებში, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა ირანის ელექტროსადგურებზე დაგეგმილი დარტყმები ხუთი დღით გადადო. თეირანი მოლაპარაკებების ფაქტს უარყოფს.

გია ვოლსკი – ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა, ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს

ეკლესიის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულება არ შეცვლილა, როგორი ნეგატიურიც იყო, იგივე დარჩა. ხდება ეკლესიაზე შეტევა, მათ შორის უტიფარი და უწმაწური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, ოპოზიციის პოლიტიკა ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას.„ახლა ბევრი ვერ გაბედეს, მაგრამ იყო მცდელობა, იმ ხალხთან გაეგივებინათ თავი, ვინც მწუხარებას გამოხატავდა, მაგრამ ვერც თავისი ძველი ცოდვები დაივიწყეს. ეკლესიას ისევ უტევენ იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა სურს. ეს ერთადერთი მიზეზია იმის, წლებია, რა პოზიციაც აქვს ჩამოყალიბებული ე.წ. ოპოზიციას. ქართული ეკლესია მხარს უჭერს პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. პირველ რიგში, ეს არის მშვიდობის ქადაგება და ამ მშვიდობისთვის ყოველდღიური ბრძოლა. ეს ყველაფერი ნერვებს უშლის და ისტერიკაში აგდებს ე.წ. ოპოზიციას, რადიკალებს. ეგრეთ წოდებულს ვუწოდებ, რადგან მათ ამ ქვეყანაში ჩამოაყალიბეს ექსტრემიზმი და მის განხორციელებას ცდილობენ კიდეც. რევოლუციის სცენარისთვის მხარის არდაჭერა განიხილება იმის ღალატად, რასაც ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ქადაგებს. ეკლესია მათ საკუთარი დეზინფორმაციის გავრცელებაში თუ არ გამოადგა, ეს ნიშნავს, რომ მათ მიერ ეკლესია განიხილება, როგორც მოწინააღმდეგე მხარე. ბევრჯერ ვიხილეთ ამის უტიფარი გამოხატულება. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს ეკლესიაზე შეტევას იმის გამო, რომ ეკლესია არასოდეს გამოხატავდა რევოლუციური სცენარის მხარდაჭერას“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა”- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს

,,ისე არაფერი უხდება მეზობლობას , როგორც ძველი თაობა''- ბლოგერი გივიკო დიდია  უთბილეს ვიდეოს აქვეყნებს.

საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ ოფიცრისა და  სამსახურებრივი ძაღლის დახმარებით (რომელიც თამბაქოს ნაწარმის ძებნაზე-აღმოჩენაზე არის გაწვრთნილი), უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღკვეთეს.სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აქციზურ მარკირებას დაქვემდებარებული 1170 კოლოფი სიგარეტი, 2 სხვადასხვა მსუბუქი ავტომობილის საბურავში, ასევე სალონში არსებულ წინა პანელისა და საწვავის ავზში მალულად ჰქონდათ განთავსებული.ორივე ფაქტის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას –...

ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.მისი თქმით, საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.„ცხოვრების დონის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა, საუკეთესო ხუთეულში, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. მნიშვნელოვანია, რომ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის კორუფციის აღქმა და ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა, ნატო-სა და ევროკავშირის წევრ 19-20 სახელმწიფოზე წინ არის ამ პარამეტრით. საქართველო აგრძელებს პროგრესს, აგრძელებს განვითარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

ბოლო სიახლეები